სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მეორე შვილი შეეძინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მეორე შვილი შეეძინა. პატარას სახელად ალექსანდრე დაარქვეს.

ალექსანდრეს გარდა 45 წლის პოლიტიკოსს და მის მეუღლეს 34 წლის გვანცა სუთიძეს, ქალიშვილი – 9 წლის ელენე პაპუაშვილი ჰყავთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ, მიუღებელია, როცა ერები ბუნდოვანებასა და გაურკვევლობაში ჰყავთ

ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ,  მიუღებელია ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავთ ერები, მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, სამ წელზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრი, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ნატო-დან დღეს ეუბნებიან, ვერ გახდებით ნატო-ს წევრი.„ქართველი ხალხი მიამიტი არ არის, ნატო ჩამოყალიბდეს, რა უნდა, ვერ ჩამოყალიბდნენ. უკრაინასთან დაკავშირებით ხან 28-პუნქტიან, ხან 24-პუნქტიან გეგმებს რომ ხედავთ. ევროკავშირის ვითომ კონტრშეთავაზებაა 24-პუნქტიანი და იქაც არსად იყო გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სიტყვით ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული წლიდან წლამდე, ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში. ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში ამყოფებენ, როგორც საქართველოს, ისე უკრაინას. ასევე, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. სამ წელიწადზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრი. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ამ იდეის გამო და ნატო-დან დღეს ეუბნებიან, ვერ გახდებით ნატო-ს წევრი. მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ,  მიუღებელია ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავთ ერები. ქართველი ხალხი არ არის მიამიტი, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები – „ღია კართან“, „გეპატიჟებით“, „გელით“ და ასე შემდეგ. არანაირი ღია კარები და მიპატიჟება არ უნდა ამას, საჭიროა გადაწყვეტილებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი შარაშიძე – მარკ რუტეს განცხადება ადასტურებს, რომ საქართველო ამოვარდნილია გლობალური პროცესებიდან, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს

მარკ რუტეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად ამოვარდნილია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებიდან, რასაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი თავისი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.„სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. შეიძლება, ეს არ იყოს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გაუქმების შესახებ, რაც არ შეესაბამება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, დააშოროს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პერსპექტივას და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვოს პირისპირ ჩვენს მთავარ მტერთან, რუსეთთან. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია და საქართველოში, ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, ჩვენი განვითარებისთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა: „საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს“. 

როლანდ პრაისი – საქართველოს მთავრობასთან, ქართველ ხალხთან 30 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაფინანსებას მოსახლეობის სასარგებლოდ

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობასა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა.მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან მუშაობდნენ მისი ეკონომიკის ასაშენებლად, რათა უფრო სტაბილური გამხდარიყო და რეალურად ყოფილიყო იმ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად არის.„ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკს, ჩვენი მანდატის შესაბამისად, არ შეგვიძლია, ჩავერთოთ ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში. აქ განვითარებისთვის ვართ და განვითარების საკითხები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად 30 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ. ჩვენ კვლავ ვზრუნავთ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე, მის უფრო მდგრადობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. დღეს აქ ვართ, რათა მოვისმინოთ ჩვენი ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც საქართველოში გლობალურ გამოცდილებას შემოიტანს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაფინანსების გამოყენებას საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ს არ შეუძლია, უსასრულოდ უზრუნველყოს უკრაინული მხარე იარაღით – „დონალდ ტრამპს სურს, ომი დასრულდეს“

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია, „უსასრულოდ“ უზრუნველყოს უკრაინული მხარე იარაღით. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ აღარ აწვდის უკრაინას იარაღს, თუმცა ნატო-ს ქვეყნები ამერიკულ იარაღს PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პაკეტის მეშვეობით ყიდულობენ.„ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ უსასრულოდ. პრეზიდენტს სურს, ეს ომი დასრულდეს. ის მშვიდობიანი დროის პრეზიდენტია. ეს არის, რისკენაც ისწრაფვის. დღეს მას სურს, დარჩეს ოპტიმისტად და იმედოვნებს, რომ მოხერხდება იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ომს დაასრულებს“, – განაცხადა ლევიტმა.ლევიტის თქმით, ტრამპი „დიდ მადლიერებას იმსახურებს უზარმაზარი დროისა და ენერგიისთვის, რომელიც ომის მოგვარებაში ჩადო“.

გურამ მაჭარაშვილი – წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული, მაგრამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის, მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს არ გადადგამს

წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული. საჯაროდ ეუბნებიან, რომ პრობლემები ექმნება, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს არ თმობს, არ აჰყვა გლობალურ ომის პარტიას, არ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან, უარი არ თქვა ტრადიციებზე და საქართველოში ლგბტ პროპაგანდა არ დაუშვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის.„ყველაზე სანდო საერთაშორისო საბანკო სისტემა „კრედიტ სუისი“, პრაქტიკულად, ჩამოანგრიეს. წარმოიდგინეთ, რა დონეზე აწყობთ და უღირთ, რომ ამ ადამიანს ებრძოლონ, ამხელა საბანკო სისტემა გაანულეს. ე.ი. იქ ვინმეს თუ არ მოეწონე და რაც უნდათ, არ გააკეთე, შენს თანხებს არ გამოგაყენებინებენ. ეს არის ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის. ეს არა მხოლოდ ნათქვამი აქვს, არამედ გაკეთებულიც. ამ ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო და თანხებს არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკას არ ცვლის. როგორმე უნდა მიხვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადადგამს ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირველი-ორი ინსტანცია საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის კანტორაა, როცა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღეს და „კრედიტ სუისი“ გაამტყუნეს? – ცოტა იმეცადინეთ ხოლმე. ამ ადამიანს ეს თანხები ეკუთვნის თუ არა? – ეკუთვნის“, – განუცხადა მაჭარშვილმა ჟურნალისტებს.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

ბოლო სიახლეები