სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026

დავით კაჭარავა – მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა


დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!
მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.
მეამაყება რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდშიც მითამაშია.
მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.
რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები….
თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო ? რითიც და როგორც შემეძლება….
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!
https://www.facebook.com/dati.kacharava/posts/3900693489945209
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიზა იასკო სააკაშვილის შემოსავლის მესამედს ითხოვს – სასამართლო სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა – რას წერს უკრაინული მედია

უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის რჩე­ნის­თვის ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბას ითხოვს. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკიე ნო­ვოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, იას­კოს სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა 2026 წლის 30 ნო­ემ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.სა­სა­მარ­თლოს­თვის წარ­დგე­ნი­ლი მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, იას­კო სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მო­სავ­ლის ერთი მე­სა­მე­დის და­კის­რე­ბას ითხოვს. ამას­თან, ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის ბავ­შვის­თვის დად­გე­ნილ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის ათ­მაგ ოდე­ნო­ბას. თან­ხის გა­დახ­და სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის დღი­დან ბავ­შვის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს.უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, იას­კომ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ე­ვის შევ­ჩენ­კოს რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს 2026 წლის აპ­რილ­ში მი­მარ­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე კი­ე­ვის ოლ­ქის კივო-სვი­ა­ტო­ში­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. ალი­მენ­ტის მო­თხოვ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, იას­კო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­საც ითხოვს. ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი არ არის.საქ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოჯა­ხი ქა­ლიშ­ვილს ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა. მისი თქმით, დე­და­მის­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ყი­და და ჟას­მინს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა აჩუ­ქა.უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ასე­ვე წერს, რომ 2023 წელს ჟას­მი­ნი კი­ევ­ში, თით­ქმის 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­და. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5,6 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნია იყო. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო და­მა­ტე­ბით 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნაც, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დე­ბის და­სა­ფა­რად იყო გან­კუთ­ვნი­ლი.სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რო­ბის გამო ქა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მის აღ­ზრდა­ში პი­რა­დად ჩა­ერ­თვე­ბა.

როცა ძროხები დაფრინავენ: რიგის აეროპორტში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ტესტირება დაიწყო

რიგიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი ამ თვეში ორი საცდელი რეისით განხორციელდა. „ლატვიის რადიოს“ მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული რეისებით, ესტონეთიდან, რიგის აეროპორტის გავლით, ტაშკენტში 240 მოზვერი გადაიყვანეს.ცოცხალი პირუტყვის გადამყვანი პირველი ავიარეისების შესრულება ავიამომსახურების კომპანია AG Handlings-ის სატვირთო ტერმინალის ინფრასტრუქტურის ადაპტირების შედეგად გახდა შესაძლებელი. კერძოდ, პირუტყვის გადასაყვანი სპეციალური ზონა ვეტერინარული მოთხოვნებისა და ცხოველთა მოვლა-პატრონობის სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.კომპანიის დირექტორი, იანის კაუძე (Kaudze) ამბობს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რიგის აეროპორტის გავლით პირუტყვის ექსპორტით ესტონელი ფერმერები დაინტერესდნენ. მათ ცოცხალი პირუტყვი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის უზბეკეთში, გაჰყავთ, სადაც მას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგების შესავსებად ყიდულობენ.ბოლო წლებში ბალტიის ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიაში პირუტყვის გადაყვანა გართულდა, რადგან რუსეთის ტერიტორიის გავლით სახმელეთო ტრანზიტი შეწყვეტილია, ევროპის სხვა აეროპორტების გავლით პირუტყვის ექსპორტი კი ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.თუმცა, გამოსავალი, პრაქტიკულად, უკვე მოიძებნა – რიგის აეროპორტიდან ცხოველების გადაყვანა მნიშვნელოვნად ამცირებს პირუტყვის გზაში ყოფნის დროს და ამით ცხოველების ფიზიკურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს.AG Handlings-ის ხელმძღვანელის, იანის კაუძეს თქმით, ტრანსპორტირების ამ ახალი შესაძლებლობით ამჟამად ბევრი მხარეა დაინტერესებული და მასზე მოთხოვნა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ძალიან გაიზარდოს.„მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სატვირთო მანქანიდან პირუტყვი სულ რაღაც 2-2,5 საათში გადმოგვყავს და სპეციალურ კონტეინერებში ვათავსებთ, რომლებსაც ადგილზე თავად ვამზადებთ. ამას მოსდევს ტაშკენტამდე ფრენა, რომელიც ძალიან მოკლეა და 4-5 საათი გრძელდება. იქ უკვე პირუტყვი სხვა სატრანსპორტო საშუალებებში გადაჰყავთ, რომ ახალ საცხოვრებელ ადგილამდე მიიყვანონ. სახმელეთო გზით ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და მგზავრობა, შესაძლოა, ერთ თვემდე გაგრძელებულიყო. თვითმფრინავით გადაყვანა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია, მაგრამ ორი რეისი უკვე მოვაწყვეთ. ამჟამად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორი პარტია ფერმერულ მეურნეობებში საკარანტინო პერიოდს გადის, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 7 რეისი შესრულდება“, – განაცხადა კაუძემ.~კომპანია მომავალში გეგმავს პირუტყვის ტრანსპორტირებას არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებიდან, არამედ პოლონეთიდან და ავსტრიიდანაც, საიდანაც რიგის აეროპორტის გავლით საქონლის ტრანზიტი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება.ტრანსპორტირების ხარჯებს, როგორც წესი, პირუტყვის მყიდველი ფარავს, თუმცა რიგის აეროპორტიდან პირუტყვის ექსპორტის შესაძლებლობას ლატვიის მეცხოველეობის სექტორიც სარგებლიანად მიიჩნევს, რადგან ეს ფერმერებს ახალ ბაზრებზე გასვლის უფრო ფართო შესაძლებლობებს უქმნის.ამჟამად ლატვიიდან ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 სული ცოცხალი პირუტყვი გაჰყავთ ექსპორტზე, რაც წლის განმავლობაში დაბადებული ხბოების დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს. ფერმერ კასპარ ადამსის განმარტებით, მათი დიდი ნაწილი პირდაპირ მეხორცული ჯიშის პირუტყვის აუქციონებზე იყიდება.„დრო დასჭირდება იმას, რომ მომხმარებლებმა ასეთი შესაძლებლობების არსებობის შესახებ შეიტყონ, რადგან ბოლო 36 წლის განმავლობაში ბალტიის ქვეყნებში მსგავსი რამ არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ლიეტუვას, რომელმაც 15 თუ 20 წლის წინ ისრაელში გაიყვანა ხბოები. ახლა ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს. ამ კუთხით, ევროპაში ბელგიის აეროპორტი გამოირჩევა, საიდანაც ცხოველები მთელ მსოფლიოში გადაჰყავთ. ვფიქრობ, რიგასაც აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. უბრალოდ, ცოტა მეტი დროა საჭირო. ნებისმიერი ასეთი ექსპორტი ძალიან სარგებლიანია, რადგან ჩვენი ადგილობრივი ბაზარი, სამწუხაროდ, ძალიან პატარაა – მეტისმეტად პატარა“, – განაცხადა ადამსმა.

ირაკლი კობახიძე – საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2021-2025 წლებში შეადგინა 9.3 პროცენტი, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო რიგით მეორე თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება.განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-ი (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი.საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი.დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა.28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, 29 ოქტომბრიდან კი +14 გრადუსამდე დაიკლებს. 30 ოქტომბერს დედაქალაქში დღისით დაახლოებით +13 გრადუსია მოსალოდნელი.სინოპტიკური პროგნოზის მიხედვით, თვის ბოლოს ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ნალექიც.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე სამდღიანი სალექციო კურსი ჩაატარა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, სალექციო კურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა. სალექციო სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი დავით ბარათაშვილი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განყოფილების უფროსი არჩილ ოდიშელიძე; ფინანსების სფეროს სპეციალისტი თორნიკე სალდაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან IT ორგანიზაციებში პროფესიული საქმიანობის გამოცდილებით გოჩა წიქარიშვილი.ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა მიმართა.„ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ის კომპეტენციები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაცია „ხელოვნური ინტელექტის თაობასთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა.სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, სამდღიანი სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო ოთხი ძირითადი თემატური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში - AI ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ პროცესებსა და ანალიტიკაში; პრომპტინგი და AI არქიტექტურა - ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები; კოდირების ტრანსფორმაცია - ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და პროგრამირების თანამედროვე მიდგომებზე და ციფრული ფრონტი და უსაფრთხოება - ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევები, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიური რისკები.„სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის სწავლის, მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების პრინციპების გააზრება. სტუდენტური თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი ინტერესების მხარდაჭერა და ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაში დაეხმარება“, - აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.სტუ-ის ინფორმაციით, მოწვეულმა სპიკერებმა სალექციო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. სალექციო კურსი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ თემატურ განხილვებში, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა.სამდღიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი და ვაუჩერი, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ და დეკანის მოადგილე გოგი აბრამიშვილმა გადასცეს.

ბოლო სიახლეები