დნენ, ვიდრე მე, ასე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ. ჩვენი თანამშრომლობა მუდამ ასეთი იყო. აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. ისიც მინახავს, ჩემი წინადადებაც გასულა ან ვინმეს ნათქვამი, რომელიც ვერ მივიღეთ, უფრო სწორი გამოდგა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც გუნდს სთხოვა, სწორედ ის იყო, რომ ამ პრინციპით გააგრძელონ მუშაობა. „უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაური მთავრობას, შერჩეული მინისტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ გუნდში არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ეს არის ერთადერთი, რასაც ვთხოვ

კახა კახიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე – ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა
მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე - მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.კახიშვილის თქმით, მისი უფლებამოსილება იყო ყველა კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედიოდა.“კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს.რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო.უშუალოდ მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრებსაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია. ბუნებრივია, შეიძლება რაღაც მოხდეს და დღეში 20-ჯერ ჰქონდეთ კონსულტაცია პრემიერს კონკრეტულ მინისტრთან, ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა. პრემიერი არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო, სტრუქტურული თუ სხვა საკითხები იქნება, რა თქმა უნდა, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აქვთ კონსულტაციები. ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერსა და მინისტრს შორის.ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრისგან განსხვავებით, ამიტომ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ ამ საკითხების განხილვას დავსწრებოდი. როდესაც მინისტრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ იმ პერიოდში ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი”, - განაცხადა კახი კახიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
გიორგი ხოჯევანიშვილი – ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ჩორჩანაში საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური ღონისძიება და მე არ წარმოვადგენდი...
წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, მას არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.“არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა ინფორმაციასაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივაწოდე სასამართლოს.საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას რაც შეეხება, წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს შენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო. ბორდერიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი პროცესია, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მალე დასრულდება, თუმცა, სანამ ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს, ამ რეალობას თან ახლავს მსგავსი საკითხებიც”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!…“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გიგა ავალიანის სურათთან გიორგი ლეკიშვილის და ნია იმნაძის სურათი არასდროს დადოთ.გამიზიარეთ რა, რომ ეს თხოვნა ყველას მიწვდეს.დღეს გიორგი ლეკიშვილმა თქვა, რომ გიგა ავალიანის ტელეფონში იმალება სამხილები! რა სამხილები იმალება გიგა ავალიანის ტელეფონში გიორგი ლეკიშვილო? გიგა ავალიანი თავის მკვლელობას გეგმავდა და ეს იმალება ტელეფონში? თუ მოსაკლავი იყო გიგა ავალიანი? მაგ შენს ისრაელის ექსპერტებს ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის სრულყოფილი მიმოწერა აღადგენინე! შენი "თაკოს", თამარ ნავროზაშვილის, ტელეფონი აღადგენინე!მკვლელების წაშლილი ტელეფონები აღადგენინე!გიორგი ლეკიშვილო, შენ რომ გაიგო ვის ებრძვი:1) შვილი უნდა მოგიკლან!2) შენი შვილი სპეტაკი უნდა იყოს!3) შენ სუფთა წარსული უნდა გქონდეს!მე-2 და მე-3 არ არსებობს!შენ უწმინდური ხარ და ვერც ღირსეულ შვილებს გაზრდი.ასე, რომ შვილი რომც მოგიკლან, ჩემს ძალას მაინც ვერ შეაფასებ!ახლა კი დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ!ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, მართალია ნირწამხდარი საუბრობდა დღეს (მოგვიანებით მაგასაც ვიტყვი, რატომ იყო ნირწამხდარი), მაგრამ მაინც გამოვლინდა, რომ ბოროტი, მატყუარა და მანიპულატორია.დღეს მისი სამივე თვისება კომპლექსურად ვიხილეთ.ლეკიშვილმა ბოროტად მოიტყუა ჟურნალისტებთან და ამით სცადა ხალხზე მანიპულირება.სიმართლე არის შემდეგი:დღეს, გიორგი ლეკიშვილმა მტკიცებულების სახით დაართვევინა მოსამართლეს ის განჩინებები, რომლითაც შუამდგომლობებზე უარი ეთქვა (ანუ ძალადაკარგული) და ასევე, ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.მატყუარა გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:გიგას ტელეფონი და მოსამართლის განჩინება! ორივე ერთად!არის ტელეფონი, არ არის განჩინება!ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ გქონდეს მოსამართლის განჩინება მაგრამ ტელეფონი არ გქონდეს.საჭიროა ორივე ერთად:ტელეფონი და განჩინება. რაც წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს.ავხსნი ყველაფერს!ლეკიშვილმა წინა სასამართლო სხდომამდე, ანუ 10 სექტემბრამდე, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის მიზნით, მართლა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, გიგა ავალიანის და გიგა ავალიანის მოსწავლეების ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.შეიტანა აპელაციაზე და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.სააპელაციოს მიერ გაცემული განჩინება, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.რატომ არ დაუკმაყოფილეს მოსამართლეებმა შუამდგომლობა?იმიტომ, რომ ლეკიშვილი ითხოვს იგივეს, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა.პროკურატურა ითხოვს, ყველა ამოღებული ტელეფონიდან (ლეკიშვილი ითხოვს მხოლოდ გიგას და მისი მოსწავლეების) ინფორმაციის ამოღებას და გამოკვლევას.ორი ერთნაირი შუამდგომლობა არაა საჭირო, ერთიც საკმარისია, ამიტომ ეთქვა უარი ლეკიშვილს!საქმეში ეტაპობრივად იდება კიდეც ტელეფონებიდან ამოღებული და გამოკვლეული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით.მაშასადამე წინა სასამართლო სხდომამდეც, ანუ 10 სექტემბრამდე გაირკვა, რომ მოსამართლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გიორგი ლეკიშვილის ე.წ. ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს არ ჰქონდათ გიგა ავალიანის ტელეფონზე წვდომის უფლება.ისრაელიდან ექსპერტებმაც ასე შემოუთვალეს, განჩინება თუ იქნებაო. განჩინება არ არის!დღეს გიორგი ლეკიშვილმა, კიდევ ერთხელ, მოატყუა საზოგადოება!უმთავრესი და უპირველესი რამ:გიგას თავდასხმის შემდეგ, როგორც კი გათენდა, პოლიციამ პირველი რაც ამოიღო, იყო გიგა ავალიანის ტელეფონი და ტანსაცმელი.მე გადავეცი კლინიკაში ჩემი ხელით, ხელიდან ხელში გადმომცა ექიმმა და მაშინვე გადავეცი გამომძიებელს ტანსაცმელი, ტელეფონი, საფულე და ორი ნაბიჯის ცელოფანი, რომელშიც იყო 1 შეკვრა კვერცხი, თევზის 2 კონსერვი და 1 პური.გიგას სხეული დარჩა კლინიკაში და ყველა ნივთი რაც ჰქონდა (საცვალიც კი), მივაწოდე პოლიციას.საფულე და საკვები დამიბრუნეს, ტანსაცმელი და ტელეფონი წაიღო პოლიციამ.თევზის კონსერვებს ამ დრომდე ვინახავ. კვერცხი და პური გიგას სიცოცხლეში გადავყარე. რომ მცოდნოდა მომიკვდებოდა, მასაც შევინახავდი.რას მალავდა გიგა ავალიანი, ასეთი ძლიერი კოდი რატომ ედო მის ტელეფონსო, ესეც იკითხეს ადრე ბოტებმა.
მაგასაც გეტყვით.გიგას სახლში ჰქონდა პლანშეტი, რომელზეც კოდი არ ედო (რადგან გიგას დასამალი არაფერი ჰქონდა), ხოლო ტელეფონი მუდამ დაჰქონდა თან.
რომ დაჰკარგვოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წვდომა, თუნდაც მის საბანკო ანგარიშებზე?და რადგან გიგა ავალიანის ტელეფონი ვერ გაიხსნა, მე პროკურატურას მივაწოდე გიგას პლანშეტი, ჩემი ინიციატივით, იანვარში (მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო.) და საქმის მასალებში დევს გიგას პლანშეტიდან ამოღებული ყველა საჭირო ინფორმაცია.აუცილებლად უნდა დავძინო, რომ 14 ოქტომბერს, ნია იმნაძის ტელეფონში წაშლილი იყო იმნაძის მიერ გიგა ავალიანისთვის მიწერილი რამდენიმე მესიჯი.ანუ, პირველივე დაკითხვისას უკვე წაშლილი ჰქონდა თავისი მინაწერების ნაწილი და თუ არაფერი იცოდა, თავდასხმის შესახებ, რატომ წაშალა მესიჯები, მაშინ როცა უთხრეს, რომ 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობის მიმართულებით ხდებოდა გამოძიება??მე მივიტანე პოლიციაში სრულყოფილი მიმოწერა და სოციალურ ქსელშიც, გიგას გარდაცვალების ღამესვე ავტვირთე სრულყოფილი მიმოწერა.გიგა ავალიანმა იცხოვრა უხინჯოდ, რაც წარმოუდგენელია სახედაკარგული გიორგი ლეკიშვილისთვის.
თუმცაღა გიგა ავალიანი სულ რომ მანიაკი ყოფილიყო, ამ საქმეში იურიდიული ძალა არ აქვს გიგას "დანაშაულებებს".წესით, ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა.უბრალოდ, ლეკიშვილი იმნაძე-ნავროზაშვილებს აშტერებს.გიგას ტელეფონი არ გაიხსნას გარდა, ლეკიშვილს სათქმელი აღარაფერი დარჩა.მკვლელობის ფიგურანტებიდან გიგას იცნობდა მხოლოდ იმნაძე და მალანია!და თუ ე.წ. სამხილების სახით მაინც აინტერესებთ მკვლელობის ფიგურანტების: ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის, ანი ნასყიდაშვილის, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის, დემეტრე კასრაძის ან დემეტრე ჩიქოვანის გიგა ავალიანთან მიმოწერა, აქვთ ყველას ტელეფონი!რატომ გაასუფთავა ტელეფონი ყველამ????იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში გეგმავდნენ გიგას მკვლელობას, მკვლელობის შემდეგ კი იხილავდნენ მკვლელობის დეტალებს, ხელიდან ხელში გადაჰქონდათ გიგას მკვლელობის ვიდეო და ერთმანეთში საუბრობდნენ გარყვნილი ლექსიკონით.(ამას ადასტურებს მიმოწერის ის ნაწილი, რაც ამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან აღდგა.)ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის კომენტარზეც უნდა გავაკეთო კომენტარი.შვილმკვდარმა კაცმაც როგორ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი?შენი მკვდარი შვილი მკვდარია და ჩემი მოკლული შვილი დანომრილი გვამი?როცა ვერ ამთხვევ შენი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეს და სამართალს, გიორგი ლეკიშვილად კი არ უნდა გადაიქცე, არამედ:
1) უნდა აღიარებინო დანაშაული დამნაშავეს.
2) უთხრა, რომ სინანული ფორმალურად მაინც გამოხატოს.
3) მოუძებნო მას რაღაც ადამიანური ღირსება, თუნდაც უმნიშვნელო დოზით ჰქონდეს და წამოსწიო წინა ხაზზე.
ადვოკატმა ესეც უნდა იცოდეს!ანასტასია ბერუაშვილი კი არა გაგიკვირდება და არც გაბაშვილი და რიკაძე იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლეს.არც ნიკოლოზ ღუნაშვილს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა! არც დავით ნარიმანიძეს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა!........დაგიძველდათ ეგ "არგუმენტი"! პ.ს. გიორგი ლეკიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე აღარ იცინოდა!
არც ის სათვალიანი ადვოკატი, ნინო ლეკიაშვილი, ჩანდა სადმე! ვფიცავ, სრულყოფილად ვასწავლი ჭკუას!“ - დაწერა კუპატაძემ.
გურამ მაჭარაშვილი – პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის საზოგადოების ნება, პარტნიორობა გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს
პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება.„საქართველოს საზოგადოება გაზრდილია და კარგად აანალიზებს, რა არის დეზინფორმაცია და რა – სწორი ინფორმაცია. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეიცვალა მიდგომები, იქნება ეს აღიარების პოლიტიკა თუ სხვა საკითხები. მაგალითად, კაია კალასს არ აღიარებს მარკო რუბიო – ერთი ევროკომისარია, საგარეო პოლიტიკას მართავს, მეორე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი; დონალდ ტრამპი არ აღიარებს ევროკავშირის პოლიტიკას; აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპაში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას, პირდაპირ უთხრა ევროპას, რომ მათი პრობლემაა არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ ევრობიუროკრატია. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თანამშრომლობას.ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ევრობიუროკრატიას ჰქონდეს ზეწოლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაემორჩილა და არ დაემონა მის მითითებებს. ჩვენ მათ არ ჩავაბარეთ ქვეყნის სუვერენიტეტი. ახლა გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე (ოთხი წლის წინ ამაზე დუმდნენ) და არ მალავენ იმას, რომ ქვეყანა, რომელიც შევა ევროკავშირში, არ იქნება სრულუფლებიანი წევრი, მას არ ექნება ვეტოს უფლება. მეტიც, დღეს მათაც კი აშინებენ, ვისაც აქვს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება და უნგრეთი ამის კლასიკური მაგალითია.მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება ამერიკაში და გაეროს 81-ე სესიის ფარგლებში 24 სექტემბერს მოხსენებითაც გამოვა. ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს არაერთი პირდაპირი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ეს შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 4 წლის წინ, როდესაც გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ და შევქმენით „ხალხის ძალა“, ვთქვით, რომ მოვა დრო და საქართველოს მიმართ ინტერესი გაჩნდება. ჩვენი ინტერესი არ არის მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოსვლა, სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობა და პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან, არამედ ჩვენი სურვილია, მათი ინტერესიც გახდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება. და, როგორც ჩანს, ახლა დგება ეს დრო.გაეროში პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, წარმატებული ვიზიტი ექნება. შალვა პაპუაშვილი საკუთარ სათქმელს იტყვის და მორიგ ჯერზე დამტკიცდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება.პარტნიორული ურთიერთობები გვექნება მასთან, ვინც აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს. თუმცა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდით კვლავ გაგრძელდება – დაფინანსებით, იდეოლოგიურად და ა.შ. ამ ეტაპზე, რადიკალური ქმედებების მასშტაბები აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს მასშტაბები არ გაიზრდება.ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ევროკავშირიდან არის დაფინანსებული ღონისძიება, სადაც მიწვეულია მომღერალი, რომელმაც მილიონობით ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა. სად არის ევროპული ღირებულებები? ამას ხედავს საზოგადოება კარგად და ამიტომაც აღარ სჯერათ ევრობიუროკრატიის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა
თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა. შეთანხმებას ხელი მოეწერა 22 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.როგორც ტექსტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვან გაფართოებას.ამასთან, „ვაშინგტონს შეეძლება პიტუფიკის სამხედრო ბაზის მოდერნიზება და იქ არსებული საქმიანობის გაფართოება, ასევე – ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში დამატებითი თავდაცვითი ზონების შექმნა. თუმცა, ამ ნაბიჯების კონკრეტულ პირობებსა და ტექნიკურ დეტალებზე მხარეებს ცალკე შეთანხმება მოუწევთ. მხარეებს ასევე შეეძლებათ, შეთანხმდნენ გრენლანდიაში სხვა ამერიკული თავდაცვითი ობიექტების შექმნაზე. ამერიკელ სამხედროებს ექნებათ უფლება, თავისუფლად გადაადგილდნენ გრენლანდიის თავდაცვით ზონებს შორის ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით. ამერიკულ თვითმფრინავებს შეეძლებათ გრენლანდიის ტერიტორიაზე გადაფრენა და დაშვება, ხოლო აშშ-ის გემებს – გრენლანდიის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილება.შეერთებულ შტატებს ექნება უფლება, შეშფოთება გამოთქვას თავდაცვითი ზონის სიახლოვეს ნებისმიერი შენობის, ობიექტის ან ნაგებობის მშენებლობასთან ან მისი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით, თუკი ეს თავდაცვითი ზონის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ეს უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გრენლანდიის საზოგადოებისა და გრენლანდიური ცხოვრების წესის ინტერესები, მათ შორის ნადირობა, თევზაობა და სხვა ტრადიციული, კულტურული, ისტორიული თუ სამომავლო საქმიანობა. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ გრენლანდიაში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში.შეთანხმება ითვალისწინებს ნატო-ს როლის გაზრდას არქტიკაში, განსაკუთრებით სამხედრო დაგეგმვის, სამხედრო ყოფნის, წვრთნების ჩატარებისა და სადაზვერვო მონაცემების ერთობლივი მოპოვების მიმართულებით. დანია ასევე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს არქტიკაში საკუთარი სამხედრო ყოფნისა და შესაძლებლობების გაძლიერება.გარდა ამისა, შეთანხმება ზღუდავს გრენლანდიაში მესამე ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკურ ყოფნას. ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო ობიექტების შექმნა ან მუდმივი სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნება, თუ ამის შესახებ შეთანხმების მონაწილეთა თანხმობა არ ექნებათ.ასევე შეზღუდვები შეეხებათ იმ სახელმწიფოებსა და ინვესტორებსაც, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრი, ნატო-ს პარტნიორი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათ შეეზღუდებათ კონტროლის მოპოვება ან მნიშვნელოვანი გავლენის დამყარება სტრატეგიულ სექტორებში, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში. აღნიშნული შეთანხმება უვადოა.იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ნატო-ს შემადგენლობაში დარჩეს და გადაიბაროს ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ამ შეთანხმებით ამჟამად დანიას ეკისრება“, – აღნიშნულია ტექსტში.
