ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

ლევან იოსელიანი: მთავარია, პრემიერი იმ ტექსტის ერთგული დარჩეს ქვეყნის შიგნითაც, რაც გაეროს ტრიბუნიდან გაახმოვანა

მთავარია, პრემიერი იმ ტექსტის ერთგული დარჩეს ქვეყნის შიგნითაც, რაც გაეროს ტრიბუნიდან გაახმოვანა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„იმ გზავნილებს, რაც პრემიერს ჰქონდა გაეროს ტრიბუნიდან გახმოვანებული, უერთგულოს, როდესაც საქართველოში ჩამოვა და გააგრძელოს ამ ყველაფრის საუბარი. მთავარია, იმ ტექსტის ერთგული დარჩეს ქვეყნის შიგნითაც, შიდა პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად და ამ ნაწილში მაინც ოპოზიცია და ხელისუფლება, მმართველი პარტია ვიყოთ ერთსულოვანი. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთის ოკუპაციას და სხვა ეროვნულ საკითხებს“,- განაცხადა იოსელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ამირას შეხვდება და ყოფილი ამირას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება.პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.მათივე ცნობით, სახელმწიფოს ამირასთან შეხვედრისას მიხეილ ყაველაშვილი მას კატარის სახელმწიფოს ყოფილი ამირას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს.

შანხაიდან თბილისში პირველი პირდაპირი რეისი დღეს ჩამოფრინდება

ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ. შანხაიდან თბილისში პირველი რეისი დღეს ჩამოფრინდება.რეგულარული ავიარესიების დანიშვნის თაობაზე საბოლოო შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია

ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთის მოძალადეები იყვნენ, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ერაყის პრემიერ-მინისტრთაან, ალი ფალიჰ კადიმ ალ-ზაიდთან შეხვედრის დროს განაცხადა.მისივე თქმით, ირანს ოთხი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით დღეს სამხედრო ძალის მხოლოდ ნაწილი აქვს შენარჩუნებული.ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გემებისთვის 20%-იანი გადასახადის დაწესება, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ, გადასახადის ნაცვლად, მზად არიან, აშშ-ში ინვესტიციები განახორციელონ.„მე დამიკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები — მეფეები, ემირები და სხვა ხელმძღვანელები, რომლებსაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ისინი მართლაც ძალიან ძლიერი პარტნიორები არიან. მათ მითხრეს, ჩვენ გვირჩევნია სხვაგვარად მოვიქცეთ. გვსურს, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩავდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გავაგრძელოთ რეკორდული მოცულობის ინვესტიციები. ეს იდეა მომეწონა, რადგან მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, გადასახადი დააწესოს სრუტით სარგებლობაზე ან მსგავსი ტიპის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე მსოფლიოს რომელიმე ნაწილში“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გამოყენების სანაცვლოდ 20%-იანი გადასახადის დაწესებაზე უარს ამბობს. მისივე თქმით, გადასახადი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით ჩანაცვლდება, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დადებს.

მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს, განხილვის თემა „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხე იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს შეხვედრაზე, რომელიც „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხის განხილვას დაეთმობა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსს“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აცნობა.„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების ანტიტერორისტული ძალისხმევის ბრმა წერტილი იყო. მას სათანადოდ არ აფასებდნენ და არასაკმარისი რესურსები ეთმობოდა, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ განმარტებით დოკუმენტში.დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცავი და ანტიტერორისტული უწყებების ექსპერტებმა გამოავლინეს „მკაფიო ტენდენცია“, რომლის მიხედვითაც, „გლობალურად დაკავშირებული, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტები, განსაკუთრებით ულტრამემარცხენე ტერორისტები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ და სასიკვდილო ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართება, საფუძველს ჩაუყრის „კოორდინირებულ მოქმედებებს“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, „ცდილობენ რადიკალური პოლიტიკური ხედვის განხორციელებას დაშინებისა და ტერორის კოორდინირებული კამპანიების გზით“.თავდაპირველად შეხვედრაში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „უზარმაზარი ინტერესის“ გამო შეხვედრის მასშტაბი გაფართოვდა და შეხვედრაზე დამატებით მიიწვიეს ქვეყნები, რომლებიც „ულტრამემარცხენე ძალადობის მზარდ საერთაშორისო საფრთხეს ებრძვიან“.

ბოლო სიახლეები