ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია – ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს უკრაინას

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია – ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს უკრაინას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია.

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საბოლოოდ ღრმა და თვალსაჩინო გავლენას ახდენს.

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის მხარდაჭერაზე, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ უკრაინის გვერდით დგომა „ძვირია, თუმცა ჩვენი თავისუფლება, საერთაშორისო წესრიგი და დემოკრატია ფასდაუდებელია“.

„უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აუცილებელია, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო შესაძლებლობები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

Comments

კომენტარები