ორშაბათი, სექტემბერი 15, 2025

ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება

გაგაცნობთ, სიახლეს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს:„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;ვებგვერდის მეშვეობით;მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ნახევარ მილიონ ევროდ პარიზში შეძენილი ბინა და მიწის ნაკვეთები ჩხოროწყუში – გიორგი გახარიას თანაგუნდელების მტკიცებით, მათ ლიდერს 2020 წელს ეს ქონება არ უყიდია, მმართველ...

„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნახვის მიუხედავად, გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ მათ ლიდერს 2020 წელს პარიზში ბინა და ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთები არ უყიდია. ყოფილმა პრემიერმა 2020 წელს შეძენილი ქონება 2025 წლის დეკლარაციაში თავადაც ასახა, თუმცა, გახარიას პარტიაში ფაქტებს უარყოფენ.ოფიციალური ჩანაწერები და დეკლარაცია აჩვენებს, რომ 2020 წელს, როცა გახარია ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ გაღარიბებაზე საუბრობდა, სწორედ მაშინ შეიძინა პარიზში ბინა ნახევარ მილიონ ევროდ.მოგვიანებით, ქონებრივ დეკლარაციებში გამოჩნდა ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთებიც. საჯარო ფინანსურ დოკუმენტში ექსპრემიერმა აღარ მიუთითა - სახლი წავკისში და 2 ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე. თუმცა, გახარიას ოჯახი ამ დრომდე წავკისში ცხოვრობს. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, ექსპრემიერის ოჯახის წევრმა უთხრა, რომ სახლი ნაქირავები აქვთ.როგორ იყიდა პანდემიის პერიოდში გახარიამ პარიზში ბინა - თავად ექსპრემიერი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ გამოძიება თანამდებობის ყველა ყოფილი პირის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს.გიორგი გახარიას ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ საუბრობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ საკითხით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.პარიზში შეძენილი ბინის და მიწის ნაკვეთების დოკუმენტაცია "კურიერი P.S-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა. გიორგი გახარიამ საფრანგეთის დედაქალაქში 83 კვადრატული მეტრის ბინა 472 400 ევროდ, 2020 წელს შეიძინა, ჩხოროწყუში კი მიწის 2 ნაკვეთი 85 000 ლარად.

ლევან ხაბეიშვილი – ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს, უსმინეთ იმ ადამიანებს, ვინც 4 ოქტომბრის გარშემოა გაერთიანებული

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.მისი თქმით, ხალხმა უნდა უსმინოს საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული და ბოლომდე აპირებს იბრძოლოს.„შიში, მარცხი, ჩამოშლა, კაპიტულაცია დააპატიმრა ივანიშვილმა და მდინარაძემ. ჩემი კი არ ეშინიათ, რეალურად, თქვენი, ხალხის პანიკური შიში აქვს. ივანიშვილმა მე დამაპატიმრა, მძევლად ამიყვანა ერთი მიზეზით: დავიჭირე დიდი, უშველებელი სარკე და ყველა ქალაქში, სოფელში, ეზოში, ეთერში, სოციალურ ქსელში ხალხს ვაჩვენებდი, რომ დაინახეთ თქვენი გამარჯვებული სახეები, დაინახეთ, რომ ათასჯერ მეტნი ხართ. ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რომ მარტო არ ხართ, შენ ხარ საქართველო. აი, ამ დიდ სარკეს გამოეკიდნენ შლეგებივით, ამ სარკის დამტვრევას ცდილობს ბიძინა. მისი ამოცანაა, რომ სულ ჩვენი დამარცხებული, მოღუშული პირსახე გვახსოვდეს. მას ეშინია, რომ თუ ხალხი იცქირება სარკეში, დაინახავს, რომ უპირობოდ გამარჯვებულია და ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება. ამ დროისთვის ენა „ამომაგლიჯეს“. სარკე ჩამომართვეს და დილეგში გამამწესეს. ბოროტ, კაცთმოძულე ივანიშვილ-მდინარაძეს ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს სარკე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დააქვს და ვერც ის გაიგეს, რომ ამასობაში სარკე საქართველოს დროშად გადაიქცა და ის ყველა ქართველის გულშია. დიახ, ყველა ქართველს გულით დააქვს დროშა და 4 ოქტომბერს უპირობოდ დაიცავენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ – სამშობლოს.4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“. უსმინეთ საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული, ბოლომდე აპირებს იბრძოლოს. ხომ დადასტურდა, რომ საზოგადოება ერთიანია საქართველოს გადარჩენის ბრძოლის სტრატეგიაში. ჰოდა, მათთან ერთად ვმობილიზდეთ, ერთმანეთს გადავხედოთ და მტკიცედ მოვემზადოთ.ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით. მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია. მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად. ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

გია ვოლსკი – რადიკალური ოპოზიცია ლამობს, გაამართლოს ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაც 2020 წლიდან ვუყურებთ – რევოლუციის მცდელობებს, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული

ამ ადამიანებმა თავისი თავი გამოავლინეს. რადიკალური ოპოზიცია ლამობს, რომ ის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაამართლოს, რასაც 2020 წლიდან ინტენსიურად ვუყურებთ. კერძოდ, რევოლუციის მცდელობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული.„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი გამოაქვეყნა. შეგიძლიათ, ნახოთ, მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში რამდენია დახარჯული. საუბარია, ათეულობით მილიონ დოლარზე. 4 ოქტომბრის რევოლუციას მხარს არ უჭერს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ ისინიც, ვინც მხარს ოპოზიციას უჭერენ. ამ ადამიანებს ისეთი ოპოზიცია არ უნდათ, რომელიც ქვეყანას ისე დაამარცხებს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის ერთ-ერთია, მან ნიშა ნახა, რომ თავი გამოიჩინოს. პირადი ამბიციის უკან ამ სისხლიანი ორგანიზაციის გეგმა დგას, რომ ქვეყანაში არჩევნებით ვერ მოდიან და რევოლუციით უნდა მოვიდნენ. ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. ის ​ხოშტარია-ფოფხაძის მთავარი კონკურენტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე – ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე და გაუმჭვირვალე დაფინანსებით, არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.„ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯნებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი, მაგალითად, ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები