სამშაბათი, ივნისი 2, 2026

კაკულია: გამოჩნდა ახალი გიორგი ბრწყინვალე!

 გამოჩნდა, ვიზეც ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე, ახალი გიორგი ბრწყინვალე! ზოგს ეს გახარია ეგონა, მაგრამ არა, ეს ლევანია, მე ბოლო დღემდე არ გავთქვი მისი სახელი, რომ ბოროტ ძალებს არ შეეშალათ ხელი წინსვლაში!
ის არის ახალი ძალა, ახალი ენერგია, მომავალი პრემიერი, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანს , ახალ ენერგიას შესძენს თითქმის ჩამოშლილ პარტიას, გააერთიანებს დაშლილ საქართველოს, იმედს და რწმენას დაუბრუნებს ხალხს, შემოიკრებს იმედგაცრუებულ საზოგადოებას, ტყვეობიდან დაიხსნას და გაათავისუფლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს!

 ის იქნება მასზე ძლიერი, მასზე ენერგიული, მას კოსმოსი მფარველობს, ვხედავ, როგორ გადის პოლიტიკური სცენიდან რუსი ოლიგარქი და დავიწყებას მიეცემა.
კოსმოსი არაოდეს იტყუება!
ლელა კაკულია, 31.01.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერ-მინისტრის ანგარიში – 2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა

2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო სექტორის მასშტაბით სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.მათივე ინფორმაციით, ჯამურად, გამოქვეყნდა 338 დაწესებულების 1688 ვაკანსია 3179 პოზიციაზე როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

პრემიერის ანგარიში – გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა

გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს, საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა. “2025 წელს, მშპ-მ 104.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა.მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2026 წელს და იანვრის თვეში – 7.9%, თებერვლის თვეში – 8.8%, ხოლო მარტის თვეში 10.7% რეალური ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, 2026 წლის პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ს გაუტოლდა. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. მაღალია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 10.3%-ით გაიზარდა, ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.ანგარიში საუბარია სავალუტო ფონდის პროგნოზზე და ნათქვამია, რომ მათი ცნობით, 2026 – 2031 წლებში, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოდ – 5.1%-ის ოდენობით.„2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა; 2026 წელს ინფლაცია იანვარში 4.8% დაფიქსირდა, ხოლო აპრილში 5.9%-ამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ის 2026 წლის შუა პერიოდში, ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს. ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური და კარგად მართვადი, რასაც ხელს უწყობს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები. 2025 წელს, როგორც უმუშევრობის დონე, ისე დასაქმების დონე სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და შესაბამისად, 13.9% და 46.9% შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.

ვლადიმერ პუტინი – როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა.„როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავშვებისა და მოზარდების წინააღმდეგ განზრახ – დიახ, განზრახ – მძიმე დანაშაულის ჩადენით კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და მთლიანად კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს. ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა პუტინმა სტარობილსკში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების შესახებ გამართულ სხდომაზე.პუტინის თქმით, „ყველა პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს ის სასჯელი, რასაც იმსახურებს“.როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ განხილვა დახურულ ფორმატში გაგრძელდება.რუსული მხარის ინფორმაციით, 22 მაისს ლუგანსკში, სტარობელსკის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შენობაში იმ დროს 86 ბავშვი იმყოფებოდა.რუსეთის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ინციდენტის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 42 სტუდენტი და კოლეჯის ორი თანამშრომელი. დაზარალებული სტუდენტების ასაკი 15-დან 22 წლამდე იყო.ამასთან, რუსეთის ცნობით, 31 მაისს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს გენიჩესკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა და 11 ადამიანი დაშავდა.

კახა კალაძე – ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა – გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები. მინდა, ასევე ვისაუბრო რეკრეაციის მიმართულებაზე. ბოლო წლებში რაც ამ მხრივ ქალაქში გაკეთდა, საკმაოდ თვალსაჩინოა. გვაქვს ახალი პარკები, რეაბილიტირებული სკვერები, მწვანე არეალები, სპორტული მოედნები. მოხდა გასხვისებული არეალების დაბრუნება ქალაქისთვის. ეს იყო რეკრეაციული სივრცეები, სადაც კორპუსები უნდა აშენებულიყო და ჩვენ თბილისელებს მათი სახით მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები დავუბრუნეთ. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძირეულად კეთდება – იცვლება ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები. არ არსებობს პროექტი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ და იქ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ განვაახლოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს და აღნიშნა, რომ ეს პროგრამები თითოეულ თბილისელს ეხება.„სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, ვისაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი თანადგომა სჭირდება. ყველა ჩვენი პროგრამა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთ ოჯახებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს, კახა კალაძის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, როგორიცაა ავარიული შენობა-ნაგებობები, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და ა.შ.„რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც და ამაზეც ბევრი შემიძლია, ვისაუბრო. ლიდერობა მხოლოდ ის არ არის, რომ ვისაუბროთ, ყველაფერი კარგად არის და ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო. პირიქით, ლიდერობა არის ის, რომ შენ აღიარებ გამოწვევებს და შენს გუნდთან ერთად მიჰყვები, თანმიმდევრულად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა ავარიული შენობა-ნაგებობები, რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს თბილისში – როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები. გამოწვევები გვაქვს ასევე საცობების, ინფრასტრუქტურის, მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, გამოწვევაა იმ ადამიანების არსებობა, ვისაც მატერიალურად ძალიან უჭირს, სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა ეკონომიურად წინ წავიდეს, მეტი დოვლათი გაჩნდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები