კვირა, იანვარი 19, 2025

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კვლავ ელოდებიან ისრაელისგან პალესტინელი პატიმრების სიას, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კვლავ ელოდებიან ისრაელისგან პალესტინელი პატიმრების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიას, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.

გავრცელებულ განცხადებაში „ჰამასი“ აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ყოველი გათავისუფლებული ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება. შესაბამისად დღეს 90 პატიმრის დაბრუნებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს სახლში დაბრუნებას ულოცავს – პირობას ვდებ, ყველას დავაბრუნებთ სახლში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს სახლში დაბრუნებას ულოცავს. „ეს მომენტი ჩვენი გმირი მებრძოლების თავგანწირვითა და ბრძოლით იქნა მიღწეული. პირობას ვდებ, რომ ყველას დავაბრუნებთ სახლში“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება 19 იანვარს შევიდა ძალაში, რომლის ფარგლებშიც უკვე გათავისუფლდა სამი მძევალი. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წითელმა ჯვარმა სამივე მძევალი გადასცა სპეციალურ სამხედროებს.

ვიდეო: დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიცაა ილია მეორესთან სტუმრობა

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ”მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად საქართველოს! დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, სტუმრობაა. კირიე ელეისონ! უფალო, შეგვიწყალე! ”  

„გავიგე, “ფლეშკებით” გავქცეულვარ საქართველოდან“ – რას წერს რატი ბრეგაძე

გავიგე, „ფლეშკებით“ გავქცეულვარ საქართველოდან. ტყუილია და სიმართლე კი იმაშია, რომ ბაინდერებით მაქვს წაღებული ინფორმაცია, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „გავიგე, „ფლეშკებით” გავქცეულვარ საქართველოდან. ტყუილია და სიმართლე კი იმაშია, რომ ბაინდერებით მაქვს წაღებული ინფორმაცია.   ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ კი ვიღაც-ვიღაცეებს დაუძველდა მეთოდები. გულმხურვალე მოკითხვა და გამოდი, გიცანი“ . - წერს რატი ბრეგაძე.  

საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „გარდაიცვალა ჩვენი გუნდის წევრი გია ჯგერენაია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

„ფრთხილად და ყურადღებით იყავით წყალთან…“ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება და გაფრთხილება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 19 იანვრით თარიღდება. ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები