ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

ჯორჯია მელონი – ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს, თუ ის არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.

„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღმიშნა მელონიმ.

მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.

„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ვხედავდით, რომ ფულს აგროვებდნენ, რათა შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას“ – ვატო შაქარიშვილი

"ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საუბრობს. სწორედ "ნეიტრალური საქართველოა", რომლის მიმართვის საფუძველზეც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო."იგივე ჯარიმების ნაწილში, რასაც თავად აღიარებენ, რომ ისინი იხდიდნენ კონკრეტულ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს, ეს პირდაპირ ნიშნავს მოწოდებას და წახალისებას, რომ რეციდივი მოხდეს და განმეორებით ჩაიდინონ ადამიანებმა დანაშაული. არა მხოლოდ ის ადმინისტრაციული დანაშაულები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულები. ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას. ვხედავდით, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს ისინი ცეცხლს უხსნიდნენ ფოიერვერკების საშუალებებით, სწორედ ამ ფულით ხდებოდა მათი შესყიდვა. დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ამის მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ აგენტურული ქსელის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთით," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის მკვლელობის დამკვეთი: მედია

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი.მედია წერს, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაშა შუშანაშვილმა დაუკვეთა.ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსთავსკი)შეგახსენებთ, რომ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები – გურამ მაჭარაშვილი

ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები - USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.„ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები - USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რევოლუციურ სცენარებს საქართველოში. USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები, დაარქვეს იქ „ნანუკას ფონდი“, იმის ფონდი და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები. როდესაც სახელმწიფოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ამ პროცესებს რომ აფინანსებ, ეს ბუნებრივი მომენტია, რომ, რა თქმა უნდა, გამოძიებას ამ ფონდთან გარკვეული კითხვები ექნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.დაყადაღებული ფონდები მმართველი გუნდის შეფასებით არეულობას აფინანსებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ძალადობას ახალისებდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ მომავალი არქიტექტორების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ - გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციას, რომელშიც 100-ზე მეტი სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა აღნიშნა, გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო და ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.„სივრცული კომპოზიცია არქიტექტურის არსია, ის არის მოცულობების, ფორმებისა და სივრცეების გააზრებული განლაგება, რათა შეიქმნას ჰარმონია და ესთეტიკური ღირებულება. ნებისმიერი სტრუქტურა, ყველაზე მარტივი საცხოვრებელი სახლიდან დაწყებული და ყველაზე რთული ურბანული ლანდშაფტით დამთავრებული, სივრცული კომპოზიციის პროდუქტია. ის განსაზღვრავს, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვურთიერთობთ გარემოსთან და გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებზე, კულტურულ იდენტობაზეც კი. დღევანდელი გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირველკურსელების ნამუშევრებში ასახულია მათი ცოდნა. თითოეულ ნამუშევარში ჩანს როგორ ახერხებს სტუდენტი ელემენტთა დაბალანსებას, როგორ მანიპულირებს შუქ-ჩრდილებით, როგორ გარდაქმნის აბსტრაქტულ იდეებს რეალურ ფორმებში. ეს არის ჩვენი, პედაგოგების მისია და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტები წარმატებით ივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას“, - აცხადებს დეკანი.სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს, პროფესორებს, სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას.როგორც დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ ღონისძიების გახსნისას განაცხადა, სტუდენტური გამოფენა, რომელსაც ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს, ხელს უწყობს მომავალი არქიტექტორებს, პროფესორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას.„სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულებები, მივიღოთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ამგვარად, ის მნიშვნელოვანი ხიდია აკადემიურ სამყაროსა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის. დღეს, როდესაც სტუდენტების ნამუშევრებს დაათვალიერებთ, მოგიწოდებთ, არა მხოლოდ აღფრთოვანდეთ ექსპოზიციით, არამედ დაფიქრდეთ სივრცული კომპოზიციის ღრმა მნიშვნელობაზეც. გაიაზრეთ, როგორ გამოხატავს ეს პროექტები იდეებს, როგორ იწვევს ემოციებს და როგორ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. პირველკურსელებს ვულოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც არქიტექტურული კარიერისკენ გადადგეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ცოდნა დიდ წარმატებას მოუტანს ახალგაზრდებს. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის - ჩვენ დღეს ერთად ვაფასებთ მომავალი არქიტექტორების კრეატიულობას, ინოვაციას და არქიტექტურული დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. წარმატებები!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ჭანტურიამ.სტუ-ის ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 30 მარტს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია – ვოლსკი

თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე, ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ეს ტრაგედია, არ გვესმის, - ასე აფასებს ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.„გულზე ხეთქავს ადამიანებს წარმატება. წარმატება, სპორტში იქნება თუ სხვა სფეროში, ეს არის გამოვლინება პოზიტიური ტენდენციებისა, რომელიც უკავშირდება მთავრობის საქმიანობას. იმიტომ არიან გიჟებად გადაქცეული და იმიტომ, არიან ისტერიკაში გადავარდნილები. ეს ყველაფერი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება. რასაკვირველია პრობლემები უამრავია, მაგრამ თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია?!“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები