ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

აკაკი მინაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას

ტინი კოქსი იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მინდა შევახსენო ყველას, ტინი კოქსი იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას, უჭერდა მხარს იმ მიდგომებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა გამოყენებულიყო”- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს მხარი დაუჭირა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა.სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტა „დაფიქსირდა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გავლით და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალ მდგომარეობაში“.„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმებს, ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს

ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს. ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ამის ნაცვლად, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო ძლიერების ნამდვილი ღირებულება ბრძოლის ველზე კი არა, ომის პრევენციაშია.„ყველა მხარე უნდა იცავდეს გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს და თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან. ეს ასევე ემსახურება ყველა მხარის, მათ შორის ისრაელის ფუნდამენტურ ინტერესებს. წლების განმავლობაში ჩინეთი ერთგული იყო ირანის ბირთვული საკითხის პოლიტიკური მოგვარების წინსვლის მიმართ. ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, რაც ასევე ითვალისწინებდა ისრაელის უსაფრთხოების საკითხებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სამხედრო დარტყმებმა შეაფერხა“, – განაცხადა ვან იმ.ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და უკონტროლო გამწვავება.

პედრო სანჩესი – რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა წარსულის შეცდომებს, არა – ომს

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.მისი თქმით, მაშინ ევროპის პასუხი უნდა ყოფილიყო ახლანდელი პასუხი: არა საერთასორისო სამართლის დარღვევებს, ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გავაჭრათ.„მსოფლიო, ევროპა და ესპანეთი აქამდეც აღმოჩენილან კრიტიკული მომენტის წინაშე. რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა. მაშინ ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენი ახლანდელი პასუხი: არა საერთასორისო სამართლის დარღვევებს, არა ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გავაჭრათ, არა წარსულის შეცდომებს, არა – ომს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ლიეტუვაში აცხადებენ, რომ განიხილავენ აშშ-ის დახმარებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში და შეუძლიათ ჯარების გაგზავნაც კი, თუ ვაშინგტონი ამას მოითხოვს

ლიეტუვა განიხილავს აშშ-ის დახმარებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში და შეუძლია ჯარების გაგზავნაც კი, თუ ვაშინგტონი ამას მოითხოვს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ განაცხადა.ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ლიეტუვას აშშ-ისგან ჯარების გაგზავნის თაობაზე არანაირი მოთხოვნა არ მიუღია. სკაისგირიტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვის ძალების გაგზავნის შესახებ ნებისმიერი განხილვა ჰიპოთეტურია.ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-სა და ისრაელს ირანზე დარტყმების განხორციელების საფუძველი ჰქონდათ და ამ ნაბიჯს გარდაუვალი უწოდა ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით თეირანის პოზიციის გამო.„სამწუხაროდ, ირანმა არ გაითვალისწინა აშშ-ის მოთხოვნები ურანის გამდიდრების შეჩერების, ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერების შესახებ და პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ და ისრაელი ამ შემთხვევაში სწორად მოიქცნენ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ირაკლი კობახიძე – სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე

მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანათავმჯდომარის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად, პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე.„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანათავმჯდომარის რანგში. ჩვენი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

ბოლო სიახლეები