ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

ჯუმბერ ბუზალაძე – ბარკალაიას ავტოსადგომზე მეყენა მანქანები, როდესაც მოვიდა მერაბიშვილი, გადაუსვა ხელი, დაიწყეს ძიება, შემდეგ გავიგე, რომ მერაბიშვილს მანქანა მეუღლისთვის უნდოდა, კოდუას კი – ნანუკასთვის

საქართველოს პარლამენტში, სადაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, ჯუმბერ ბუზალაძეს უსმენენ.

კომისიის სხდომაზე განიხილება 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები.

როგორც ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, 2005 წელს ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები მოეწონათ და შემდეგ გაიგო, რომ მათ ეს მანქანები მეუღლეებისთვის, თაკო სალაყაიასთვის და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის სჭირდებოდათ.

„2005 წელს დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში, ჩავდიოდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე. ახლობელი გვყავდა და თუ გაქვთ საშუალება, მანქანები მიჰყავთ აქედან და რაღაც რჩებაო. ჯერ უბრალო მანქანები წამოვიყვანე, შემდეგ ჩავდე ბინა და საოფისე ფართი დიღომში. მარჯვენასაჭიანები იყო და საჭის გადატანა დამჭირდა. სულ სამი მანქანა შევიძინე, თითო მანქანის გადაკეთება 3 500-დან 4 ათასამდე დამიჯდა, ზუსტად არ მახსოვს. დუბაიში იანვარში შევიძინე და მარტში-აპრილში წამოვიდა გემით. ჩამომყავს თბილისში, მაქვს ყველანაირი საბუთი. შემდეგ გადამყავს მანქანები, ავტოსადგომიდან ავტოსადგომზე. გელა ბარკალაიამ მითხრა, ჩემთან დააყენე, უფრო გაიყიდებაო. დავუჯერე. გადავიყვანე ორივე მანქანა ბარკალაიას ავტოსადგომზე, თბილისში სანაპიროზე. 2005 წელია. ვხედავ, თანამშრომლების ჩოჩქოლია, ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები, უნდა შევამოწმოთო. ერთ-ერთი უფროსი ურეკავს მათ ზემდგომს და ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთო. წავედით, გავყევი მეც. მაშინ სოდ-ი იყო, წინა მხარეს უყენია ორივე, ვუყურებ ჩემს მანქანებს, გული გამისკდა. მოდის ბატონი მერაბიშვილი, მოეწონა, გადაუსვა ხელი ერთ მანქანასაც, მეორესაც, ეცინება. დაიწყეს ძიება. შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ჯონდის. გავიგე, რომ ერთს მეუღლისთვის უნდოდა და კოდუას კიდევ ნანუკასთვის“, – აღნიშნა ბუზალაძემ.

კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვაზე, საიდან იცის, რომ ეს მანქანები ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას მანქანები მაუღლეებისთვის უნდოდათ, ჯუმბერ ბუზალაძემ განაცხადა:

„ერთ გორელს ჰყავდა ჩემი მანქანისნაირი შინდისფერი, თუ წითელი. ედავა, ედავა მას და ვერ წაართვა. მე მომერია. ნანუკა შემოვარდა გამოძიების დროს სოდ-ის შენობაში, საბურთალოზე ორი ოპერატორით, გადამიღო. სამი ადვოკატი მყავდა და ისინი მიხვდნენ, ვინც იყო, მე ვერ მივხვდი. მერე გამომაცხადა „რუსთავი 2“-ში, თითქოს მე ვარ იაკუძას მაფიასთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და იქიდან მომყავს საქართველოში. დაკითხვის დროს შემოვიდა, მკითხავდა გამომძიებელი გულედანი“, – განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.

თეა წულუკიანის კითხვაზე, „რით დამთავრდა გამოძიება“, ბუზალაძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„ავადმყოფობები ავიკიდე, ამიწია შაქარმა, ყურის აპკები დამისკდა, ოთხი სტენტირება დამჭირდა, დამაინვალიდეს ნერვიულობისგან. დამატებით კიდევ ერთი რამ მოხდა. ვადა გასდიოდა მანქანებს და განვაბაჟე, რომ ჯარიმები არ მოსულიყო. როცა წაიყვანეს, უკვე განბაჟებული მქონდა. ორ თანამშრომელს აკიდეს ე.წ. სროკი, ვითომ ფული გადავიხადე და განვაბაჟე. მე ავუხსენი, როგორც მოხდა განბაჟება. არასწორად მოხდა განბაჟებაო და ისინი დაიჭირეს. ვუთხარი, რომ ვიდრე წამოიყვანდით, მე წინა დღეს განბაჟებული მქონდა-მეთქი და ფულიც ჩარიცხული. მისაყვედურეს, რატომ იჩქარე განბაჟებაო.

ერთი წელი ორთაჭალაში არსებულ ციხეში ვიჯექი ამ მანქანების გამო. ეს მანქანები საბოლოოდ ვისი საკუთრება გახდა, არ ვიცი. მერე კოდუას სამინისტროს დარჩა, თუ ვის, არ ვიცი. სახლები დავკარგეთ. ორი წელი მომისაჯეს. არეშიძე იყო რუსთავიდან ახალი გადმოყვანილი. სამი-ოთხი მოსამართლე შეიცვალა დროთა განმავლობაში. გამოიტანა რწლიანი განაჩენი. ერთი წელი ჩამითვალეს იქ ყოფნაში, მეორე – მიმაგრებას რომ ეძახიან, ის მომცეს. კმაყოფილი ხარო? მე ვუპასუხე, რომ – არა. მირჩევნია, შემატრიალოთ, ის ერთიც იქ რომ მოვიხადო-მეთქი. ადგა და გამიუქმა, ეს ერთი წელი დამიტოვა“, – განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი და სამარცხვინო რეპორტიორი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტ პიტერ ალექსანდერსის შეკითხვამ, რომელიც კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ბოინგს ეხებოდა.„ეს შესანიშნავი რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვა რამეზეც. ეს არის NBC, რომელიც ცდილობს იმ თემიდან გადახვევას, რაც თქვენ ახლახანს ნახეთ“, – თქვა ტრამპმა.ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე ტრამპს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს თეთრკანიანი ფერმერების გენოციდის შესახებ ვიდეოს აჩვენებდა.„იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც საჭიროა რეპორტიორობისთვის. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის გარდა კატარი 5,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს აშშ-ში.„თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან ბრაიან რობერტსი და ის ხალხი, ვინც იმ ადგილს მართავს, გამოძიებას საჭიროებენ. თქვენ სამარცხვინო ხართ. მეტი კითხვა თქვენგან აღარ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.

მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზაობას გამოთქვამს ომის დასასრულებლად იმ მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური“, – თქვა ნეთანიაჰუმ.ის ასევე აღნიშნავს, რომ ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ იქაურობის დატოვება, შეძლებენ ამის გაკეთებას.ნეთანიაჰუს განცხადებით, აუცილებელია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება და ამისთვის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა, რაც მოიცავს სექტორში ძირითადი დახმარების საგნების მიწოდებას, აშშ-ის კომპანიების მიერ საკვების დისტრიბუციის პუნქტების გახსნას, რომლებსაც ისრაელის სამხედრო ძალები დაიცავენ და სამოქალაქო პირების დასაცავად ზონის შექმნას ღაზაზე უსაფრთხოების კონტროლის მიღების შემდეგ.

ანა წითლიძე – ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, როდესაც მიტინგზე ეძახდნენ, „დედოფალო“, მაშინაც არ მქონდა მოლოდინი

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის თავის ირგვლივაც, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძე, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვედრებზე მიდიოდა, არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი „რამეს იზამდა“.მისივე განმარტებით, მიუხედავად მოლოდინებისა და დამოკიდებულებისა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანობისთვის ყველაფერი გააკეთა.„ერთიანობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. არა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დედოფალი გვეგონა და ყველაფრის შემძლე იყო. არც იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინა ცხოვრებიდან გაკეთებული განცხადებები დაგვავიწყდა, ან ბევრი მისი ქმედება – არა! „ნაციონალურ მოძრაობას“ მიგვაჩნდა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი არასამართლიანი პოზიციისა, ყველაფერი გავაკეთეთ ერთობისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო უფრო ნოყიერი. მიუხედავად პირადი თავდასხმებისა, შეურაცხყოფებისა, მათ შორის შიგნით შეხვედრებზე, ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, რადგან გვჯეროდა და გვჯერა, რომ ერთიანი ფრონტი არის ის, რაც ამ რეჟიმს დაამარცხებს.სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია. ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის თავის ირგვლივაც.ჩვენ, როდესაც სალომესთან შეხვედრებზე დავდიოდით და იქ ვმონაწილეობდით, მაშინაც არ გვქონია მოლოდინი. არანაირი მოლოდინი არ მქონდა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამ საზოგადოებას თავისი უნდა ენახა. მახსოვს, სალომე მიტინგებზე რომ მოდიოდა ეძახდნენ – „დედოფალო“, ეგონათ, სალომე ზურაბიშვილი რამეს იზამდა. მაშინაც, როდესაც „დედოფალო“ ეძახდნენ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ რამეს იზამდა“, – განაცხადა წითლიძემ.ამასთან, წითლიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ძალა, ვინც 4 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ღალატის ტოლფასი.გარდა ამისა, მისივე მოსაზრებით, ის პარტია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თვითონ დაზიანდება და ამასთან ლუსტრაციისთვისაც კარგი იქნება, რადგან ოპოზიციის ველზე ერთხელ და სამუდამოდ ნათელი გახდება, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია.„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მეტი მკაფიოობა უნდა იყოს. ყველა, ვინც განიხილავს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს იმ მოცემულობით, რაც გვაქვს, ჩემი აზრით, ეს არის ღალატის ტოლფასი ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ქუჩაში დგას და იბრძვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, ვინც ციხეში ზის.ამ ბრძოლაში პრინციპული უნდა იყო. ვინც ფიქრობს, რომ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დაზიანდება თვითონ და ამომრჩეველთან გადაიხდის ამის ფასს. რეალურად, ეს ლუსტრაციისთვის კარგია, რადგან ოპოზიციის ველზე ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ნათელი, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია“, – განაცხადა წითლიძემ.

ხვალ ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღეა – მოამზადეთ 40 სანთელი და ჩაიფიქრეთ სანუკვარი სურვილი, რომელიც 40 დღეში ახდება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება. 22 მაისს ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა, ხოლო 19 დეკემბერი კი – წმინდანის ხსენების დღე. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკეობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.22 მაისი განსაკუთრებული სულიერი ძალით არის სავსე, რადგან უძველესი დროიდან წმინდა ნიკოლოზს მიეწერება ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში დახმარებისა და შინაგანი სურვილების შესრულების უნარი. დღესასწაული ფართოდ არის ცნობილი და მას თან ახლავს სპეციალური რიტუალები და ლოცვები, რომლებიც მიზნად ისახავს ოცნებების ასრულებას და პრობლემებისგან დაცვას. მორწმუნეები არა მხოლოდ წმინდანს მიმართავენ თხოვნით, არამედ ცდილობენ შეინარჩუნონ ტრადიციები, რომლებიც ჩვენი წინაპრებისგან მოგვივიდა - ბოლოს და ბოლოს, სწორედ მათშია სიბრძნე, თაობებს შორის კავშირი და სულიერი მხარდაჭერა.წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ცხოვრების ისტორია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია, რომელიც ცნობილია თავისი უსაზღვრო სიკეთით, თანაგრძნობითა და სასწაულებით. ის დაიბადა III საუკუნეში პატარას ქალაქში, რომელიც მდებარეობდა მცირე აზიის (თანამედროვე თურქეთი) უძველეს ლიკიაში, ღვთისმოსავ და მდიდარ ოჯახში. ბავშვობიდანვე ღრმა რწმენა და სულიერი ცოდნისკენ სწრაფვა გამოავლინა. მან ადრევე დაიწყო წმინდა წერილის შესწავლა და თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა. მისი ოჯახი და მეგობრები მას განსაკუთრებულ ადამიანად თვლიდნენ, რომელიც დიდი მისიისთვის იყო შერჩეული. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დიდი ქონება მემკვიდრეობით მიიღო, მაგრამ ფუფუნებაში არ ცხოვრობდა - პირიქით, ის თავის ქონებას გაჭირვებულებს ურიგებდა, ფარულად კი კეთილ საქმეებს აკეთებდა.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია, რომელმაც ნიკოლოზი ცნობილი გახადა, ღარიბ ოჯახზეა, რომლის მამაც, სიღარიბისგან სასოწარკვეთილი, თავის სამ ქალიშვილს ბორდელში ამუსავებდა. ამის შესახებ რომ შეიტყო, ნიკოლოზმა  ფარულად ოქროს ტომრები ჩააგდო მათ სახლში - თითო თითოეული ქალიშვილისთვის, რითაც ისინი სირცხვილისგან იხსნა და სიყვარულითა და პატივით დაქორწინების შესაძლებლობა მისცა.დროთა განმავლობაში ნიკოლოზი ლიკიის ქალაქ მირას მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ სასულიერო პირს ხილვა ჰქონდა: ვინც დილით ეკლესიაში პირველი შევიდოდა, ახალი ეპისკოპოსი გახდებოდა. ეს კაცი ნიკოლოზი აღმოჩნდა.როგორც მთავარეპისკოპოსი, ის დაუღალავად ეხმარებოდა ღარიბებს, იცავდა უდანაშაულოდ მსჯავრდადებულებს და სასწაულებრივად კურნავდა ტანჯულებს. მისი სულიერი გავლენა დიდია მისი გარდაცვალების შემდეგაც: წმინდანის რელიკვიები იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს, სადაც ისინი დღემდე ინახება და თავად წმინდანს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლობაში, არამედ კათოლიკურ ეკლესიაშიც.წმინდა ნიკოლოზი თავდაუზოგავი დახმარების, რწმენისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა და მილიონობით მორწმუნე დღემდე ლოცვით მიმართავს მას, იმედოვნებს შუამდგომლობასა და სასწაულს. რიტუალი წმინდა ნიკოლოზის დღეს, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ უძველესი დროიდან მოყოლებული, წმინდა ნიკოლოზის დღე, რომელიც 22 მაისს აღინიშნება, განსაკუთრებულ დროდ ითვლება, როდესაც სამოთხის კარიბჭე იხსნება და ლოცვები და თხოვნები განსაკუთრებით სწრაფად აღწევს წმინდანამდე. ამ დღეს მორწმუნეები სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ: ქალები სთხოვდნენ საქმროებს და ასევე სრულდებოდა რიტუალები სიმდიდრის, იღბლისა და კარგი ჯანმრთელობის მოსაზიდად. პოპულარული რწმენის თანახმად, სანუკვარი სურვილის ასრულების რიტუალს განსაკუთრებული ძალა აქვს. ჩვეულებრივია მისი ჩატარება 22 მაისს დილით ადრე ან გვიან ღამით - ჩუმად და სრულ მარტოობაშია საჭირო, ისე, რომ არაფერი უშლიდეს ხელს მთავარ საკითხზე კონცენტრირებას.რიტუალისთვის დაგჭირდებათ ცვილის, საეკლესიო 40 სანთელი და წმინდა ნიკოლოზის ხატი. სანთლები წინასწარ მოთავსებულია კონტეინერში, რომელშიც ქვიშაა ჩაყრილი, ხოლო ცენტრში ხატია მოთავსებული. ოთახი ბნელი უნდა იყოს - მხოლოდ მოციმციმე ცეცხლი და სიჩუმე.სანთლების ანთებისას, თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება ერთ, თქვენს ყველაზე სანუკვარ სურვილზე. ეს გონებრივად უნდა წარმოიდგინოთ, თითქოს ის უკვე შესრულებულია. ამ მომენტში წმინდა ნიკოლოზისადმი ლოცვა წაიკითხოთ, გულწრფელი თხოვნით დახმარებისა და სასწაულის შესახებ.რიტუალი სრულდება მაშინ, როდესაც ყველა 40 სანთელი მთლიანად დაიწვება. ამის შემდეგ, ხატი ფრთხილად უნდა მოთავსდეს ბალიშის ქვეშ და იქ 40 დღის განმავლობაში შეინახოს. ითვლება, რომ სწორედ ამ პერიოდში შეასრულებს წმინდა ნიკოლოზი თხოვნას, თუ ის ნაკარნახევი იყო სუფთა გულიდან და კეთილი ზრახვებით.

ბოლო სიახლეები