სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

ოფიციალური ბაქო: სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა.

„სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ განჯის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გამოუშვეს. განჯა საბრძოლო ზონიდან შორს არის. ამის არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

მისივე თქმით, განჯაზე იერიში ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

„სკადის“ გამოყენება მჭიდროდ დასახლებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებას ცხადყოფს“, – დასძინა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან ქალაქ განჯის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, ხოლო 5 – დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო იერიშის მიტანას უარყოფს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენციას მართავენ

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა -კონფერენციას მართავენ.შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 10-ზე მეტმა დიპლომატიურმა მისიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს (UN), პოლონეთის, შვედეთის, იტალიის, ჩეხეთის, ჰოლანდიისა და რუმინეთის წარმომადგენლები.როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა აღნიშნა, მუდმივი შეხვედრები მიმდინარეობს პარტნიორებთან და მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები.„ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის ორმხრივი პროცესი. მათ აქვთ კითხვები და ინტერესი ოპოზიციური პარტიები რას აპირებენ და როგორ იმოქმედებენ, მეორეს მხრივ, ჩვენც გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებები. ეს არის სამუშაო პროცესი და ვიმედოვნებთ, საქართველოში ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სურვილებისა, არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრი, თავისუფალი არჩევანის პერსპექტივა და დავკარგოთ ყოველგვარი დემოკრატიული მომავლის გარანტიები“, - აღნიშნა წერეთელმა.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“

ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს​ ლოგოსა და სიმბოლოებს.„იქ ვინ არ არის „ნაცი“ — ბოკერია, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველანი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე — მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვინახავს. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა.თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საზეიმო წირვა აღავლინა.საზეიმო ლიტურგიას კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაესწრო. დღეს, ტაძრის ტერიტორიაზე გაიხსნა სალოტბარო სკოლაც.როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ სალოტბარო სკოლა სწორედ ეპარქიის 30 წლისთავის დღეს გაიხსნა.„ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს – ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან და განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით. მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევით ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ეჭვი არ მეპარება, რომ ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს – ეკა ბესელია

“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, როგორი უმძიმესი სისტემური კრიზისია მართლმსაჯულების სისტემაში.როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს.ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროვებს, - ამბობს ბესელია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების პროფესიული დღე აღნიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის  (IOTA) მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ 2025 წლის ივნისში დაამტკიცა. საგადასახადო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღნიშვნა უკავშირდება ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1996 წლის 30 ოქტომბერს.აღნიშნული ღონისძიება, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ დარახველიძემ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, ვიდეო მიმართვის საშუალებით მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა IOTA -ს აღმასრულებელმა მდივანმა ალიქს პერინიომ დე ტროიმ.Ⴑამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და  მაღალი პროფესიონალიზმისთვის, IOTA-ს აღმასრულებელი მდივნისა და IOTA-ს მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილი სერთიფიკატები შემოსავლების სამსახურის 21 წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა.შემოსავლების სამსახური თითოეულ თანამშრომელს და ასევე შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA)  წევრ საგადასახადო ადმინისტრაციებს ულოცავს პროფესიულ დღეს. IOTA - ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 43 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციას. 2023 წელს, საქართველომ პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა.

ბოლო სიახლეები