ჯანდავცის სისტემაზე საუბრის დროს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საუბრობს ჯანდაცვის სისტემაში და ინფრასტრუქტურაში კერძო და სახელმწიფო საკუთრების მნიშვნელობაზე.
დეპუტატობის კანდიდადი ჯანდაცვის სისტემაზე და ინფრასტრუქტურაზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფოც.
„ეს უნდა იყოს დაბალნსებული. კერძოს აქვს თავისი გამოკვეთილი პლიუსები, მას შეუძლია მოქნილი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება. ეს კერძოს ბუნებაა და არა ის, რომ საიდანღაც სუპერ მენეჯერები მოჰყავთ. სახელმწიფომ კი უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ კომერციული მომგებიანობა, არამედ სახელმწიფო ინტერესი“- აცხადებს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი.
დავით სერგეენკო მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკაზე საუბრის დროს აცხადებს, რომ, ქვეყნები მართვაში იტოვებენ კლინიკების მესამედს, რათა შეინარჩუნონ სახელმწიფო ინტერესის გატარების შესაძლებლობა.
„ერთადერთი გამონაკლისია ჰოლანდია, სადაც კლინიკების 100% არის კერძო, მაგრამ ამ 100%-დან 70% არის კერძო-არამომგებიანი და ამ პოლიტიკის შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართული აკადემიური წრეები. ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული. ჩვენთან სამწუხაროდ, 2010 წელს ეს ბალანსი დაირღვა, რადგან 1 წლის განმავლობაში 80%-ზე მეტი კლინიკების პრივატიზაცია მოხდა და ახლაც გვაქვს ეს დისბალანსი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორის წინააღმდეგი ვართ, უნდა იყოს სწორი ბალანსი“ – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მისი განცხადებით, საქართველოში კერძო კლინიკებს შორის კონკურენცია ცალსახად გამოკვეთილია. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ქვეყანამ პოტენციური ოლიგოპოლიური შეთანხმებები, მიღებულია მეთოდები, როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა ასეთ შემთხვევაში. მაგალითად, აშშ 80-იანი წლების ბოლოს წააწყდა ამ პრობლემებს და 90-იანებში მოაგვარა, ევროპაში 2000-იანების დასაწყისში იყო, საქართველოში კი ეს პროცესი სამი წლის წინ დაიწყო.
„ამ მეთოდს ჰქვია სელექტიური კონტრაქტირება, როდესაც სანებართვო პირობების ზევით, სახელმწიფო აწესებს დამატებით პირობებს-მათ, ვისაც გინდათ ეთანამშრომლოთ სახელმწიფოს და მიიღოთ ბიუჯეტიდან ფული, თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ დამატებითი პირობები, მოგვცეთ სხვადასხვა სახის აუდიტის ჩატარების შესაძლებლობა. თქვენი არაპირდაპირი ხარჯები, ანუ მენეჯმენტზე წასული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს x რაოდენობას. თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ ისეთი სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც მთლიან სპექტრს მოიცავს. ეს პროცესი სამშობიარო სახლების მიმართულებით უკვე დაწყებულია, რასაც საკმაოდ მძაფრი ინტერესთა კონფლიქტი მოჰყვა მაშინ, თუმცა შედეგიც რამდენიმე თვეში მივიღეთ – გამოიკვეთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების ტენდეცია. იგივე ლოგიკა იქნება გამოყენებული ყველა სხვა კლინიკასთან მიმართებაში“ – აცხადებს დავით სერგეენკო.