
რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რაიმე რომ მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი და ვერც ბიძინა ივანიშვილი გაასწრებს საქართველოდან
იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური – მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებს.
“კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. [იუსტიციის მინისტრი] განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, ამ შეცდომების გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიჰბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!”, – განაცხადა გოცირიძემ.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: შეიძლება ყველას ვერ დავაბრალო, მაგრამ „პალიტრა მედიის“ ზოგიერთი წარმომადგენელი მკვეთრად იყო გადახრილი იმ ტრენდისა და ნარატივისკენ, რასაც ნაცმოძრაობა მესიჯების სახით ახმოვანებდა ხოლმე
გულწრფელი რომ ვიყო, შეიძლება ყველას ვერ დავაბრალო, მაგრამ ზოგიერთი წარმომადგენელი მკვეთრად იყო გადახრილი იმ ტრენდისა და ნარატივისკენ, რასაც ნაცმოძრაობა მესიჯების...
სოსო რობაქიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, ეს პარტია უნდა გაუქმდეს, პირადად მე ჩავუდგები ამას სათავეში, დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ...
მიხეილ სააკაშვილის დედა: 58 კილოა, ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ
მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და 58 კილოგრამს იწონის. "წონა აქვს უკვე...
კახა კალაძე: საქართველო სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული...
ირაკლი კობახიძე – მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, მშვიდობისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს
მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ...
მამუკა მდინარაძე – არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ ვიღაცის ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ
ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი, ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე,...