გზა ზღვისკენ ღალატის ფასად !!
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.უწყების განმარტებით, პროკურატურამ მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უკვე დაამტკიცა.საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, რომეო მიქაუტაძეს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.“სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა.პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში.
“სკოლისაკენ უნდა მიიჩქაროდეს, აი იას უნდა კითხულობდეს მაგრამ არა, სიცოცხლისთვის იბრძვის” – 6 წლის მახარეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
6 წლის მახარე ყვავაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუსვეს.თავდაპირველად, საქართველოში მკურნალობდა, თუმცა ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა.მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ტრანსპორტირება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ოჯახმა ის თურქეთში წაიყვანა. მკურნალობა კი ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ საზოგადოების თანადგომის გარეშე, არაფერი გამოვა."ჩემს შვილს, 5 წლის მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. საქართველოში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და მიუხედავად იმ რისკებისა, რაც ტრანსპორტირებასთან იყო დაკავშირებული, თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში წავიყვანე. მახარემ გაუძლო გზას და უძლებს ახლაც უდიდეს განსაცდელს. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია. ჩემს პატარას დახურული აქვს ერთი ფილტვი, ექიმები ცდილობენ აუმუშაონ, თუმცა ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.რეანიმაციაში თითოეული დღის ღირებულება ჩემთვის კი არა, ძალიან მდიდარი ადამიანისთვისაც უდიდესი თანხა იქნებოდა - ერთ დღეში 1500 დოლარი გვჭირდება მხოლოდ რეანიმაციისთვის. ცალკეა დამატებითი ანალიზების და კვლელების ხარჯები. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას, ჩემი მახარეს გადასარჩენად. თქვენი თანადგომის გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი. ყველას დიდი მადლობა, ხალხო, ვინც გვერდით მიდგახართ, ახლა თითო ლარსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბეწვის ხიდზე გავდივართ", - წერს ბავშვის მამა, გია ყვავაძე."სკოლისაკენ უნდა მიიჩქაროდეს! მერე,სკოლიდან დაბრუნებული, შემოდგომის მზიანი დღეებით აფერადებულ ეზოში, "დედა ენით" ხელში, აი იას უნდა კითხულობდეს! ლექსებს ისე ხმამაღლა უნდა კითხულობდეს, სამყარო უსმენდეს სულგანაბული! მაგრამ არა!..ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის! ჯერ ექვსი წლისაც არ არის! უცებ,ისე მოულოდნელად,მოვიდა განსაცდელი,ვერ გავიაზრეთ!
ისე დავიბენით,ვერ მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა! ახლაც ვერ ვხვდები, ღმერთო, რომ ეს ტკბილი, სიცოცხლით სავსე, მეოცნებე ბიჭი ამ ურთულეს გზას გადის!როცა ქარიშხალი ჩადგება(და მჯერა,აუცილებლად ჩადგება), მე მოვუყვები მახარეს,როგორ გაგვაერთიანა მთელი სამყარო! ყველა წამს ვთხოვ ღმერთს,არ მიგვატოვოს! ეს ბრძოლა შეგვაძლებინოს და მოგვაგებინოს", - წერს ოჯახის ახლობელი, მარინა ყვავაძე.ანგარიშის ნომრები:თიბისი ბანკი: #GE14TB7263736010300007საქ. ბანკი: #GE88BG0000000027396100მიმღები: პაატა ქურციკიძე (ბიძა)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები პარტნიორ კომპანია „ნიკორას“ ესტუმრნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესის ადგილზე გაცნობა და საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღება. სტუმრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ გუგული ყურაშვილს, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორებს - ავთანდილ ადეიშვილსა და ბესიკ შერაზადიშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპს, გაცნობოდნენ ადგილობრივი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და პროდუქციის შექმნის პროცესს.სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - ნატო ქათამაძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა პროფესიული ხედვის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ცოდნის გაზიარებას.„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტების ინტერესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებას. ამ მიზნით, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ შრომის ბაზარზე წარმატებულ პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან, რათა ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.გერმანელი სტუდენტებისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის გასაცნობად გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია - „ნიკორა“. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის შეფუთვამდე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტმა სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, კომპანია „ნიკორას“, კერძოდ, ბრენდ „ნიკორას“ გენერალურ მენეჯერს, კონსტანტინე შატაკიშვილს, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის, მისი სპეციფიკისა და პროდუქციის შექმნის ეტაპების შესახებ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
“ეს არის რევოლუციური შეთქმულთა ჯგუფები რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”
გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს – გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს გამოეხმაურა.„არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – აღნიშნა მან.საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.
ანზორ ჩუბინიძე – თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ კარგი საშუალებაა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი – 2026“.ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით „დიდი კედელი – 2026“ საერთაშორისო ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

