შაბათი, მარტი 1, 2025

ჯონდი ბაღათურია: აი, ასე ღიად და აშკარად ცდილობენ დიდი ომის გაჩაღებას და ასე ცდილობდნენ ჩვენთანაც ახლა თუ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა და როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ “ომის პარტიის” ემისრები ჩვენი მთავრობის კაბინეტებში, განსაკუთრებით რა გაიარა ივანიშვილმა?

ზელენსკის საქციელი ნახეთ ალბათ ტრამპის კაბინეტში ხო?!

ახლა თუ წარმოგიდგინიათ რა ხდებოდა და როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ “ომის პარტიის” ემისრები ჩვენი მთავრობის კაბინეტებში, განსაკუთრებით რა გაიარა ივანიშვილმა?! კარგად დააკვირდით რა მოხდა:

კაცი ჩავიდა, უფრო ზუსტად გააგზავნეს ამერიკაში და ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარ კაბინეტში სკანდალი მოუწყო, ჟურნალისტების თანდასწრებით ღიად, აშკარად და უკიდურესად თავხედურად მოითხოვდა, “კაჩაობდა” ომში უნდა ჩაერთოო . . .

ზელენსკის ამ ვიზიტს, წინ უსწრებდა “ომის პარტიის” კიდევ ორი ემისარი, მაკრონი და სტარმერი, ორთავე ზუსტად ასე, თუმცა შედარებით დიპლომატიურ ტონალობაში, ითხოვდა იგივეს : “ჩვენს ჯარს “სამშვიდობო ჯარს” დავარქმევთ და მშვიდობის სახელით დავეხმარებით უკრაინას, ანუ ომში ჩავერთვებითო, ოღონდ რუსები თუ თავს დაგვესხმებიან შენ უნდა დაგვეხმაროო” . . . ეს არ არი ახლა ომში “დაპატიჟება”

ჰოდა ამ თავხედურ “თხოვნას”, თუ “საომრად მიპატიჟებას”, ტრამპმა საკმაოდ გონებამახვილური სარკაზმით უპასუხა, გთავაზობთ ციტატას: “რუსები თავს თუ დაგესხმებიან დახმარება აღარ დაგჭირდებათო” . . .

ასეთმა დამცინავმა პასუხმა გასაგები გახადა რომ ტრამპი თავისი ნებით ომში არ ჩაერთვებოდა, ამიტომ ასპარეზზე გამოიყვანეს “ყველაფრისმქნელი” ზელენსკი და ისტორიაში არავის რომ არ “უქნია” ისეთი რამე “აქნევინეს” . . .

აი, ასე ღიად და აშკარად ცდილობენ დიდი ომის გაჩაღებას და ასე ცდილობდნენ ჩვენთანაც . . .

დიდება და მადლობა უფალს რომ აგვარიდა ომს და ერთად ვთხოვოთ რომ მშვიდობა მოგვცეს

P.S. ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე ივანიშვილის და საერთოდ მთავრობის საქციელი ღმერთო დალოცე და აკურთხე, გააძლიერე და გადაარჩინე თავის ოჯახთან ერთად, ყველა ვინც ღმერთს, სამშობლოს და ხალხს არ უღალატა” – წერს ჯონდი ბაღათურია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

მარკ რუტე – ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.

ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ დაუპირისპრდა, 3:1 დაამარცხა და წლის პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.გასული წლის ნოემებრში რფს-მ ლატვიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას გარდა, გუნდმა წარმატებით ითამაშა კონფერენს ლიგაზე, სადაც მთავარ ეტაპამდე გასვლა მოახერხა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რფს-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.ანგარიში 36-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა გახსნა, 73-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა სედრიკ კუადიომ გაზარდა, სამ წუთში დმიტრი ზელენკოვმა მესამე გოლი გაიტანა. „რიგის“ შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე რეგზას ანგარიშზეა.

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს 28 თებერვალს წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება  დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

ბოლო სიახლეები