
არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’ ?( იხილეთ ფოტომასალა )
10 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის შედეგად, უნივერსიტეტის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდნენ აკადემიური და
ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.
საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კადრებმა, სადაც ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რამაზ ხომერიკს
აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით მიათრევენ.
ჩვენი სააგენტოს რედაქცია იზიარებს და კარგად ხედავს იმ სოციალურ პრობლემებს,
რომელიც დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ. ასევე,
ვფიქრობთ, ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს
შესაბამისი მასშტაბის ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი. ხოლო თუ
სტუდენტების უფლებების დაცვის საქმეში თავად სტუდენტებიც ჩაერთვებიან,
მიგვაჩნია, რომ ასეთი პროცესი მისასალმებელია.
მაგრამ… განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე ისმის კითხვა, რეალურად
არის თუ არა საპროტესტო მოძრაობა სტუდენტური? მკითხველს ამასთან
დაკავშირებით ჩვენი წყაროს მიერ გამოგზავნილ ფოტომასალას ვუზიარებთ. ფოტოებზე
კარგად ჩანან არც თუ ისე სტუდენტური ასაკის, კარგი ფიზიკური მომზადების მქონე
ადამიანები, რომლებიც 10 ივნისის საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებით
აქტიურობდნენ. წყაროს ინფორმაციით აქციაზე მყოფი გარეშე პირებიდან ორი მათგანი
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
სწორედ, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისა და აღნიშნული კადრების ნახვის
შემდეგ ჩნდება, ვფიქრობთ, ლეგიმიტიმური კითხვა: ვინ და რას აპროტესტებს
უნივერსიტეტში? არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’. იხილეთ
ფოტომასალა:

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
იაგო ხვიჩია ვახტანგ გომელაურს: „მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ“
„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ რამეს დააკლებდით ამ სიტუაციაში, რადგან ადამიანურად...
ცოტნე ივანიშვილი მშობლებთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი მშობლებთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს-ბუნების სილამაზე და ქალური სინაზე
დიზაინერი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამზე” გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს, სადაც საოცრად ბუნებრივად გამოიყურება. კომენტარებში დადებით და თბილ შეფასებებს უხვად შეხვდებით: „ფანტასტიკური...
მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ დღეს შეკრულია ისე, როგორც არასდროს, რასაც ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი ოპონენტები და სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები
ნიკა გვარამიას პოსტი იყო აბსოლუტურად ამორალური, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მას გუნდი არ ჰყავს. კახა კალაძის გარშემო არის შეკრებილი...
ლევან დავითაშვილი – ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა
ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა...
იუსტიციის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; შშმ პირებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისების და...