ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 360 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 948 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 948 795 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 369 778 ადამიანი დაინფიცირდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 312 043 შემთხვევა გამოვლინდა, 5 360 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ

ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა გასულ ღამეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა და იორდანიაში ამერიკელ სამხედროებს რაკეტების ჩამოსაგდებად მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდათ.„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ისეთ დარტყმებს მიიღებენ, დიდხანს რომ არ დაავიწყდებათ“, - აღნიშნა ტრამპმა.ასევე, ტრამპის ცნობით, ერაყში, ირანის მოკავშირე დაჯგუფებებზე აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული იერიშები ერაყის მთავრობასთან კოორდინირებული იყო.

ყოფილ პოლიციელს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული კონკრეტული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.როგორც ცალკეული მედიასაშუალება იუწყება, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მათივე ცნობით, ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა.რაც შეეხება უშუალოდ სავარაუდო დანაშაულს, მედიის ინფორმაციით, სამეგრელოში მდებარე ერთ-ერთ ესთეტიკის ცენტრში, ლაზეროთერაპევტი მომხმარებელ ქალებს ფოტოებს ფარულად უღებდა, რასაც ის დავით ჭითანავას უგზავნიდა. როგორც მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, შემდგომში, აღნიშნული ფოტოებით ჭითანავა ქალებს აშანტაჟებდა.პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ტვ პირველის” ცნობით, შემთხვევა 2025 წლის აპრილში მოხდა და გამოძიებაც ამ დროიდან მიმდინარეობდა, თუმცა დავით ჭითანავა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 26 ივლისს საქართველოს დატოვება სცადა.ადვოკატის თქმით, ჭითანავა თურქეთში მიდიოდა „შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“. მისივე თქმით, ის მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და სამსახურიდან ერთი თვის წინ „ოჯახური პირობების გამო“ წამოვიდა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს რატი რატიანს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” უკანონო დათესვა, მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად აშენებულ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 16434.71 გრ. ნარკოტიკლი საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7406.22 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “გამომშრალ მარიხუანას”.„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2025 წლის 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა.სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

„ყველაფერი წამებში მოხდა…“ – ქობულეთის სანაპიროზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა

27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრის სწრაფი რეაგირებით ბავშვი გადარჩა.„27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა დაუყოვნებლივ და პროფესიონალურად იმოქმედა.ყველაფერი წამებში მოხდა, სანაპიროზე მყოფი ადამიანები შოკში იყვნენ, მაგრამ სწორედ მისი სიმამაცისა და სწრაფი რეაგირების წყალობით ბავშვი გადარჩა.ასეთი ადამიანები სიცოცხლეშივე გმირები არიან. ოფიცერი უდიდეს მადლობასა და პატივისცემას იმსახურებს გაბედულებისა და ადამიანური თავდადებისთვის. ღმერთმა ჯანმრთელად და მშვიდობით ამყოფოს ყველა ის ადამიანი, ვინც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“,-წერს გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“. 

ბოლო სიახლეები