ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026

ადამ კიზინგერი – მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას

ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

„ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან ყოველდღე და რუსეთის ოკუპაცია გრძელდება. გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია აქ და აშშ-შიც. ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. ეს არის კიბერთავდასხმები. ასევე, ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ამასთან, აშშ-ი და საქართველო აღიარებენ მტკიცე მეგობრობას. მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას“, – განაცხადა ადამ კიზინგერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ ,,სადახლო – საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შეეცადა ფეხსაცმელებსა და წინდებში განთავსებული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოეტანა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკით, თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს

პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების ოთხმოცდამეხუთე წლისთავს, ეს იუბილე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მემკვიდრეობის, მისი გონებრივი პოტენციალისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მეცნიერება თავისი არსით არის ადამიანის მიერ იმ ღვთიური კანონზომიერებების ამოკითხვისა და წვდომის მცდელობა, რომლებიც სამყაროს უდევს საფუძვლად.„შესაბამისად, ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს შემოქმედთან. მეცნიერების განვითარებამ ფუნდამენტური როლი შეასრულა კაცობრიობის ევოლუციაში, რადგან ნათლად დაგვანახა, რომ სამყაროს შეცნობა და ჩვენი ყოფიერების უკეთესობისკენ გარდაქმნა ადამიანის ხელთ არსებული, რეალური შესაძლებლობაა. მეცნიერება არ არის მხოლოდ აკადემიურ წრეებსა თუ ლაბორატორიებში მიმდინარე დახურული პროცესი, ის უშუალოდ ქმნის იმ რეალობას, რომელშიც ყოველდღიურად ვარსებობთ. მეცნიერება ერთდროულად ორი ფუნდამენტური მიმართულებით ცვლის ჩვენს სამყაროს: ერთი მხრივ, ტექნოლოგიური პროგრესის სახით, ის უწყვეტად გარდაქმნის და აუმჯობესებს ჩვენს ყოფით გარემოს, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივად ავსებს და აფართოებს ადამიანთა წარმოდგენას სამყაროზე. მცირე ერებში სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია სპეციფიკურ, ხშირად რთულ გამოწვევებთან. ეს შეიძლება იყოს შეზღუდული ფინანსური რესურსები, მასშტაბური კვლევითი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ე.წ. ტვინების გადინების მუდმივი საფრთხე. შესაბამისად, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მეცნიერებაში წარმატების მიღწევა ნიშნავს უწყვეტ ბრძოლას გლობალურ, უთანასწორო კონკურენციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს.„ჩვენი წარსული გამოცდილება გვასწავლის, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თუ ერის ინტელექტუალური ვექტორი და სახელმწიფოს ხედვა ერთიანი ეროვნული მიზნისკენ მიიმართება, ჩვენ თანამედროვეობის ურთულეს გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ. დღევანდელი გლობალური კრიზისები, თავისი არსით, გარკვეულწილად მეცნიერებასა და პროცესების სიღრმისეულ გააზრებსაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოები არ ფლობენ დიდ მატერიალურ რესურსს, ჩვენი სურვილია, აქტიური და პოზიტიური როლი ვითამაშოთ გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, საქართველო იქცეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად — სივრცედ, სადაც სამეცნიერო პროცესი ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის გზებს შესთავაზებს. ეს კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს. 85 წელი დიდი და საამაყო ისტორიაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიარა რთული გზა, გამოზარდა თაობები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ იუბილეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა – ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით", - აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“.ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ – ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით

ერთი დღის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რიყის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს აღნიშნულ სამშენებლო პროექტს.„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის ფეისბუქპოსტში, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ ათსართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ს გამოყენებით, თუმცა როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებს ზოგადად ქალაქის ბედი,  ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი ათსართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ სივრცეში განხორციელდება ისეთი პროექტი, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას არ შეეწინააღმდეგება. შემოსული პროექტი კი საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.„ვიცი 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ბიბისი“ – ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს.ბიულეტენების 85%-ის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს პარტიასა და მის მოკავშირეებს 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი აქვთ, ხოლო გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით მოქმედ ბლოკს – 48.როგორც „ბიბისი“ წერს, არაბულმა პარტიებმა, რომლებიც ჯამში რეკორდულ 19 მანდატს იღებენ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულონ.მედიის ცნობით, შედეგები წინასწარია და ხმების დათვლის პროცესში შესაძლოა, შეიცვალოს. დასათვლელია ჯარისკაცებისა და დიპლომატების მიერ საზღვარგარეთ ან სამხედრო ბაზებზე მიცემული 430-დან 480 ათასამდე ხმა. შესაბამისად, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა, ორ დღემდე დასჭირდეს.ორივე ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი კოალიციის შექმნას შეეცდება.შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ყველა ფრაქციასთან კონსულტაციებს გამართავს და მთავრობის ფორმირებას იმ პოლიტიკურ ლიდერს დაავალებს, რომელსაც, მისი შეფასებით, ამის მეტი შანსი ექნება.

ბოლო სიახლეები