კვირა, მაისი 4, 2025

ჯეი დი ვენსი – როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ

როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მიმართ არსებულ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით.

ნეოკონსერვატორმა ბილ კრისტოლმა სოციალურ ქსელში ჯეი დი ვენსი მონიშნა და ჰკითხა, რას ფიქრობდა წმინდა მამის ასეთი უპატივცემულობით და დაცინვით.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. ამის გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.„ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტოგრაფი ულამაზესი ნიცა თავაძის კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე ახალ კადრებში ულამაზესად გამოიყურება.ნიცას კადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი zura.typicon-ი გვიზიარებს.  

4 მაისს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა

ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული, ეს არის დღე ერთგულებისა და სიყვარულისა. ეს არის დღე დედათა სიმტკიცისა. ეს არის დღე ქალთა ბუნების სიმტკიცისა.შეგეწიოთ მარიამ მაგდალინელი, მარაიმ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა, მარიამი, სუსანა და სხვათა დედათა მადლიმენელსაცხებლე დედები არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორი ერთგულება უნდა გამოიჩინოს ქალმა, დედამ, ღვთის მიმართ. მაცხოვრის სიყვარულითა და ჭეშმარიტების მსახურებით ისინი არაფერს შეუშინდნენ. წამებისთვისაც კი მზად იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ არ დაშორებოდნენ მაცხოვარს და უფალმაც დააფასა მათი ერთგულება: იგი პირველად გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს – თავის დედას და მერე – მენელსაცხებლე დედებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია კიდევ იმით, არის ხსენება წმიდისა თამარ მეფისა. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თამარ მეფე იყო მხოლოდ ისტორიული პიროვნება, დიდებული მეფე. თამარ მეფე დღესაც მეფობს და ეხმარება საქართველოს. შევთხოვთ უფალს, რომ მენელსაცხებლე დედათა ლოცვით, წმიდა თამარ მეფის, ნიკოდიმოსისა და იოსებ არიმათიელის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს რწმენა, სიყვარული და იმედი, სასოება, რადგან სადაც რწმენა, სიყვარული და იმედია, იქ აუცილებლად იქნება სიხარულიც.შეგეწიოთ მათი ლოცვა-ვედრება, დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ მათმა მადლმა

 აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში “პრეზიდენტის თასი – 2025”-ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში "პრეზიდენტის თასი - 2025" 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს სპორტის სამინისტრო

მეუფე შიო მუჯირი – სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში...

მენელსაცხებლე დედებს განსაკუთრებული როლი აქვთ ეკლესიის ისტორიაში, მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული,  მათ უფრო მეტად უყვართ. ეს ქალის განსაკუთრებული თვისებაა. ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია; ეს თვისება – სიყვარული – არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მენელსაცხებლე დედების ხსენება, რომლებიც სულ იყვნენ იესო ქრისტეს გვერდით და უზრუნველყოფდნენ პირველი ქრისტიანული თემის ცხოვრებას.მათ ეწოდებათ მენელსაცხებლე დედები, რადგან მიიტანეს ნელსაცხებელი, მაცხოვრის სხეულისთვის რომ ეცხოთ მისი სიკვდილის შემდეგ. ისინი დილაუთენია მიდიან საფლავზე, მაგრამ ქრისტეს სხეულს ვერ აღმოაჩენენ, რადგან იგი უკვე აღდგა მკვდრეთით. მაცხოვარი არაერთხელ ამბობდა, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, მაგრამ ეს დედები იმდენად შეძრული იყვნენ მომხდარით, რომ დაავიწყდათ მისი სიტყვები და მაინც მიირბინეს საფლავთან, რათა ეს დაკრძალვის წესი შეესრულებინათ.თითქოს ისინი ამაოდ გაისარჯნენ, იქ აღარ იყო ქრისტეს სხეული, მაგრამ ეკლესია მაინც მიესალმება და აკურთხებს მათ ამ საქციელს, იმიტომ რომ, როგორც ამბობს წმინდა წერილი, „ღმერთი გულის ზრახვებსაც განიკითხავს“ (ებრ. 4,12). ამ მგლოვიარე ქალების გულის ზრახვები გამოიხატა ამ საქციელში, რისთვისაც მათ უფალმა აღირსა ანგელოზთან საუბარს, რომელიც იჯდა ფერხთით იმ ადგილას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დასვენებული იყო იესო ქრისტეს სხეული და უთხრა: „რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკუდართა თანა, აქ აღარ არის, რადგან აღდგა მკვდრეთით“ (ლკ. 24, 5-6).რას გვიჩვენებს ამით უფალი? რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი? რას აფასებს ის ჩვენში ყველაზე მეტად? – არც ფიზიკურ სილამაზეს, არც ჭკუას, არც სიმდიდრეს, არც რაიმე ცოდნას თუ ხელოვნებას, რომელსაც ადამიანი ფლობს, არამედ რას? – მისდამი სიყვარულს აფასებს ყველაზე მეტად.და აი, მენელსაცხებლე დედების სიყვარული აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, რომ ისინი აღმოჩნდნენ მოციქულებისთვის, მამაკაცებისთვის, რომლებიც იყვნენ მუდამ ქრისტესთან, მაუწყებელნი ქრისტეს აღდგომისა. რატომ? იმიტომ რომ მათი გული უფრო ახლოს აღმოჩნდა უფალთან.აი, ასეთია ძვირფასო ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედების განსაკუთრებული როლი ეკლესიის ისტორიაში, რომ მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული. რატომ? იმიტომ რომ, ვიმეორებ, მათ უფრო მეტად უყვართ. ეს ქალის განსაკუთრებული თვისებაა. ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია; ეს თვისება – სიყვარული – არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის. მან გაიხარა, რომ მენელსაცხებლე დედებმა ეს უკვე ისწავლეს, რადგან ისინი ჯვართანაც იყვნენ, გარდამოხსნაშიც მონაწილეობდნენ, დაფვლაშიც და ახლა მიირბინეს საფლავთან, რათა მის სხეულს ნელსაცხებელი სცხონ. მოციქულებმა კი რა გააკეთეს? ერთის გარდა, ყველა გაიქცა, ამ ქალების სიყვარულმა კი დაძლია ყოველგვარი შიში.აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ, როგორც ამბობს წმინდა წერილი: „სრულყოფილი სიყვარული შიშს განდევნის“ (I ინ. 4,18). ღმერთმა შეგვაძლებინოს ასეთი სიყვარულის მოხვეჭა.მენელსაცხებლე დედების ხსენება არის მართლმადიდებელი ქალების დღესასწაული. ამიტომ თქვენ განსაკუთრებით, ჩვენო ძვირფასო დედებო, დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ, მოგცეთ წყალობა და შეწევნა ღვთისა და ყოფილიყავით თქვენი წინამორბედი წმინდა დედების ნამდვილი მემკვიდრეები და მათი საქმის გამგრძელებლები.კიდევ ერთხელ გილოცავთ, გაგახაროთ! ყოველთვის ბედნიერი ვარ აქ ჩამოსვლით, ჩხოროწყუში წირვით. დღეს, მით უმეტეს, სხვადასხვა ტაძრიდან ბრძანდებით და ნამდვილად სუფევს დიდი სიყვარული და დიდი ნუგეშია, სააღდგომო სიხარული სუფევს დღეს ჩვენს ტაძარში და კიდევ ერთხელ გილოცავთ“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ბოლო სიახლეები