მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა იქნება ერთ-ერთი ძლიერი მოტივაცია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ოფიცერთა შემადგენლობისთვის და არა მარტო, ჩვენ სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის სერჟანტთა და რიგით კაპრალების კატეგორიაშიც ვფიქრობთ გავაჩინოთ აღნიშნულია გრძელვადიანი მოტივაცია და ანალოგიური პროექტები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ რეკორდულ დროში მოვახერხეთ აღნიშნული ობიექტის ჩაბარება. 1050 სახლია, მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, როგორც ეს ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ჩვენ მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობას დავიწყებთ. მაცხოვრებლები სავარაუდოდ შემდეგი თვიდან შეძლებენ ბინების რემონტი დაიწყონ. ის პირობა, რაც სამხედრო მოსამსახურეებს დავუდეთ შევასრულეთ მაღალხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
