ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026

არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’ ?( იხილეთ ფოტომასალა )

10 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის შედეგად, უნივერსიტეტის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდნენ აკადემიური და
ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.
საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კადრებმა, სადაც ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რამაზ ხომერიკს
აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით მიათრევენ.
ჩვენი სააგენტოს რედაქცია იზიარებს და კარგად ხედავს იმ სოციალურ პრობლემებს,
რომელიც დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ.  ასევე,
ვფიქრობთ, ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს
შესაბამისი მასშტაბის ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი. ხოლო თუ
სტუდენტების უფლებების დაცვის საქმეში თავად სტუდენტებიც ჩაერთვებიან,
მიგვაჩნია, რომ ასეთი პროცესი მისასალმებელია.
მაგრამ… განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე ისმის კითხვა, რეალურად
არის თუ არა საპროტესტო მოძრაობა სტუდენტური? მკითხველს ამასთან
დაკავშირებით ჩვენი წყაროს მიერ გამოგზავნილ ფოტომასალას ვუზიარებთ. ფოტოებზე
კარგად ჩანან არც თუ ისე სტუდენტური ასაკის, კარგი ფიზიკური მომზადების მქონე
ადამიანები, რომლებიც 10 ივნისის საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებით
აქტიურობდნენ. წყაროს ინფორმაციით აქციაზე მყოფი გარეშე პირებიდან ორი მათგანი
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
სწორედ, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისა და აღნიშნული კადრების ნახვის
შემდეგ ჩნდება, ვფიქრობთ, ლეგიმიტიმური კითხვა: ვინ და რას აპროტესტებს
უნივერსიტეტში? არის თუ არა სტუდენტური პროტესტი ,,სტუდენტური’’. იხილეთ
ფოტომასალა:

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს მიმართავს-დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი

დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთთქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით. მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.ცნობისვის ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანბთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით. დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი არარ ხარ მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობებირატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილისწორი ნაქთვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხისაჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.რა თანხები დაიხარჯა ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონებისაზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირადღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!მე აღარ ვაპირებ დუმილს!ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის"-წერს დავით ოქიტაშვილი.

„ქართული ოცნება“ – ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს.ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება და გამრავლების ხელშეწყობა.„„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია.ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა.ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება. კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი აღნიშნულ ტყეში გადაშენების პირასაა, მათი ხელახალი გაშვება კი ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსოფლიო პატრიარქი: განსაცდელების ჟამსაც კი, რწმენამ შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება, მცხეთის ტაძრები მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის ურღვევ კავშირს

სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლობის საპატრიარქოს ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს, ღვთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვაშია ნათქვამი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.როგორც მსოფლიო პატრიარქის სიტყავშია ნათქვამი, დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო – საქართველოს გამნათლებელი, მოციქულთა სწორი.„კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან.საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავის ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა მოწმობითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი, მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობა განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღმრთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ.ჩვენს საზოგადოებაში მყოფი ადამიანები, სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლურო სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ ახსარებას: „ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნიჭი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმავოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.მიმდინარე წლის მარტში, ჩვენ თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის წესს. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის.თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი, როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს, იმ სამწყსოს წინამძღვრობისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით. ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლისა და კურთხევას“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

შიო მესამე – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ...

გულითადად გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას, წმიდათა მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას. დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, საქართველოს ისტორია მეტყველებს, რომ, მრავალი განსაცდელისა და დაცემის მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან.„დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე.ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიის და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზის და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა, ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში, ღვთის განგებულებით და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლი, საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი, კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დავანება, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. წერს იგი: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განურღვეველი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალოვნად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა. სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქის განცხადებით, სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად.„სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტესშობამდე ექვსასი წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული. ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე – საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა“, – განაცხადა შიო მესამემ.ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის.„ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქის განმარტებით, დღეს ასევე აღინიშნება ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა.„კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

მიხეილ ყაველაშვილი – დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ სულიერ საწყისებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი თანაარსებობა

სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.მისი თქმით, „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“.„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე – მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ საწყისების გაფრთხილება.„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები