ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026

ბიძინა ივანიშვილი – საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, მიმართულლება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გუნდს არ დაუშვია ისეთი უხეში შეცდომა, რომლითაც შესაძლოა, განვითარების პროცესი შეეფერხებულიყო. ივანიშვილის თქმით, ძალიან უყვარს პოლემიკა, თანაგუნდელების აზრის მოსმენა, რამაც უხეშ შეცდომებს აარიდა. „საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, რადგან მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით. სხვათაშორის, ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ, რომ რაღაც უხეში შეცდომები იყო. შეიძლება, რაღაც საკადრო შეცდომები გვქონდა პოლიტიკური არჩევის დროს, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი, მაგრამ ამანაც დიდად ვერ დააზარალა და შეაფერხა განვითარების პროცესი“, – განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, დიდი იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს, წვრილმანებში რომ ჩავიდე, ბევრს დავასახელებ, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ სტრატეგია სწორი იყო. საოცრად დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, სწორი მიმართულებით წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ისევ და ისევ ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება, არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გუნდში მაქსიმალურად უნდა მოხარშონ ყველა პრობლემა, ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია. მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით, აზრის მოსმენის საშუალება უნდა მისცენ. ცოტა ეს გამოცდილება აკლიათ, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი, პატივისცემა აქვთ. გუნდში ძალიან ნიჭიერი ხალხია, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვთ, შეგნებულად არ ვასახელებ ლიდერებს, გვარებს, ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. ვფიქრობ, უხეში შეცდომებისგან გადამარჩინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პოლემიკა და ყველასგან მინდა აზრის მოსმენა, საღი აზრის ძიებაში ვხარჯავ დიდ დროს. თუ იგივეს გააგრძელებს გუნდი, დაზღვეული იქნება უხეში შეცდომებისგან, თუმცა საქმეს ვინც აკეთებს, აუცილებლად აქვს გადაცდომები, მთავარია, უხეში, დიდი შეცდომები არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაზარალოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ, შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“- ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება:„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“ - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს ზურგიდან მიპარვით თავს დაესხა.

1000 ლარი მერიისგან – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სტიპენდიას

დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს.„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – ამჟამად ევროკაშირთან ჩვენი ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, ძალიან დაინტერესებული ვართ, ეს შევცვალოთ, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა

ჩვენ მზად ვართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, საქართველო ძალიან დაინტერესებულია, ეს შეცვალოს.„ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის მართლაც არსებითია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ნეგატიურ ტენდენციებსაც, მაგალითად, ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება მიგრაციას და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებულ უარყოფით ტენდენციებს. ჩვენთვის ეს მოვლენები შეშფოთებას იწვევს, ასე რომ, პირველი მიზეზი, რის გამოც მივიჩნევთ, რომ საქართველო ევროპული ერია, არის ღირებულებები, ტრადიციები და საქართველოს ევროპული კულტურა.მეორე საკითხი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, არის საქართველოს სტრატეგიული როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით. ამ მხრივაც ვხედავთ ევროპისთვის ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ევროპის ეკონომიკაზე. ვხედავთ, რომ ევროპამ დაკარგა კონკრეტული მარშრუტები აღმოსავლეთისკენ, ხოლო ევროპის კავშირი აზიასთან ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.ამ ვითარებაში, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთისკენ მიმავალ ერთადერთ გზად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მყარი კავშირების შენარჩუნება. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, მსოფლიოს დასავლურ ნაწილთან, ანუ ევროპასთან.ჩვენ მზად ვართ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. ევროკომისიამ უარი თქვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, მოგვიანებით კი, 2024 წლის ივნისში, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებაზე. ამჟამად, ჩვენი ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური და ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ, ეს შევცვალოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ორივე მხარეს თუ ექნება სურვილი, ევროკავშირში იხილოს ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული აზროვნებისა და ეკონომიკურად მყარი საქართველო, მჯერა, შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.„მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ძალიან გთხოვთ მთელი საქართველო გავერთიანდეთ მორჩილი ალექსი მოსიაშვილის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

უსმინეთ ყველაამთურქეთში კვლევების შედეგად დადგინდა რომ მორჩილი ალექსი მოსიაშვილის სიმსივნე აგრესიულად პროგრესირებს და გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ოპერაცია ჯდება 40,000 $დოლარი, ძალიან გთხოვთ მთელი საქართველო გავერთიანდეთ მის გადასარჩენად რათა აგროვდეს ეს თანხა და გაუკეთდეს ოპერაცია, ის მთლიანად კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი,ვისაც რამდენი შეგიძლიათ გთხოვთ დავეხმაროთ, ასევე გაავრცელეთ ეს ფოტო რომ ყველამ ნახონსასწრაფოააასევე გთხოვთ ილოცეთ მისთვისსაქ. ბანკი.#GE32BG0000000574051860თბს. ბანკი#GE24TB7569245064300054https://www.facebook.com/photo/?fbid=1568008192024327&set=a.555121589979664

ბოლო სიახლეები