თბილისის მერიამ კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოაცხადა

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოცხადდა. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი ​მეწარმეობის შემდეგი მიმართულებებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი ​მეწარმეობის შემდეგი მიმართულებებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და სფეროში ჩართული ხელოვნებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზება. ამ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ თანადაფინანსების წილი. პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობაც არის შესაძლებელია. განაცხადის შეტანა 18 სექტემბრამდეა შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

Comments

კომენტარები