საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან

ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან, – ამის შესახებ  დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოში სიმშვიდე შენარჩუნდეს.

„დღეს საკრებულოში მოხდა ინციდენტი, რომლის კადრებიც ჩვენ ვნახეთ. მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და იყოს მიღებული უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. რაც მოხდა ყველამ ნახა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ყველამ მოვისმინეთ პირადი შეურაცხყოფა, მინდა ორივეს ვუთხრა, შევიკაოთ თავი დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დღეს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დაზიანებები მიიღო.

Comments

კომენტარები