სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

ვინ არის ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარის ბერი მამა ნაუმი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

საკმარისია მიენდო და გული გადაუშალო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზს, რომ მთელ გულსა და სულს მალამოდ დაედება და სულიერ იარებს მოგიშუშებს. ყინწვისის ხსენებისას, მაშინვე წმინდა ნიკოლოზის სახელობის მადლიანი ტაძარი და მისი დიდებული ფრესკები გახსენდება.

განსაკუთრებით – აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფრესკა, წმინდა მეფე თამარის, მისი ვაჟის ლაშა-გიორგის და მეფე გიორგი III-ის. რამდენჯერაც არ უნდა მოილოცო ყინწვისი, მისი ნახვის სურვილი არასდროს განელდება.width=600

მამა ნაუმი (მაჩუტაძე), თითქმის 21 წელია, ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს. ამბობენ, რომ ის უამრავ დაავადებას კურნავს. მის მიერ განკურნებული ხალხის ისტორიები ლეგენდებად გავრცელდა მთელ საქართველოში. ტაძარში დასალოცად მიჰყავთ განურჩევლად დიდი თუ პატარა. სულერთია, რომელ დაავადებას ებრძვის ადამიანი, მამა ნაუმი ყველას უსასყიდლოდ იღებს და ლოცავს.

ლოცვა-კურთხევის შედეგად, ბევრი ადამიანი განიკურნა სიმსივნისგან, ბევრს დაუბრუნდა სმენა, მხედველობა, მეტყველების უნარი. ზოგი ეტლიდან წამოდგა, ზოგმაც ყავარჯნების გარეშე შეძლო სიარული…

ერთი შეხედვით, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები უტყუარია – არსებობენ ადამიანები, მეორედ ნაჩუქარი სიცოცხლით.

მამა ნაუმი დაახლოებით, 24 წელია, რაც მართმადიდებლურ სამყაროში მოღვაწეობს. ინფორმაციია მისი ერისკაცობის შესახებ ძალიან მწირია. უცნობია ისიც, თუ რატომ გადაწყვიტა უფლის გზას დასდგომოდა, არც ის ვიცით, როდის მიეცა ადამიანების განკურნების ნიჭი. თავად არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მასზე მის ახლობელი, ზაზა სახამბერიძე ჰყვება:

„ყველა ადამიანს, რომელიც დიდ რწმენაშია და ბერული ცხოვრებით ცხოვრობს, ღვთიური მადლი გადაეცემა. მამა ნაუმი დიდად ღვაწლმოსილია. სულ ლოცვაშია, ალბათ, ამიტომ მისცა უფალმა ადამიანების განკურნების ნიჭი. თამამად ვიტყვი, რომ მას შეუძლია შენი განსაცდელი გაიგოს. დაგინახავს და მიხვდება, რა გაწუხებს, რა გიჭირს. 12 წლის წინ, ერთი ამბავი გადამხდა თავს. ჩემს მეუღლეს გარე ორსულობა დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს. აღდგომის დღესასწაული მოდიოდა და მეგობრებთან ერთად მამა ნაუმთან წავედი ყინწვისში. მე მასთან, რაღაც პერიოდი ვცხოვრობდი. ის, რაც ჩემს თავს მოხდა, გარეგნულად არ მეტყობოდა. მამა ნაუმმა, რომ მნახა, მკითხა, რა მჭირდა. არაფერი-მეთქი ვუპასუხე. ბიჭებს სთხოვა, დავეტოვებინე და ღვთისმშობლის ლოცვა წამიკითხა. როცა უკვე დასაძინებლად მივდიოდი მითხრა: ერთ-ერთ დღესასწაულზე დიდი სიხარული გეწვევა, ხოლო მომდევნო დღესასწაულზე, ორმაგად გაიხარებო. იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე გავიგე, რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, ხოლო თავის კვეთის დღეს მითხრეს, რომ ბიჭი შემეძინებოდა. გაიარა ამ ყველაფერმა, ისევ ჩავედი ყინწვისში, ვნახე მამა ნაუმი და პირდაპირ მკითხა, როგორ გყავს ბიჭიო. მაშინ გამახსენდა ყველაფერი. ამიტომ ვთქვი, ის ყველაფერს გრძნობს, რაც შენში ხდება. ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ბიჭები ხშირად დავდივართ მასთან. ერთ დღესაც ისევ ავედით ყინწვისში. მე დარჩენა გადავწყვიტე, ბიჭებიც არ მიდიოდნენ შორს, იქვე, დასახლებაში უნდა ჩასულიყვნენ.  მამა ნაუმმა მათ უთხრა, რომ მანქანით არ წასულიყვნენ. არ დაუჯერეს და წავიდნენ. სადღაც 20 წუთში ჩვენც ჩავედით გზაზე და ვხედავ მანქანას ბოლი ასდის. თან, იქ ისეთი ადგილია, რთულია წყლის პოვნა. მანქანა დანახშირდა. საბედნიეროდ, ყველა უვნებელი გადარჩა.

– რა შეგიძლიათ, გვიამბოთ მისი ცხოვრებიდან?

მამა ნაუმის კელია, ჭაობთან ძალიან ახლოს არის. დილით, ტიპიკონი რომ მთავრდება, ყოველთვის შიშველი, ხელებგაშლილი დგება ჭაობის წინ და ბრუნავს. იმ ტერიტორიაზე უამრავი კოღოა. ერთხელ ვკითხე რას აკეთებ-მეთქი და მაცალეო, მიპასუხა. ამ დროს თან ლოცულობს. რომ შემოტრიალდა, მითხრა, ჩემს სხეულს ვთრგუნავო. მისთვის სხეული არაფერია – მხოლოდ ლეშია. მამა ნაუმისთვის სულიერებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ აკბენინებს საკუთარ სხეულს კოღოებს. არც ჩაცმულობას აქცევს ყურადღებას – შეუძლია, ფეხშიშველმაც იაროს. არამიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სული ეკუთვნის ღმერთს და მორჩა.

– მის ერისკაცობაზე რას გვეტყვით?

ერისკაცობის შესახებ, ბევრს ვერაფერს გეტყვით. საკმაოდ ნაწვალები და ნატანჯია. გამოვლილი აქვს ყველა ის რთული პერიოდი, რაც კომუნისტების დროს იყო. გაუძლო ამ სირთულეებს და თავისი თავი უფალს და მონასტერს შესწირა.

– უფლის გზა რატომ აირჩია?

თავისი ნებით მივიდა ამ გზამდე. უფალმა გადაარჩინა და შემდეგ მას შესწირა ცხოვრება. გადარჩა სიკვდილს. ვფიქრობ, რომ გამოცხადება ჰქონდა. თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ბევრი ადამიანი დადგომია ამ გზას და მერე უკან გამობრუნებულა. ამ ყველაფერს სხვანაირი სიმტკიცე სჭირდება. ძალიან დაბალი კელია აქვს. დაბლა ცხვრის ტყავი უგია და მასზე მუხლმოყრილი ლოცულობს. ლოცვის დროს დიდი ბრძოლები ემართება და მათ ღვთის წყალობით უმკლავდება. თავადაც მაქვს ეს ნანახი და ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

– ერთი პერიოდი ტყეში ცხოვრობდა. რატომ?

– კი, დიდი ხანი ცხოვრობდა. კიდევ უნდოდა უფრო ღრმად შესვლა, მაგრამ მეუფემ არ მისცა ნება. როგორც უკვე აღვნიშნე, მას აქვს თავისი კელია და ცალკე ცხოვრობს. როცა ხალხი მოდის, მაშინ შედის მონასტერში. გარკვეული პერიოდი მდუმარებაშიც იყო და გასვლაც უნდოდა, მაგრამ მეუფე იობი ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევს.  ახლაც აქვს მარტო ცხოვრების სურვილი.

– რა სნეულებებით მიჰყავთ მასთან ადამიანები?

ყველანაირი სნეულებით მოდიან: სიმსივნე, სმენის დაქვეითება, სიბრმავე, მეტყველების პრობლემები. მას არ მიაჩნია თავი მკურნალად. მამა ნაუმს რწმენით უადვილდება განკურნება. ღმერთი ვერ გიშველის, თუ რწმენა არ გაქვს. მთავარია, გწამდეს და ისე მიხვიდე მასთან. თუ უფლის გჯერა და გწამს, ყველაფერი კარგად იქნება.

– ძირითადად რა ასაკის ხალხი მიდის?

ყველა ასაკის. თუმცა, მეტი მადლი ბავშვებზე მოდის. ბავშვი ხომ ყველაზე  უმწიკვლოა. ერთხელ ბავშვი მოიყვანეს, რომელსაც სიარული არ შეეძლო. მშობლები გაუშვა გარეთ და ბავშვი დაიტოვა, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაიწყო ტირილი. ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ტაძრიდან და დღეს ფეხბურთს თამაშობს.

– რა ისტორიები გსმენიათ მის მიერ განკურნებულებზე?

თავად ვარ უამრავი ამბის მოწმე. პატარა ბავშვი ამოიყვანეს, იმხელა ლინზები ეკეთა, თვალები არ უჩანდა. მამა ნაუმმა მშობლებს სთხოვა, რომ 2-3 დღე მონასტრიდან არ გასულიყვნენ. ლოცვაში იყვნენ მშობლებიც. ბავშვს ცალკე უკითხავდა ლოცვებს. მესამე დღეს მოხსნა ლინზები და მის თვალწინ დაამტვრია. ბავშვი უკვე ჩვეულებრივად ხედავდა. მოსვლისას დედას ეჭირა შვილის ხელი და ეუბნებოდა მარჯვნივ უნდა წასულიყო თუ მარცხნივ. ლინზების მოხსნის შემდეგ, თავისით, მარტო ჩავიდა მონასტრის ეზოდან გზაზე. ერთ ქალს სიმსივნე დაუდგინეს და ექიმებმა ისიც კი უთხრეს, რამდენი ხანი იცოცხლებდა. ეს ქალბატონი კიბეებზე ძლივს ამოიყვანეს. დალოცა მამაომ და მონასტრიდან გასულს ტკივილებიც აღარ ჰქონდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, შემთხვევით შევესწარი ამ ქალბატონის შვილი ტირილით ელაპარაკებოდა მამა ნაუმს. მადლობის სათქმელად იყო მოსული, ექიმებმა ვეღარ უპოვეს სიმსივნეო. მამა ნაუმმა უპასუხა, რომ ეს ქალბატონი მასთან დიდი რწმენით იყო მისული.?

წყარო: „tbiliselebi“

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქუთაისელი 5 წლის გიორგი-ჯორჯი ხარშილაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

,,თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება.ჩემპიონატმა წარმატებით ჩაიარა. პატარა მონაწილეებმა საინტერესო პარტიებით, მონდომებითა და საბრძოლო სულისკვეთებით დაგვამახსოვრეს თავი.ვულოცავთ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, ხოლო თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებსა და კიდევ ბევრ საინტერესო საჭადრაკო თავგადასავალს!განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ორგანიზება და პატარა მოჭადრაკეებისთვის თბილი და კომფორტული გარემოს შექმნა.გვჯერა, რომ ეს ინიციატივა ლამაზი ტრადიციის დასაწყისი გახდება და მომავალში კიდევ უფრო მეტ პატარა მოჭადრაკეს მისცემს შესაძლებლობას, პირველი ნაბიჯები საქართველოს ჩემპიონატზე გადადგას!საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სალომე მელიამ.5 წლამდე გოგონებიI ადგილი – ნიცა ტყეშელაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი: ხათუნა გუბელაძე) – 7 ქულაII ადგილი – ევა ბარაბაძე (ქუთაისი; მწვრთნელი: მურმან ესაძე) – 6 ქულაIII ადგილი – თინათინ თაბუკაშვილი (თბილისი; მწვრთნელი: მადონა ბოკუჩავა) – 5 ქულა5 წლამდე ბიჭებიI ადგილი – გიორგი ჯორჯი ხარშილაძე (ქუთაისი; მწვრთნელი: ნანა ჭეფხოძე) – 7 ქულაII ადგილი – სანდრო სვანიძე (ქუთაისი; მწვრთნელი: ნანა ჭეფხოძე) – 5 ქულაIII ადგილი – დაჩი აბულაძე (ტყიბული; მწვრთნელი: იუზა დოლიძე) – 5 ქულა6 წლამდე გოგონებიI ადგილი – მარიამ შანავა (წალენჯიხა; მწვრთნელები: ლადო ლუკავა, ლევან ზარქუა) – 6 ქულაII ადგილი – ემინე ლილუაშვილი (ტყიბული; მწვრთნელი: დავით ცქიფურიშვილი) – 6 ქულაIII ადგილი – თამარ მჭედლიძე (ქარელი; მწვრთნელი: ზურაბ დოლიძე) – 5 ქულა6 წლამდე ბიჭებიI ადგილი – ისაია კერვალიშვილი (ამბროლაური; მწვრთნელი: ზ. კობახიძე) – 7 ქულაII ადგილი – ილია კვარაცხელია (წალენჯიხა; მწვრთნელი: ზურაბ კვარაცხელია) – 5,5 ქულაIII ადგილი – მირიან კუტალია (სენაკი; მწვრთნელი: ზურაბ ლიფონავა) – 5 ქულა7 წლამდე გოგონებიI ადგილი – ლილე ბარამიძე (ბათუმი; მწვრთნელი: თორნიკე კალანდაძე) – 6,5 ქულაII ადგილი – მართა ფანცულაია (ფოთი; მწვრთნელი: გოჩა ჩაჩუა) – 6 ქულაIII ადგილი – ელენე ცხვედიანი (ამბროლაური; მწვრთნელი: მინდია ცხვედიანი) – 4,5 ქულა7 წლამდე ბიჭებიI ადგილი – ნიკოლოზ მჭედლიძე (თბილისი; მწვრთნელი: დიანა დარჩია) – 6,5 ქულაII ადგილი – ტიტე კოპალაძე (ქუთაისი; მწვრთნელი: იური სერჟანოვი) – 5 ქულაIII ადგილი – მაქსიმე ზივზივაძე (ქუთაისი; მწვრთნელი: გიორგი ტყეშელაშვილი) – 5 ქულავულოცავთ ყველა გამარჯვებულს, პრიზიორს, მწვრთნელსა და მშობელს! ქართული ჭადრაკის მომავალს ვუსურვებთ დიდ წარმატებებს! ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია  ავრცელებს

“ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს“

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს- ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოიტანა, რომელმაც ექსპრემიერი მოინახულა. ბარათაშვილის თქმით, პირველ რიგში მოისმენს რა მტკიცებულებებია საჭირო, საქმის შესწავლის გასაგრძელებლად და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით ითანამშრომლებს ექსპრემიერი მათთან. მოვისმენთ, რა მტკიცებულებები სჭირდებათ მათ იმისათვის, რათა გააგრძელონ ამ საქმის შესწავლა. შემდეგ უკვე გადავწყვეტთ, რა ფორმით ითანამშრომლებს ბატონი ირაკლი მათთან. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვითანამშრომლოთ სახლახო დამცველის აპარატთან, თავად სახალხო მდაცველთან და ამის შემდეგ გადავწყვეტ, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები, – ამბობს ბარათაშვილი. რაც შეეხებ სტრასგურგში საქმის გასაჩივრებას – ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეს განიხილავენ. მოვა ამის დრო, როდესაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები… ჩრდილოვანი მართლმსაჯულება არის ის, როდესაც სასამართლოზე ხდება ზეწოლა და ის იძულებულია მიიღოს სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მართლმსაჯულება რომ ჩვენ ქვეყანაში არის შერჩევითი ხასიათის და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ, სხდომების დახურვასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ეს ჩემთვსი ნათელია. შემიძლია ვთქვა, რომ მართლმსაჯულება, დღევანდელი ხელისუფლება რ არის გამონაკლისი, არის ინსტრუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, – ამბობს ბარათაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.„ძვირფასო კოლეგებო!გულითადად გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს - თარიღს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამეცნიერო საქმიანობის განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.განსაკუთრებული პატივისცემითა და სიამაყით ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერებს - გიორგი სალუქვაძესა და გიორგი აბრამიშვილს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დამსახურებული ჯილდოს მიღებას, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს - ინგა სამხარაძეს, ქრისტინე მუსელიანსა და ნინო ბენდიანიშვილს - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის მოპოვებას.ეს აღიარება მათი მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის, პროფესიული ერთგულებისა და მაღალი სამეცნიერო კომპეტენციის დაფასებაა. თითოეული მათგანის წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალისა და ქართული სამეცნიერო სკოლის განვითარების მნიშვნელოვანი დასტურია.დღეს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო ტექნოლოგიური გარდაქმნების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ეკოლოგიური გამოწვევებისა და ახალი სამრეწველო რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობს, მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პირდაპირ პროპორციულია.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციებით, გამორჩეული სამეცნიერო სკოლებით, კვლევითი ინსტიტუტებითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქვეყნის პოზიციების განმტკიცებაში.განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი ჩარჩო პროგრამის - Horizon Europe-ის ფარგლებში. ევროკომისიის ოფიციალური მონაცემებით, უნივერსიტეტი საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას წარმოადგენს.ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული აღიარება. 2025 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Times Higher Education-ის (THE) საერთაშორისო რეიტინგის ფარგლებში საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებებით. 2026 წელს კი უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა QS Stars-ის საერთაშორისო შეფასება და მიიღო საერთო სამვარსკვლავიანი შეფასება, ამასთანავე, აკადემიური განვითარების მიმართულებით უმაღლესი - ხუთვარსკვლავიანი, ხოლო კარგი მმართველობის მიმართულებით ოთხივარსკვლავიანი შეფასება. აღსანიშნავია ისიც, რომ Center for World University Rankings-ის (CWUR) მონაცემებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9 პროცენტშია წარმოდგენილი.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა CERN - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, იაპონიის KEK, ამერიკის შეერთებული შტატების Fermilab, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი, იტალიის INFN და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციები. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებაში, თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ახალი ცოდნის შექმნასა და გლობალური სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტაში.მეცნიერების განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფოს, ხელისუფლების, სამეცნიერო საზოგადოების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბატონი გივი მიქანაძის მიმართ ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა მეცნიერის, პროფესორის, მკვლევრის, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლისა და ახალგაზრდა მკვლევრის მიმართ. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიული ერთგულება, სამეცნიერო ძიება და მიღწევები ქმნის უნივერსიტეტის ინტელექტუალურ კაპიტალს, აძლიერებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის ქართული მეცნიერების მომავალს.მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს, რომლებთან თანამშრომლობაც ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციას.კიდევ ერთხელ გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ბოლო სიახლეები