პარასკევი, აპრილი 24, 2026

ბაჩო დოლიძე: ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც მოვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება

ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც ვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„არის საკითხები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთიანობა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა პროცესები მიმდინარეობს, აზრთასხვადასხვაობა ჩანს ბევრ საკითხებთან მიმართებაში. არის საკითხები, სადაც აბსოლუტური ერთიანობაა, ამ თვალსაზრისით, მთავარი იყო, რომ აღნიშნული აქცია ყოფილიყო იმ ფორმატში, რაც ფორმატშიც საუბარი იყო უფლებადამცველების მხრიდან, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური. შესაბამისად, ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც ვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქცია გამართავს და ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში, ომანსა და რუსეთში ჩავა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში, ომანსა და რუსეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.როგორც მედია წერს, ვიზიტის მიზანი კონსულტაციების გამართვა და მიმდინარე მოვლენების განხილვაა.„ვიზიტის მიზანია ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ასევე ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ისრაელის რეჟიმის მიერ წამოწყებული ომის ბოლოდროინდელი სიტუაციის განხილვა“, – აღნიშნულია ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

24  აპრილს - პარასკევსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა,  მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, ზოგან +11°-მდე, დღისით +11, +16°, ზოგან +20°-მდე; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +3, +8°.25  აპრილს - შაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით  -2, +3°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით  +7, +12°.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „ნიკორა ტრეიდის“ ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის, პროფესიული მიმართულებებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა იყო.ღონისძიების ფარგლებში „ნიკორა ტრეიდის“ შერჩევის გუნდის წევრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს კომპანიის ის სფეროები, სადაც დასაქმება რეალურად არის შესაძლებელი, ასევე ისაუბრეს კარიერული განვითარების პერსპექტივებზე და იმ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევადაა საჭირო.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს როგორც კერძო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობის გაღრმავებაზე. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, უნივერსიტეტის მიზანია კარიერული განვითარებისთვის სტუდენტებს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მისცეს სტაჟირების პროგრამებში ჩართვისა და სამუშაო პრაქტიკის მიღების მხრივ, ასევე, კარიერული სემინარებისა და ტრენინგების სახით.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და მათი შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ იმ კომპანიების საქმიანობას, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკაში და უკეთ გააცნობიერონ შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნები.ასეთი ინიციატივები სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ კარიერული გზის განსაზღვრაში, არამედ საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებასა და იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც თანამედროვე დასაქმების გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქნება ეს პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება თუ კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარები.უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილებისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა კარიერული ზრდის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორობის გასაღრმავებლად აქტიურად ვმუშაობთ როგორც კერძო სექტორთან, ისე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა სტუდენტებს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებისთვის, დასაქმების პერსპექტივების გაფართოებისთვის. ჩვენი აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ ეს გვიქმნის მოტივაციას, რომ აქტიური მუშაობა მომავალშიც გავაგრძელოთ, რათა ახალგაზრდებმა სწავლის პროცესშივე შეძლონ კარიერული გზისა და წარმატებული მომავლის დაგეგმვა“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.სტუ-ის ინფორმაციით, „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა დისკუსიაში ჩართულიყვნენ და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ. კომპანიის წარმომადგენლებმა მათ ამომწურავი პასუხები გასცეს, ასევე პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.

ლევან ხაბეიშვილი – სულ იმას ვუყუროთ, რას იტყვიან ბრიუსელში და ვაშინგტონში? გაეშვით სააკაშვილს, თავი ხომ არ მიარტყით რამეს? 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, დღეს რას...

მუდმივი დისკუსიაა, რას იტყვიან ბრიუსელში და ვაშინგტონში. ყველაზე საინტერესოა, რას ამბობენ წყაროზე სოფლებში, ქალაქებში. სულ იმას უნდა ვუყუროთ, ისინი რას იზამენ? ანწუხელიძე თავს რომ სწირავდა, კი არ ელოდებოდა, რას იტყვიან ბერლინში. საინტერესოა, რას იტყვიან აქ – ვარკეთილში, გლდანში, თემქაზე, ნაძალადევში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ყველა საგარეო პოლიტიკოსი გახდა, ბრიუსელიდან მეტი არაფერი მოხდება.„გიცხადებენ პირდაპირ, რომ ბანანის რესპუბლიკა ხართო, ადამიანის უფლებები არ გაქვთ, სასამართლო არ გაქვთ, სახელმწიფო ინსტიტუტები თქვენთან არ არის, მეტი რა თქვან?! ეს ხალხი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. პოლიტიკოსებს, რომლებიც მუდმივად ამბობენ, აი, ნახეთ ახლა რა მოხდება ვაშინგტონში, გეტყვით: არაფერი მოხდება, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის გასაკეთებელი.არ მაქვს ამ ერზე ისეთი წარმოდგენა, რომ ბრძოლისუნარიანები არ ვართ. ამდენი დისიდენტი ზის ციხეში. პაატა ბურჭულაძით დაწყებული, ირაკლი ნადირაძით გაგრძელებული, ძალიან ბევრნი არიან. მანამდე დაკავებული კიკნაძე იქნება, ცეცხლაძე თუ სხვები. ამდენი დისიდენტია ქვეყანაში, ეს დისიდენტებია დასაფასებელი. ვიღაც რომ ამბობს, მე არ ვიტყვი, „დავიწყებ და დავამთავრებო“, კარგი, უფრო ჭკვიანური თქვი რამე, თქვენ იმოქმედეთ უკეთესად.ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მკვლელი და დამსახიჩრებელი ხარება გამოცხადებულია ქტიტორად და პაატა ბურჭულაძე – მოძალადედ. ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? მსოფლიო ბანი, თითით საჩვენებელი კაცი არის მოძალადედ გამოცხადებული და ქტიტორი – ხარებაო. არც დისიდენტი გვაკლია, არც ოპოზიციონერი, მაგრამ რაღაც გაუგებარ თემებს არჩევენ.ოპოზიციური ალიანსის ხუთი განცხადებიდან სამი „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ეხება, არანორმალურია, ძმაო, სიგიჟეა. თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ლევან ხაბეიშვილი, ოღონდ გაათავისუფლეთ ეს ქვეყანა, ოღონდ სწორი ნაბიჯები გადადგით, ოღონდ იბრძოლეთ, ძმაო. მე ვიქნები თქვენი უკანასკნელი აგიგატორი, ყველას მოსამსახურედ დავდგები.ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიტყვები: 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებთ, 24-ში, ხალხო? ამას ნუ იტყვით, ჩემი რჩევაა. თქვენი არც გაკრიტიკება მინდა, მე ვარ ერთი თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ როგორ მაინტერესებს, რას აკეთებთ 6-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში?!იცით, რაზე ჩხუბობენ, იმან რაღაც პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო. მიშას უნდა ვუპასუხოთ სასწრაფოდო და ბიძინას რატომ არ პასუხობთ? 31 მარტს რომ დააანონსე 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპნია არ დაუწყიათ. იძახიან, მოლოდინი არ შევქმნათო. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომ პოლიტიკოსი ერიდება მოლოდინის შექმნას. რა მოლოდინი არ უნდა შექმნა? მერაბ კოსტავა ათი წელი ციხეში იჯდა, დისიდენტი კაცი, კი არ შეშინებია, არ გამომივა და მოდი, არ ვიტყვიო. პოლიტიკოსმა მოლოდინი უნდა შექმნა და გაიმარჯვო, თუ არ გამოვიდა, არა უშავს.მე არ ვყოფ ოპოზიციას ამ მხარეს თუ იმ მხარეს, ჩემი თავი თქვენს ნაწილად მიმაჩნია, არავისზე მაგარი, უკეთესი არ ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილს ვგულისხმობ. ხუთი წელია, ციხეში ზის და თურმე პოსტი ვერ დაუწერია, ვიღაცის რევიზია უნდა გაიაროს. თავი ხომ არ მიარტყით რამეს, კაცო?შეეშვით ერთმანეთს და რაც გინდათ, თუ გინდათ, მე გამლანძღეთ, რამე ქენით. პაატა ბურჭულაძეზე, ირაკლი ნადირაძეზე და სხვებზე, დისიდენტებზე არაფერი უნდა თქვან, გვერდი უნდა აუარონ, რადგან ღობეა თურმე ძალიან მნიშვნელოვანი, ყაველაშვილის ღობეზე ვგიჟდებით. თქვენს ნაწილად მიმაჩნია თავი. არავისზე უკეთესი მე არ ვარ, თქვენი წიაღიდან წამოსული გულშემატკივარი ვარ. არ გვაქვს ბევრი დრო. ტროტუარზე დგომასაც კრძალავენ უკვე, სუნთქვასაც გვიკრძალავენ, ბენზინი 4 ლარი ღირს. საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? ყვეკლა ოჯახს აქვს ვალი. თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცა ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკიდან“. 10 000 ლარს რომ იღებ და 18 000 ლარს რომ იხდი, სულ მცირე, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს?“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? ძალიან აცდენილი ხართ რეალობას, იქნებ, გადატვირთოთ რიტორიკა

ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს „რიტორიკის გადატვირთვისკენ მოუწოდებს“.„ქოცები სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო – დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: „სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო…“ მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილი, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორაა თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც ტელევიზიით გამოსვლის საშუალებები არ აქვს, ციხიდან ჩაგიკეტათ ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ, გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა, ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა, როგორც 2012-ში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები