სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, ის ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია

უკრაინაში ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომომართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ გამოსვლის დროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ახსენა და აღნიშნა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს. ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, შეიქმნას ასეთი აგრესიის პრევენციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ბევრს საუბრობენ ამ ომის მიზეზებსა და მის შედეგებზე. საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარმა გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა. მაგრამ ის ომი ჯერ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს. ამიტომ აუცილებელია საუბარი არა მხოლოდ იმაზე, რაც იყო, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიო გაცნობიერება, რომ საჭიროა რეალური, ქმედითი ინსტრუმენტები, რომ ასეთი აგრესია არ იყოს დაშვებული და აგერსორებმა აგონ პასუხი. 2008, 2014 და 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე. თუ უკვე გასაგებია, რომ რომელიმე სახელმწიფო ამზადებს აგრესიას – უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაგირება უნდა იყოს ანალოგიური, როგორც უკვე მომხდარ აგრესიაზე. არაა საჭირო დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი, აუცილებელია მოქმედება, რათა ასეთი რამ არ იყოს დაშვებული. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ამ ომის შემდეგ არ უნდა დარჩეს გაყინული კონფლიქტები. ესაა მთავარი დასკვნა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით დაიკავა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორისსასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს; დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.„ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედია – ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – დაიღუპა 11 და დაშავდა 48 ადამიანი

ბულგარეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები