ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026

კახა კალაძის თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე გაგრძელდება

ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყობთ ჩვენს პატარებს საკვები პროდუქტებით, რომ მშობლებს მიეცეთ საშუალეაბა ის რაციონი, რაც ბაღში უნდა მიეღოთ, მიირთვან საკუთარ სახლში, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე, 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს კომუნიკაცია და გაწერილი გვაქვს დროების მიხედვით, რომ იქ რიგები არ იყოს, თუ რომელი მშობელი რომელ საათზე უნდა მივიდეს“, – აღნიშნა კალაძემ.

საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება 15 სექტემბერს დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველს შორის 2 ქართულია – TasteAtlas-ის განახლებული რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა - ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ - არის ნათქვამი.37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე დაყრდნობით, საუკეთესო ყველის სამშობლოდ, საბერძნეთთან ერთად, ასევე იტალია, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი დასახელდნენ. რეიტინგის პირველ ათეულში სწორედ ამ ქვეყნების სხვადასხვა პროდუქტი გადანაწილდა.აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ საქართველოდან ორი დასახელების ყველი - ტენილი და სულგუნი მოხვდა, შესაბამისად, მათ მე-17 და 35-ე პოზიციები დაიკავეს.„ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მზადდება. მისი დამზადება შეიძლება როგორც ძროხის, ისე ცხვრის რძისგან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რძე მაღალი ცხიმიანობით გამოირჩეოდეს. ყველს ჯერ წურავენ, ხოლო შემდეგ თბილ მასას ხელით მრავალჯერადად წელავენ თხელ ძაფებად, რაც მას განსაკუთრებულ ფორმასა და ვიზუალს სძენს.ვინაიდან ეს პროცესი საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, ტენილს, როგორც წესი, დიდი დღესასწაულებისა და ლხინისთვის ამზადებენ“, - აღნიშნულია პლატფორმის აღწერაში.რაც შეეხება სულგუნს, Tasteatlas-ი წერს, რომ „სულგუნი ცილინდრული ფორმის ქართული ყველია, რომლის სამშობლოც სამეგრელოს რეგიონია. ყველს აქვს ნაზი, თუმცა მრავალფეროვანი გემო და ნახევრად მკვრივი ტექსტურა. მისი დამზადება შეიძლება ძროხის, კამეჩისა და თხის (იშვიათად) რძისგან, ან ამ სამივე სახეობის რძის ნაზავისგან.ყველის გემური თვისებები, მისი ნაირსახეობიდან (ნედლი, შებოლილი თუ ნახევრად მაგარი) გამომდინარე, მერყეობს მსუბუქი მჟავიანობიდან და პიკანტურობიდან მლაშე და შებოლილ არომატამდე. ყველი ადვილად დნება, რის გამოც მას ხშირად იყენებენ პიცის მოსართავად, თუმცა მისი დამატება სხვადასხვა სალათასა თუ პასტის კერძებშიც შეიძლება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ადვოკატი – გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა: „მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო“, გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო?...

გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო, - ამის შესახებ ჯაშუშობის მუხლით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა.მისი თქმით, საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არის.“დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. მხარეებმა თქვეს შესავალი სიტყვები. ბრალდების მხარემ დააფიქსირა, მტკიცებულებები გვაქვსო. დაცვის მხარემ დააფიქსირა, რომ მტკიცებულებები არ არის.გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო.საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არიან. ტელევიზიაში გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო? იდო თანხა? ვინმემ თანხა ნახა? საქმეში არ არის. არავინ არ იცის კონვერტში რა იდო, გამოძიებამ დაადგინოს. ასევე, საქმეში არანაირი დაშიფრული მასალები არ არის”, - განაცხადა ბექა გულედანმა.ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გამყრელიძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.ვიცე-ჩემპიონები გახდნენ რობერტ დინგაშვილი (57კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70კგ).სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ახალგახრდა თორნიკე სამხარაძემ (86კგ), რომელიც ნახევარფინალში გამყრელიძესთან დამარცხდა.დღეს, 16 ივლისს ბუდაპეშტში ხალიჩაზე 79, 92, 97, 125კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებს ვიხილავთ. მედლებისთვის ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე (79კგ), მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე (92კგ) და სანდრო მარგიშვილი (97კგ) იბრძოლებენ.

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

ბოლო სიახლეები