“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბია. 2016/2017 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი აუდიტორულმა კომპანია “დელოიტმა” გამოაქვეყნა და შარშანდელი სეზონის მსგავსად, “იუნაიტედმა” ლიდერობა შეინარჩუნა. გასულ წელს “მანიუმ” 581 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, რაც მეორე ადგილზე მყოფი მადრიდის “რეალის” მაჩვენებელზე მხოლოდ 1.49 მილიონით მეტია.

“მანჩესტერის” ლიდერობა ამ გუნდის მიერ ევროპა ლიგის მოგებამ განაპირობა, რის წყალობითაც კლუბმა 39 მილიონი მიიღო. მართალია, “რეალმა” უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, მაგრამ ინგლისური გრანდის შემოსავლებს მაინც ვერ გადააჭარბა. რეიტინგის საუკეთესო ოცი გუნდიდან 10 ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელია.

Comments

კომენტარები