პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026

ზურმუხტისფერი – თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის აღნიშნული აქტივობა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა და სკრინინგი.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი დედაქალაქიც უერთდება მსოფლიო აქციას და კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამ მხრივ, დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და მედიკამენტების მალულად გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ - სამძებრო და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას  დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს.დადგინდა, რომ ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით, ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი. უფლებამოსილი პირების მიერ, რისკის შეფასების/ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების შეჩერება და ერთ-ერთი მათგანის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 100 000 კოლოფი სიგარეტი ,,MILANO“ და 1 114 ცალი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო მედიკამენტი.დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 575 000 ლარი შეადგინა,  ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას ლარს გადააჭარბა.  საერთო ჯამში აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1 060 000 ლარზე მეტი შეადგინა.გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

გაგრის დაცემიდან 34 წელი გავიდა

გაგრის დაცემიდან 34 წელი გავიდა.გაგრაზე შეტევა 1992 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათზე, დაიწყო. ქართული მხარის თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, მტერმა, 2 ოქტომბერს, ქალაქი ალყაში მოაქცია.სამხედრო მარცხს თან მოჰყვა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მასობრივი იძულებითი გადაადგილება.

გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბექა ნაცვლიშვილი – 2012 წელს რევოლუციური ცვლილება იყო, მაგრამ სისტემის ცვლილება იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა, არ მომხდარა – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა მონოლითური...

1 -ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამას ნამდვილად ვადასტურებ და ვარ ამაყი, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ - მე ამას ვარქმევ, რევოლუციას საარჩევნო ყუთებთან, ეს რევოლუციური ხასიათის ცვლილება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განახადა.ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ეკონომიკური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა, ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა““ეს არ იყო უბრალოდ არჩევნებით ხელისუფლების დათმობა, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ იძულებული აღმოჩნდა, დიდი და მძიმე ექსცესების გარეშე დაეთმო ხელისუფლება. მე ამას ვარქმევ, რევოლუციას საარჩევნო ყუთებთან. გარკვეული თვალსაზრისით, ეს რევოლუციური ხასიათის ცვლილება იყო. რევოლუცია ნიშნავს სისტემის ცვლილებას და სამწუხაროდ, იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა სისტემის ცვლილების, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა.1 -ელ ოქტომბრის გამარჯვება, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არ არის. 2012 წელს ხომ არ ვგლეჯთ საქართველოს ისტორიიდან. 2006 წელს ჩამოვედი უცხოეთიდან და მის მერე ქუჩაში ვიყავი 2012 წლამდე. ჩემზე მეტი ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანები იყვნენ ამ კოალიციაში. ბრძოლა მიმდინარეობდა მაინც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გარეშე შედეგი არ იყო, მაგრამ მისმა გამოჩენამ ამ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მუხტი შესძინა, რამაც შემდეგ გარდამტეხი ცვლილების შესაძლებლობა გააჩინა. ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ ერთი ადამიანის ან ადამიანთან ჯგუფის დამსახურებაა.1 -ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამას ნამდვილად ვადასტურებ და ვარ ამაყი, რომ ვარ მონაწილე ამ პროცესის. როდესაც პირველი პარლამენტი შეიკრიბა, ეს იყო პოლიტიკოსების პარლამენტი. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა, მაშინ ბევრად უფრო მაღალი იყო საზოგადოების მიმართ და ეს პოლიტიკოსები თვითმყოფადი ადამიანებიც იყვნენ. მათ მიერ სიტყვის გატეხა ან დაპირებებზე გადახვევა ბევრად უფრო რთული იყო. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია. პრაგმატული თვალსაზრისით, მონოლითური პარტიის ჩამოყალიბების გეგმა სწორიც იყო. ძალიან რთულია მარტო ქვეყანა, როდესაც თვითონ შენ გუნდშიც ძალიან განსხვავებული იდეოლოგიის ხალხი გყავს, მაგრამ პრობლემა რაშია? „ქართული ოცნება“ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები აღარ იყვნენ იქ. ის ადამიანები აღარ იყვნენ, ვინც ბრძოლის წიაღიდან მოდიოდნენ. დღეს იქ პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა. თითო-ოროლა თუ შემორჩა პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებაში“. ის ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, არავის არ ახსოვს,როგორც პოლიტიკური ფიგურები. ვინც ლიდერი ხდება მმართველი გუნდის, იქ მასთან დაახლოებული ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ სიაში ეწერებიან და პარლამენტში არიან ხოლმე. პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, მაგრამ პოლიტიკოსები არ არიან“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანაში არის ძალიან დიდი მასშტაბის კორუფცია და ამას ადასტურებს მაღალჩინოსნების დაკავება.„კორუფცია რომ არის, „ქართული ოცნებაც“ არ უარყოფს. მე ვხედავ, რომ კორუფცია არის. ცხადია კორუფცია არის ძალიან დიდი მასშტაბის და ამას ადასტურებს მაღალჩინოსნების დაკავება, რომლებიც ციხეში არიან. მაგრამ რეალურად რას უკავშირდება მაღალჩინოსნების დაკავება, კორუფციასთან ბრძოლას თუ წილების გადმობარებას, რთულია ამაზე საუბარი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი – რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება,...

საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება. გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუყარა საფუძველი, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.„პირველ რიგში მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს პირველი ოქტომბერი, რადგან ეს დღე უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა გარდამტეხ თარიღად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს სწორად განვითარებას. რა თქმა უნდა, ამ დღეს ვულოცავ მთავარ შემოქმედს – ბიძინა ივანიშვილს, ქართულ საზოგადოებას, 2012-იანელებს, იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდა და იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკურ წარსულს ჩაბარებოდა. რომ არა ეს დღე და რომ არა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, სამწუხაროდ, უკრაინა – საომარ ვითარებაში. 2022 წელს „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას დავანახეთ ის რეალობა, რასაც ქვეყანას ევროდემოკრატია, „დიფ სთეიტი“ და გლობალური ომის პარტია უპირებდა. ეს არ იყო მარტივი საკითხი. უნდა დაგვეჯერებინა საზოგადოებისთვის, რომ უცხოეთიდან საქართველოში აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას (ეს მცდელობა დღემდე გრძელდება), ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხელისუფლების შესაცვლელად და ა.შ. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, სამწუხაროდ, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ყველაფერი პირნათლად შესრულდებოდა ისევე, როგორც ეს სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ევრობიუროკრატიას თავისი ხელისუფლება ჰყავს.ასე რომ, პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 14 წლისთავზე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და გასაკეთებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები