სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას შვილი შეეძინათ – ბედნიერი მამა მილოცვებს იღებს

ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია, პირველი შვილის მამა გახდა. სასიხარულო სიახლეს, ლიზა ჩიჩუას და, მაშო ჩიჩუა გვიზიარებს.

წყვილმა, შვილს გიორგი დაარქვა.

„გაუმარჯოს პატარა გიორგის“ – აღნიშნავენ გავრცელებულ კადრებში.

როგორც ჩანს, ლიზა ჩიჩუამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა.28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, 29 ოქტომბრიდან კი +14 გრადუსამდე დაიკლებს. 30 ოქტომბერს დედაქალაქში დღისით დაახლოებით +13 გრადუსია მოსალოდნელი.სინოპტიკური პროგნოზის მიხედვით, თვის ბოლოს ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ნალექიც.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე სამდღიანი სალექციო კურსი ჩაატარა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, სალექციო კურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა. სალექციო სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი დავით ბარათაშვილი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განყოფილების უფროსი არჩილ ოდიშელიძე; ფინანსების სფეროს სპეციალისტი თორნიკე სალდაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან IT ორგანიზაციებში პროფესიული საქმიანობის გამოცდილებით გოჩა წიქარიშვილი.ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა მიმართა.„ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ის კომპეტენციები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაცია „ხელოვნური ინტელექტის თაობასთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა.სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, სამდღიანი სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო ოთხი ძირითადი თემატური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში - AI ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ პროცესებსა და ანალიტიკაში; პრომპტინგი და AI არქიტექტურა - ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები; კოდირების ტრანსფორმაცია - ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და პროგრამირების თანამედროვე მიდგომებზე და ციფრული ფრონტი და უსაფრთხოება - ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევები, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიური რისკები.„სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის სწავლის, მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების პრინციპების გააზრება. სტუდენტური თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი ინტერესების მხარდაჭერა და ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაში დაეხმარება“, - აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.სტუ-ის ინფორმაციით, მოწვეულმა სპიკერებმა სალექციო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. სალექციო კურსი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ თემატურ განხილვებში, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა.სამდღიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი და ვაუჩერი, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ და დეკანის მოადგილე გოგი აბრამიშვილმა გადასცეს.

„ერთი წელი უშენოდ — სალომე ბაკურაძის გულწრფელი მონატრება: „უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა“ 💔

 ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეუღლეს, რომელთანაც წლების განმავლობაში ბედნიერი თანაცხოვრება აკავშირებდა.ლაშა ბასლანძე გასულ წელს, იტალიაში ყოფნისას, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი იტალიაში ქალიშვილთან, ელენესთან იმყოფებოდა.მეუღლის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:"არ ვიცი რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ. ერთი წელია შენი ხმა აღარ გამიგონია, წახვედი და აღარ დამიბრუნდი… მენატრები ძალიან ჩემო სუპერძალებიანო ლაშიკო, ისე მენატრები ადგილს ვერ ვპოულობ… ვერც სიტყვებს… უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა" - წერს სალომე ბაკურაძე.

კახა კალაძე – ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ აქვთ

ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ.„ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე განმარტა, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს. თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროცესები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.„დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროკავშირის ოფისი განმარტავს, რა მიმართულებებზე დაიხარჯება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 38 მილიონი ევროს დახმარება

ევროკავშირმა გამოაცხადა და გამოყო 38 მილიონი ევრო ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს კვლავაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ეს ჩვენი მიდგომის - „ევროკავშირი შენთან“ - ნაწილია და წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა ადგილობრივი თემებისთვის ევროკავშირის დაფინანსების ახალი პაკეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.კითხვაზე, ვინ მიიღებს ყველაზე მეტ სარგებელს ამ მხარდაჭერისგან, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა:„ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფერმერების, სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბიზნესებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომლებსაც ქალები მართავენ. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბებსა და პატარა ქალაქებში, ხელს შევუწყობთ პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და აქ ხელახლა დამკვიდრება სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გავუწევთ ქალებსა და გოგონებს, შევუქმნით მათ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობა გადაიტანეს”.კითხვაზე, როგორ განხორციელდება ეს მხარდაჭერა და ვისი მეშვეობით, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა:„ვითანამშრომლებთ ჩვენს სანდო პარტნიორებთან. მათ შორის იქნებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები და გაეროს სააგენტოები, რათა საქართველოს მოსახლეობას დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ცვლილებას მომავალი წლის დასაწყისიდან მოიტანს”.გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რა პერიოდსაც საქართველოსთან ევროკავშირის თანამშრომლობა მოიცავს, “ევროკავშირმა აქ ორ მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაიღო”.“მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 280 000 მცირე და საშუალო საწარმოს, რამაც 38 000 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი. კიდევ ერთი პროექტი, რომლითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, ხაშურსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლით უზრუნველყოფას უკავშირდება; ამ ინიციატივით აღნიშნულ ტერიტორიაზე 44 000-მა ადამიანმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით ხორციელდება; შენიშნავდით, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით გაწეული ევროკავშირის დახმარების წყალობით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შესამჩნევად შემცირდა. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანას უზრუნველვყოფთ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ათი სადგურით”, - განაცხადა მან.კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი მათი ევროპული მომავლის შესახებ, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა:“ვიცი, რომ ბევრ ქართველს სურს ამ ქვეყანაში ევროკავშირის უფრო მეტი აქტიურობა იხილოს, თუმცა მათ ასევე სურთ, ევროკავშირს შესთავაზონ ის, რაც ამ ქვეყანას ასე უნიკალურსა და განსაკუთრებულს ხდის. სინამდვილეში, ამ ორ იდენტობას შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. არ გიწევთ არჩევანის გაკეთება - ქართველი ხართ თუ ევროპელი. სინამდვილეში, ამ ქვეყნის მოსახლეობა უკვე არის როგორც ქართველი, ისე ევროპელი”.

ბოლო სიახლეები