ორშაბათი, აპრილი 13, 2026

ჯოზეფ ბორელი: საქართველოზე გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება.

„საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმავე გზას, განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის საფასურს, ხალხი იზარალებს. ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა, შესაძლოა, შემცირდეს ან დაიხუროს. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ევროკავშირის კარი ღია არ იქნება.

დღეს მე დოკუმენტს წარვუდგენ მინისტრებს, სადაც განვმარტავ სხვადასხვა საკითხს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა ეს არ გაგრძელდეს საქართველოში. დღეს გადაწყვეტილებები არ იქნება, რადგან დღეს საორიენტაციო დებატებია. როგორც ვთქვი, მაგიდაზე დავდე სრული ანალიზი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ამას მინისტრები განიხილავენ. ასე რომ, დღეს ნუ ელოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის დებატები, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ზომების მიღება. მაგალითად, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა ან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ფინანსური მხარდაჭერის გარკვეული ნაწილის შეწყვეტის განხილვა, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ არ გვინდა მეტი ტკივილი მივაყენოთ ხალხს, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, როგორი იყო მინისტრების რეაქცია ჩემს წინადადებებზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - ქრისტე აღდგა! „აღდგა, ვითარცა თქუა“. „მიიღო ხილული და დასცა უხილავი“. უფლის აღდგომა სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რწმენის, სიყვარულისა და ერთობის ძალაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ერს და განსაზღვრავდა მის ისტორიულ გზას. ქრისტეს აღდგომა გვასწავლის, რომ ყოველ განსაცდელს მიღმა დგას განახლების შესაძლებლობა და ახალი საწყისი. სწორედ ეს სინერგიაა ის ძალა, რომელმაც მრავალჯერ იხსნა ჩვენი ქვეყანა და მისცა განვითარების შესაძლებლობა ურთულეს დროებაშიც კი. დიადი არსი ბრწყინვალე აღდგომისა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ღვთის სულიერ შვილებს, მათ შორის საქართველოს საყვარელ მამის, ახლადშესვენებულ უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიუძღოდა ერს ჭეშმარიტ ღირებულებათა დამკვიდრების, სიყვარულისა და რწმენის გაძლიერების, საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობის განმტკიცების გზაზე. მისი დაკრძალვა ამ ღვაწლის ყველაზე დიდ აღიარებად იქცა. უწმინდესმა და უნეტარესმა პირადი მაგალითით დაგვანახა ადამიანის ცხოვრების არსი, ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი, გადარჩენისა და განვითარების საღმრთო ფორმულა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”. მართლმადიდებლობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ფორმირება-განვითარებაში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის შემდეგაც ჩვენი სულიერი ტრადიციები გადაჯაჭვულია კულტურასთან, მეცნიერებასა და განათლებასთან. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში იყო რწმენის, ცოდნისა და განათლების კერა, სადაც იქმნებოდა და ინახებოდა ხელნაწერები, ვითარდებოდა მწერლობა, ფილოსოფია, მეცნიერება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს - ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ ქმნით საქართველოს მომავალს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაძლევთ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გაიაზროთ საკუთარი ფუნქცია და როლი, დაფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, რომელიც თითოეულ თქვენგანს საზოგადოების წინაშე აკისრია. ჩვენი საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცოდნა, სულიერება და ინოვაცია ქვეყნის განვითარებას ემსახურება. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

ბოლო სიახლეები