პარასკევი, ივლისი 3, 2026

რატი ბრეგაძე: „ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში ისაუბრა სამინისტროს საჯარო ლექციების კურსზე, რომელიც ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტის სამართლებრივი დაცვის გზებსა და ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებს შეეხება.

„2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით. ეს ლექციები გრძელდება წარმატებით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, 2023 წლიდან საჯარო ლექციები დავიწყეთ ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზეც, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, თუ რა სამართლებრივი და პრაქტიკული ეტაპების გავლა უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – 4 ივლისის ისტორიული თარიღი გვაძლევს შესაძლებლობას, დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა ერთგული დარჩება ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწის...

ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბებაში ემიგრანტების თანმიმდევრულმა ტალღებმა თავისი როლი ითამაშა, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო მე-XIV ფილადელფიაში, ეროვნული კონსტიტუციის ცენტრში ვატიკანიდან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.როგორც ლეო მეთოთხმეტემ აღნიშნა, აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, როდესაც 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.რომის პაპის თქმით, სიტყვა „ამერიკა“ გლობალურად „თავისუფლების სინონიმია“ იმის გამო, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ იმიგრანტები.„ეს ისტორიული წლისთავი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაცთა სამშობლოს ტიტული მოუტანა. ერის მორალური სიდიადე, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მის უნარში, მხარი დაუჭიროს, დაიცვას და დააფასოს ყველას სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და მათი, ვისი ღირებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.ტრამპმა გააკრიტიკა რომის პაპ ლეოს შეხედულებები და მას „დანაშაულთან დაკავშირებით სუსტი და საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი“ უწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის „პაპ ლეოს გულშემატკივარი არ არის“ და უარყო მისი შეხედულებები, რომ ირანთან ომი „სამართლიანი“ არ არის.

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“,,მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება სამუდამოდ. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს ნაბიჯი დიპლომატიურ ჟესტზე მეტად გახლდათ პატივის მიგება მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე ერისადმი. ირანელი ხალხი ასევე ყოველთვის ღრმა პატივისცემით ეკიდებოდა ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას. ირანსა და საქართველოს — ორ უძველეს ქვეყანას კავკასიის ორ მხარეს — საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებდათ საერთო მოგონებები, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთო ბედისწერა. ამ ურთიერთობების მნიშვნელობა მხოლოდ ლხინის დროს არ ვლინდება; მათი ნამდვილი ღირებულება სწორედ გლოვისა და თანაგრძნობის დღეებში ჩანს. ურთიერთპატივისცემა არის ხიდი, რომელიც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მტკიცე და ხანგრძლივია. ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავალიც სწორედ ამ ფასდაუდებელ საფუძველზე აშენდება — საფუძველზე, რომელსაც ჰქვია „ხალხთა ღირსების პატივისცემა“. დაე, ირანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე და მარადიული დარჩეს''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს – „ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს.მისივე თქმით, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, რაც კი ოდესმე გაწეულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.„ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა მერცმა.მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება. ტრამპმა სოციალურ წსელში ასევე დაწერა, რომ გერმანიის ხარჯები „2014-2025 წლებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ის ან ნატო-ს სხვა მოკავშირეების“.ცნობისთვის, მომავალ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატო-ს ლიდერების, მათ შორის ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.

ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილეობის ბრალდებით, ევროკავშირმა ექვს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილე ექვს პირს სანქციები დაუწესა.ევროპული საბჭოს განცხადებით, სანქცირებულ პირთა შორის უმეტესობა მეცნიერები და მკვლევარები არიან, რომლებიც ნავალნის სიკვდილის გამომწვევი ტოქსინის შექმნაში მონაწილეობდნენ.მათივე ცნობით, ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის, კერძოდ, ეპიბატიდინის შექმნაში, რომელიც ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს.„ევროკავშირი კვლავ სრულად ერთგულია ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში და ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ კონვენციით გათვალისწინებული დებულებების მხარდაჭერის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, 2024 წლის 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. ევროპის ხუთმა ქვეყანაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში ე.წ. ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები დარწმუნებული არიან, რომ ნავალნი კოლონიაში სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. მათი დასკვნები ეფუძნება ნავალნის ნეშტიდან აღებული ნიმუშების ანალიზს, რომელმაც, მათივე თქმით, დაადასტურა იმ ტოქსინის არსებობა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არ არის. ალექსეი ნავალნის შხამით მოწამვლის შესახებ ბრალდებას კრემლი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არამთავარი მიღწევა არის უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა, მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი, ასეთებია სანიკიძე, ფავლენიშვილი, ფარულავა,...

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი მიღწევა არის ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და იგორ ნარმანია.„მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია, იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები