ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

“მანჩესტერ იუნაიტედი” 2016/2017 წლების სეზონის შედეგების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბია

“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბია. 2016/2017 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი აუდიტორულმა კომპანია “დელოიტმა” გამოაქვეყნა და შარშანდელი სეზონის მსგავსად, “იუნაიტედმა” ლიდერობა შეინარჩუნა. გასულ წელს “მანიუმ” 581 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, რაც მეორე ადგილზე მყოფი მადრიდის “რეალის” მაჩვენებელზე მხოლოდ 1.49 მილიონით მეტია.

“მანჩესტერის” ლიდერობა ამ გუნდის მიერ ევროპა ლიგის მოგებამ განაპირობა, რის წყალობითაც კლუბმა 39 მილიონი მიიღო. მართალია, “რეალმა” უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, მაგრამ ინგლისური გრანდის შემოსავლებს მაინც ვერ გადააჭარბა. რეიტინგის საუკეთესო ოცი გუნდიდან 10 ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის მეტი პოპულარობა იქნება – თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ...

დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი "იმედისა" და "პოს ტვ"-ის რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება.წულუკიანის განცხადებით, იმას, თუ რატომ დადგა ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული "ერორით" ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და გაცილებით მცირე რესურსის მქონე "მაესტროს" მაყურებელმა დაამარცხა."იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება. იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ," - წერს თეა წულუკიანი.

მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით – ჯონდი ბაღათურია

მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე მინდა გავიხსენო ოკუპაცია, ეს არ იყო რუსული ოკუპაცია, ეს იყო ლიბერალების კომუნისტური პარტიის ოკუპაცია, ლიბერალებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება უცხო ქვეყნის დაფინანსებით და მხარდაჭერით რუსეთში, შემდგომში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე მოხდა განხეთქილება და გაიყო ორ ნაწილად, ერთი რომლებიც მეტნი აღმოჩნდნენ იმათ დაერქვათ ბოლშევიკები, ხოლო ვინც ნაკლები იმათ მენშევიკები, მენშევიკები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ბოლშევიკები მოვიდნენ რუსეთის ხელისუფლებაში, შემდეგ რუსმა ბოლშევიკებმა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით აქ მოახდინეს სამხედრო გადატრიალება, მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით...“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გააგზავნის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გააგზავნის. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ ორბანმა თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ახალ ქმედებებს გეგმავს, რითიც უნგრეთის ენერგოსისტემას ახალ ზიანს მიაყენებს და ის საპასუხო ზომებს მიიღებს.„მე გავცემ განკარგულებას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებთან სამხედროებს და საჭირო საშუალებებს განვალაგებთ, რათა თავდასხმების პრევენცია მოხდეს. პოლიცია იმორიგევებს კონკრეტულ ელექტროსადგურებთან, გამანაწილებელ სადგურებთან და სადისპეტჩერო ცენტრებთან“, – განაცხადა ორბანმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების გამოყენება აიკრძალება.მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდება, რუსეთის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა და უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას. მისივე თქმით, ამის გამო ბუდაპეშტი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მეოცე პაკეტისა და კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირი უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირი უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.„პირველ რიგში, ევროკავშირი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენასა და განახლებაში. ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ და მთავრობის წარმომადგენლები უკვე ამზადებენ შესაბამის სტრატეგიას რეკონსტრუქციისა და დაცვისთვის მომავალი ზამთრისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-20 პაკეტზე ისაუბრეს.„ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა გააგრძელებს მუშაობას და ეფექტურად იმუშავებს. მადლობა დიდ ბრიტანეთს ახალი სანქციებისთვის. ავსტრალიამაც წარმოადგინა სანქციების ახალი პაკეტი, ახალმა ზელანდიამაც, ასევე კანადამ. გარდა ამისა, არის მხარდაჭერის პაკეტი კანადიდან. ასევე არის ახალი გადაწყვეტილებები ხორვატიიდან. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ პარტნიორები ჩვენთან არიან, უკრაინასთან. მარტში ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას, ბევრი რამ უკვე დაგეგმილია. ეს დღე ჯერ არ დასრულებულა – კიდევ ბევრი მოლაპარაკებები იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ნათია თურნავა – კომერციული ბანკები ვალდებული არიან, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ

მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.თურნავას თქმით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.„იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბოლო სიახლეები