ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

თბილისს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე დღეში კიდევ ორი საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობებს ჩაიბარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო მითითებები მისცა.

გლდანის მე-6 მიკრორაიონში აშენებული N101 ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი. მოწყობილია, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და გამწვანებული ეზო.

პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარია და მას შპს „სეისმომედეგობა +“ ასრულებს.

სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე N164 ბაგა-ბაღში კი კონტრაქტორი კომპანია ბოლო ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს – მიმდინარეობს ეზოს გამწვანება, ატრაქციონების მონტაჟი, ინტერიერის მოხატვა, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის შეტანა.

მშენებლობას შპს „ანანა“ აწარმოებს და პროექტის ღირებულება 1 202 731 ლარია.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი საწუხაროდ, უახლოეს მომავალში ვერ დაიწყება და შესაბამისად, ვერც საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებებს, თუმცა რამდენიმე დღეში ბაღების სააგენტო ორივე პროექტს დასრულებული სახით ჩაიბარებს, რის შემდეგაც, თბილისში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა 185 გახდება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღის ორივე შენობა აღჭურვილი და მოწყობილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დადგენილი ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად – დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, უსაფრთხოების ბადეები და საევაკუაციო კიბეები.

შენობა ასევე, ადაპტირებულია შშმ პირთათვის – მოწყობილია პანდუსი და დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჯიმ როუმთან საუბრისას ილია თოფურიას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. როგორც უაითი ამბობს, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება."თოფურია 2027-ის დასაწყისში დაბრუნდება, მაგ საკითხზე ვმუშაობთ. მთლიანად, ეს მსუბუქი წონის დივიზიონი... გვყავს გეიჯი, თოფურია, არმან ცარუკიანი, ოლივეირა, პედი პიმბლეტი, ჰოლოუეი... ტოპ 10-ის ყველა წევრი ნამდვილი მკვლელია. ასე რომ, ეს არის საუკეთესო და ყველაზე მაგარი დივიზიონი, რაც ამჟამად გვაქვს.ვის შეიძლება შეხვდეს ილია?კონკრეტულ სახელს არ დაგისახელებთ, რათა მერე ინსტაგრამის იდიოტურმა გვერდებმა არ აიტაცონ და არ წერონ: „აი, მან თქვა, რომ მას ეჩხუბება“. როცა დრო მოვა, ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა უაითმა.შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 2026 წლის 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბა და ჯასტინ გეიჯისთან მეოთხე რაუნდის ბოლოს, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რითაც სამწუხაროდ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო ბერიძე „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.„ამას ვიხვეწებით ორწელიწადნახევარია, რომ იურიდიულად, სამართლებრივად განვიხილოთ პუნქტობრივად კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებაზე, ან პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში უნდა დასხდნენ ეს ექსპერტები, იურისტები, სამართალმცოდნეები და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და მაქსიმუმ, 48 საათში ეს კანონი შეიძლება, განხილული იქნას ექსპერტების მხრიდან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და წელიწადში ერთხელ ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ეწინააღმდეგებოდეს რამე ევროპულ ფასეულობას, ან ნორმას”, – განაცხადა სამხარაძემ.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი.„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკომისია – შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - ამის შესახებ 2026 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, „ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება“.„საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს და სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას ხელს უწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, „თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტური პრინციპების აღსრულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს იმ უპირატესობებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს“.„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მისი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მათე ობოლაძეს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია ემშვიდობება.„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს. დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.ძალიან დაგვაკლდები, მათე,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.გუშინ ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა მდინარიდან 2 ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.

ბოლო სიახლეები