
ლევან იოსელიანი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა “ვივა მედში” სამედიცინო კონსილიუმის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ელოდებიან ჩემ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდადებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდადებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები.
ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის დროს, მივაწოდე მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან კონსილიუმს ექნებოდა ყველანაირი ხელშეწყობა.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება.” – წერს ლევან იოსელიანი.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე დედაქალაქი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ერთვება
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და...
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი“ გაიმართა, რომელიც საქართველოს...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება. „დღეს...
5,8000 – ბათუმში გოლიათი მართა დაიბადა
ბათუმში გოლიათი გოგონა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი" (Bau International Hospital)ავრცელებს. "#ბაუ #გოლიათი_ახალშობილი 🎀 გაიცანით -მართა 💝 👧 გოლიათი...
კახი კავსაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 5 ივნისს კახი კავსაძის დაბადების დღეა. მსახიობს 88 წელის შეუსრულდებოდა. თბილისის ნოდარ დუმბაძის ასახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,...