ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი 50,021 შეადგენს, ტერიტორიის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით ყოველ 50-ე ადამიანს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სულ 113 274 ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან ხანდაზმული ადამიანები არიან.

„ბიბისის” ცნობით, ეს არის მხოლოდ საავადმყოფოებში რეგისტრირებული გარდაცვლილების მონაცემები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპმა ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა.ტრამპის თქმით, არჩერს არასამართლიანად მოექცნენ და ის „დაზარალდა“.„ბევრმა მთხოვა ამის გაკეთება, ვფიქრობ, მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ. გადავხედე, შევისწავლე ჩანაწერები და ის იყო დანაშაულის მსხვერპლი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დევონ არჩერი ფინანსურ თაღლითობის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2022 წელს დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიესაჯა.2023 წელს იგი კონგრესის მოსმენებზე მოწმის სახით გამოიძახეს, სადაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ჰანტერ ბაიდენი არაერთხელ ქმნიდა შთაბეჭდილებას ბიზნესპარტნიორებზე, რომ მას ჰქონდა საქმიანი კავშირი მამასთან, ვიდრე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ოფიციალურად ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს რაიმე კავშირი ჰქონდა ვაჟის საქმიანობასთან.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება მას მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

ახალგაზრდა ქალს, თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკიGE04BG0000000594641293  მიმღები - ცირა მუსელიანითიბისი ბანკიGE47TB7413345068100038 მიმღები - თეონა მუსელიანი

დონალდ ტრამპი – შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ ამჟამად რუსეთის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას განვიხილავთ, დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად.ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია კრემლის მიერ დასახელებულ პირობებს სიღრმისეულად სწავლობს.„ჩვენ ამჟამად ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს ვიკვლევთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, უკრაინასთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის შესახებაც არასოდეს უნდა გვეფიქრა. ეს არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ, ამის თქმა შემიძლია. მიმდინარეობს ძალიან დიდი და დეტალური მოლაპარაკებები ორივე ფრონტზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია, მაგრამ გამოთქვამს იმედს, რომ მხარეები შეძლებენ დიალოგს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სახელი ესპანეთის ქალაქ ტოლედოს ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა.ღონისძიება ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა. გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელებმა მერთან, კარლოს ველასკესთან შეთანხმებით მიიღეს.„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.28 წლის მებრძოლმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო ის ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. მიმდინარე წლის დასაწყისში თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.ასევე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა. ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. 2015 წელს პროფესიონალთა შორის მისი დებიუტი შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.

ბოლო სიახლეები