მირქმა-დღეს უფლისადმი მიგებების დღესასწაულია

შიო მესამე – სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს
სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს… მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – ჯვართამაღლების შემდგომ და სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირას. დღეს წმინდა სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება პატიების შესახებ. იგი ამბობს, რომ როდესაც შეგცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე მას. მათე მოციქული ამბობს: „ამხილე იგი“ (მთ. 18, 15). ლუკა ამბობს: „მიდი და გაუწყერი მას, როცა შენ და ის მარტონი იქნები“ (ლკ. 17, 3). თუ შეისმინა ეს შენი მხილება და შეინანა, შეგიძენია შენი ძმა, ხოლო თუ არა, მაშინ მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი ადამიანი, მათი თანდასწრებით უთხარი. თუ იმათიც არ შეისმინა, ეკლესიას უთხარი. თუ ეკლესიისაც არ შეისმინა და არ შეინანა, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორ მეზვერე და წარმართი, – ამბობს უფალი (მთ. 18, 15-17).თქვენ გახსოვთ, თუ რას ნიშნავს მეზვერე და წარმართი ებრაელისთვის – შორს იჭერდნენ მათგან თავს, აღარ ურთიერთობდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ, როცა წარმართს ან მეზვერეს დაინახავდნენ.ჩვენთვის რას ნიშნავს ეს? გულში მტრობა კი არ უნდა გვქონდეს, ის მაინც ჩვენს მოყვასად რჩება; უნდა დავლოცოთ იგი, უნდა გვქონდეს ქრისტიანული განწყობა, ქრისტიანულად მოვეპყროთ, მაგრამ თუ არ ინანიებს, არ შეისმენს, მაშინ შეიძლება განვშორდეთ მას ან გარკვეული ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ, თუ რაიმე ბოროტებას აკეთებს ისეთს, რომელიც, მაგალითად, აზიანებს საერთო, საქვეყნო, საოჯახო ან საეკლესიო საქმეს.პეტრე მოციქული ეკითხება უფალს, აზუსტებს: „რამდენჯერ უნდა შემცოდოს ძმამ და შევუნდო მას? შვიდჯერ?“. უფალი პასუხობს: „არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ – სამოცდაათჯერ შვიდგზის“ (მთ. 18, 21-22). ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ინანიებს და პატიებას გთხოვს, ყოველთვის უნდა აპატიო. აი, ეს არის უფლის მცნება.შემდეგ უფალი იესო ქრისტე, იმისთვის, რომ განმარტოს ამ მცნების არსი, მოგვითხროს იგავს უმოწყალო მოვალის შესახებ (მთ. 18, 22-35).ერთ მეფეს ჰყავდა მონა, რომელსაც მისი ემართა ათი ათასი ტალანტი. ეს ისეთი რიცხვია, რომ განუზომელ ვალს ნიშნავს, მთელ ისრაელში არ მოიპოვებოდა ასეთი თანხა. აი, ასეთი ჰიპერბოლაა. ესე იგი, მას ჰქონდა განუზომელი ვალი ამ მეფისა. მეფემ მოსთხოვა მონას ვალის დაბრუნება. მონა ჩაუვარდა მას მუხლებში, დაუჩოქა და სთხოვა ვალის გადავადება. მეფეს შეებრალა, ვალიც აპატია და გაუშვა. შემდეგ ეს მონა წავიდა, შეხვდა ერთი ამხანაგი, რომელსაც, თავის მხრივ, ამის ვალი ემართა, ოღონდ მცირე რაოდენობით თანხა და ახრჩობდა მას, აიძულებდა, სთხოვდა ვალის დაბრუნებას. ისიც ჩაუვარდა მუხლებში, დაუჩოქა, სთხოვა, ცოტა კიდევ მადროვე და აუცილებლად დაგიბრუნებ ყველაფერსო.ნახეთ, ვითარება ზუსტად განმეორდა. ეს უმოწყალო მონა ახლა აღმოჩნდა მეფის მდგომარეობაში, მაგრამ მეფისგან განსხვავებით, კი არ შეებრალა და შეიწყალა თავისი ამხანაგი, არამედ როცა მან სთხოვა შეწყალება, ეს წავიდა და საპყრობილეში ჩააგდებინა ამხანაგი. ეს რომ მეფემ შეიტყო, განრისხდა და ამ უმოწყალო მონის დაპატიმრება ბრძანა.უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს თავის იგავს: ასე მოგეპყრობათ მამაჩემი ზეციერიც, თუ თქვენ მთელი გულით არ აპატიებთ მოყვასს მის შეცოდებებს (მთ. 18, 35). აი, ასეთი საოცარი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო.დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბევრ რამეზე. ხშირად ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე. ჩვენც გვიჩნდება ეს შეკითხვა, თუ რამდენჯერ ვაპატიოთ ჩვენს მოყვასს, ვინც შეგვცოდა, ვინც გვაწყენინა რამით, ვინც გვემტერება, მაგრამ სხვა შეკითხვას არ ვსვამთ: როდემდე უნდა მაპატიოს ღმერთმა? განა შვიდჯერ შევცოდე ღმერთს და ჩემს მოყვასს? როდემდე უნდა მქონდეს ღმერთის პატიების იმედი?გაუთავებლად ვევედრებით უფალს წყალობას და პატიებას, ჩვენს მოყვასებს კი არ ვპატიობთ და ასეთი საქციელი დიდ საფრთხეში ვიგდებთ თავს.რაში მდგომარეობს საფრთხე, დღევანდელი იგავიდან გამომდინარე? ღმერთი გაგვკიცხავს ასეთი საქციელის გამო და ჩვენს ცოდვებს არ გვაპატიებს. ეს საფრთხე ძალიან ხშირად ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაშიც, მთელ მსოფლიოშიც. ადამიანები კარგავენ სიხარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას, არა მხოლოდ სულიერს, არამედ ზოგჯერ ელემენტარულ მატერიალურ კეთილდღეობასაც სწორედ იმის გამო, რომ ხშირად ემსგავსებიან ამ უმოწყალო მოვალეს, რომელსაც არ ჰქონდა გულმოწყალება, მიმტევებლობა და სიყვარული.სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს.ჩვენ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენც უსაზღვრო ვალი გვაქვს, მოვალენი ვართ ღვთის წინაშე, ასევე – მოყვასთა წინაშეც მოვალენი ვართ. ეს გვავიწყდება და გვგონია, რომ ყველას ჩვენი ვალი აქვს, ჩვენ კი არავის ვალი არ გვაქვს, არც ღვთისა და, მით უმეტეს, არც მოყვასისა.და, აი, მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს, არა როგორც ეს უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად – პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან სწორედ ეს თვისებებია, რომლებიც გზას გვიკვალავენ ამქვეყნად კეთილდღეობისკენ, სიხარულისკენ, ბედნიერებისა და სულის ხსნისკენ.ამ იგავთან დაკავშირებით კიდევ მინდოდა მეთქვა ერთი რამ. ამ იგავში საოცრად ჩანს ლოცვის ძალა და მნიშვნელობა. რაგინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან.ამ უმოწყალო მონას, როგორც გითხარით, ულევი, უსაზღვრო რაოდენობის ვალი ჰქონდა თავისი მეფისა. წმინდა იოანე ოქროპირი, როგორც მას სჩვევია, შესანიშნავად განმარტავს იგავში ამ მონაკვეთს, რომ ამასთან ერთად, ყველაზე ღარიბიც იყო ეს მონა, რადგან არარა გააჩნდა ამ ვალის გასასტუმრებლად. მიუხედავად ამისა, ლოცვის ძალამ იხსნა იგი, როცა შეევედრა პატიებას. მართალია, მერე ცუდად მოიქცა და დაისაჯა, მაგრამ სანამ კარგად იქცეოდა, სთხოვდა და ლოცულობდა, ღმერთმა მთელი ვალი აპატია. წარმოიდგინეთ!მაგრამ მარტო ლოცვა არ აკეთებს ამას, არამედ ლოცვას ჰყავს დიდი შემწე და თანამბრძოლი, – როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი, – ეს არის ღმერთის გულმოწყალება, რომელმაც მის ლოცვასაც ძალა მისცა და შემდეგ შეიწყალა კიდეც ეს ადამიანი. საიდან ჩანს ეს? – მაცხოვრის სიტყვებიდან, რომ მეფეს შეებრალა ეს მონა, გაუშვა ის და მთელი ვალი აპატია.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გულს ნუ გავიტეხთ ნურასდროს და ნუ დავიზარებთ ლოცვას, არამედ მთელი გულით უნდა წარმოვთქვათ ხოლმე ლოცვის ის სიტყვები, რომლებიც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უფალმა მოგვიტევოს „თანანადებნი ჩვენნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ (მთ. 6, 12), ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა.
“მომსვლელებს უკვე ახალი საფლავი დახვდათ – უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია” – როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საფლავი სიონის საპატრიარქო ტაძარში თუ აქამდე ცოცხალი ყვავილებით იყო შემკული, რომელიც პერიოდულად ცოცხალი ყვავილებითვე ახლდებოდა, ამჟამად სხვაგვარად გამოიყურება. საფლავი შეიცვალა და დაუახლოვდა იმ საბოლოო ვერსიას, რასაც ის, როგორც ამბობენ, მალე მიიღებს.
ქალმა ყოფილ შეყვარებულს დააჯერა, რომ მასთან ორი შვილი გაუჩნდა და 40 000 დოლარი გამოსძალა, თუმცა გაირკვა, რომ ბავშვები სინამდვილეში არ არსებობდნენ
ქალმა ყოფილ პარტნიორს დააჯერა, რომ მასთან ორი შვილი ჰყავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვები სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდნენ. ქალი ორი წლის განმავლობაში მამაკაცს ორსულობისა და ბავშვების შესახებ ატყუებდა, უგზავნიდა ფოტოებსა და შეტყობინებებს და ამის გამო მისგან თანხასაც იღებდა. მოსამართლემ მომხდარს "არაჩვეულებრივი შემთხვევა და "მოტყუების დახვეწილი კამპანია“ უწოდა.
მამაკაცი, რომელსაც სასამართლოში ჯონის სახელით მოიხსენიებდნენ, დარწმუნებული იყო, რომ ორი შვილი ჰყავდა. 2022 წლის ბოლოს მისმა მაშინდელმა პარტნიორმა, ჯეინმა უთხრა, რომ ორსულად იყო.
ჯონს სჯეროდა, რომ მალე მამა გახდებოდა და ქალს ფინანსურად ეხმარებოდა. სასამართლომ მოისმინა, რომ ორი წლის განმავლობაში მან ჯეინს დაახლოებით 30 000 ფუნტი (დაახლოებით 40 000 დოლარი) გადაუხადა. ამ პერიოდში მამაკაცი ბავშვებთან დაკავშირებულ ფოტოებსა და შეტყობინებებსაც იღებდა.
2023 წლის მაისში, "პირველი ბავშვის დაბადებამდე" ცოტა ხნით ადრე, ჯეინმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ ჯონმა მასზე ფიზიკურად იძალადა. მამაკაცი დააკავეს და რამდენიმე თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამის შემდეგ ქალმა ჯონის მამინაცვალს მისწერა და უთხრა, რომ ბავშვი დაიბადა და ბავშვის ფოტოებიც გაუგზავნა. მოგვიანებით კი ჯონის დედას შუაღამისას ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რომელშიც ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა.
ამის შემდეგ ჯეინმა ჯონს უთხრა, რომ კვლავ ორსულად იყო და მეორე ბავშვს 2024 წლის აგვისტოში გააჩენდა. თუმცა, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე წყვილი დაშორდა და აღარ შერიგებულა.
მოსამართლემ საბოლოოდ დაასკვნა, რომ ბავშვების რეალურად არსებობის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ძალიან ძლიერი იყო. მისი თქმით, ჯონი "მუდმივი და დახვეწილი მოტყუების კამპანიის“ მსხვერპლი გახდა, რომელმაც მხოლოდ მასზე კი არა, მის დედასა და ახლო მეგობარზეც იმოქმედა.
მოსამართლემ ქალის საქციელის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა. თუმცა, გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ფინანსური სარგებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ქალის ქცევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც გარკვეული როლი ეთამაშა.
ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო… – ეკა კუპატაძემ საქმიდან ახალ დეტალებზე ისაუბრა
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქმიდან რამდენიმე ახალ დეტალზე ისაუბრა.„იცით, რომ ერთი მესიჯიც არ არის, სადაც ვინმე წუხდეს რომ გიგა მკვდარია. იცით რას ამბობს ანასტასია ბერუაშვილი? ვერ დაველოდები მე ალექსანდრე რიკაძეს, ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო. თავის თავს დარდობს. ნია იმნაძემ დამტოვა მარტო და ახლა იყოს მარტო თავადაცო. თავის თავს დარდობენ“ - ამბობს გადაცემაში ეკა კუპატაძე.
გიორგი კალანდარიშვილი – ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა
არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც კალნადარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკო-ში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით.დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე. მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით: ახმეტის საარჩევნო ოლქში ლევან ითიურიძე („ქართული ოცნება“) ლიდერობს 115 ხმა (100%); დმანისში ვაჟა ნონიაშვილმა („ძლიერი საქართველო – ლელო“) 2 ხმა მიიღო (1.504%), ირაკლი სარსევანიძემ („ქართული ოცნება“) 131 ხმა (98.496%); წალკაში ზაზა შანთაძე („ძლიერი საქართველო-ლელო“) – 14 ხმა (3.263%); ნანული ხინიკაძემ („ქართული ოცნება”) – 415 ხმა (96.737%); ვანის საარჩევნო ოლქში ბექა კოპალაძემ („ძლიერი საქართველო-ლელო“) 57 ხმა (12.838%) მიიღო, ვაჟა ხელაძემ („ქართული ოცნება“) – 387 ხმა (87.162%).
