
კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა – ხვიჩამ „სპეციასთანაც“ გაიბრწყინა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სპეციას“ ესტუმრა და ქართველის შესანიშნავი თამაშით 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი გაჩერება უჭირდათ და მე-16 წუთზე ხვიჩასთან უხეშობისთვის „სპეციას“ მცველმა ეტან ამპადუმ ყვითელი ბარათი მიიღო. 37-ე წუთზე ქართველმა თავადმსხმელმა სახიფათოდ დაარტყა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.
ხვიჩამ გოლი 47-ე წუთზე გაიტანა – მცველმა ხელით ითამაშა და მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
მე-60 წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ ბურთი აუღო.
69-ე წუთზე „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა. კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი მცველმა ჩაჭრა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ცუდად მოიგერია – დაცვაში მეტოქეთა შეუთანხმებლობით ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო 0:2.
73-ე წუთზე კი ხვიჩა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ოსიმენს დაუგორა და დუბლის შესრულებაში დაეხმარა, ამის შემდეგ კი ქართველი ფორვარდი შეცვალეს.
საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 3:0 მოიგო და 21 ტურის შემდეგ 56 ქულით სერია A-ს ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში ანგარიშზე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს „თბილისის გრანდ სლემზე“ 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს🥇
ძიუდოში „თბილისის გრანდ სლემის“ ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი სპორტსმენი გადავიდა. მათ გუნდს 3 ოქროს და 1 ვერცხლის...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:1 დაამარცხა.ამხანაგური მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართა. პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა, მეორე ტაიმში კი...
დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მონღოლეთს დაუპირისპირდება ⚽
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. 24 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით „დინამო თბილისის“...
კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა
„ტრანსფერმარკტის“ განახლებული შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს...
შენგელია და შერმადინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დაასრულა და მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესარჩევი ორ, პირველ და...
ვილი სანიოლი: საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, აქ ხალხი ძალიან თბილია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ SO FOOT-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრების და ზოგადად, საქართველოს შესახებ ისაუბრა. „ნორვეგიასთან...