ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი დიმიტრი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).
▪️ მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
▪️ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.
⛪ აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი.” – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.