შაბათი, სექტემბერი 26, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას, შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები

ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა – ჩვენ წელს უკვე უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქებისა. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ, აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული.

„ასე რომ, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული, ეს ტემპები უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება

ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2, 95+კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩიკოიძემ წარმატებით იასპარეზა, ხოლო ფინალური შეხვედრა ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.ტურნირზე ოქროს მედლები საქართველოს დელეგაციას ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს.პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება.

ვილი სანიოლი – ძვირფასო საქართველო, ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით – მთელი გულით...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს.„ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – ამბობს სანიოლი.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. 

ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა. დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და  ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორია უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 26 სექტემბერს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგიერთ ადგილას კი შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.26 სექტემბერს ნალექიანი ამინდი ცალკეულ რაიონებში კვლავ შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით კი ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი ნალექი. დღისით დაბლობში ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ბარში ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.27 სექტემბრიდან ამინდი შედარებით დასტაბილურების ტენდენციას აჩვენებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, თბილისში 27 სექტემბერს დღისით დაახლოებით +27 გრადუსია მოსალოდნელი, 28 სექტემბერს კი ტემპერატურა კვლავ დაახლოებით +27 გრადუსამდე იქნება.

ბოლო სიახლეები