
კახა კალაძე: საქართველო სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული საქმიანობისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისთვის.
“თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს, რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. დღესაც თქვენ ხართ ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში დიდია თქვენი წვლილი.
რასაკვირველია, გამოწვევები დღესაც არის, თუმცა ერთიანობით, შემართებით, სწორი სვლით და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებებით დავძლევთ ყველა პრობლემას.
პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა “ქართული ოცნების” მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც.
მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი.
თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ.
“ქართული ოცნება” მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა”,- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს.
პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ჩატარდა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაშა ბასლანძე: იმ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც „რუსი“ და „რუსული კანონები“ აძახებინეს, დაინახეს, რაც ხდებოდა – უცებ გაირკვა, რომ გვაძლევენ სტატუსს, ევროკავშირი იგივე კანონს იღებს, რასაც აქ რუსული ეძახეს
აუცილებლად მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს მოლოდინი თავიდანვე მქონდა - ყველამ იცის, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვეკუთვნოდა თავიდანვე. 15-ში სტატუსს მივიღებთ,...
ბაკურ ბაკურაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან
თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსეთიდან მართული...
ბაკურ ბაკურაძე: მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია
ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უკვე მისულია იმ აზრამდე, რომ საქართველო, როგორც ეს ხდებოდა მრავალი საუკუნის წინ, ნამდვილად არის ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე...
მიხეილ სააკაშვილი: სწორედ “ვარდების რევოლუციის თაობა” შექმნის ახალ საქართველოს
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია ქართველი ახალგაზრდების აქტიურობა და მათი დიდი მოლოდინი...
იაგო ხვიჩია: მელია ვეღარც ცალკე მიდის და ვერც პარტიიდან მიდის, ჯიუტად დუმს და ამით ძირავს „ნაცმოძრაობას“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ, თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და...
ბორის ჩელე ყურუა: ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში
ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში, - ,- ამის შესახებ „გირჩი -...