ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025

ხილის ჩაი კბილების მტერია

ჩაის ხილი კბილის ემალს აზიანებს. ამ დასკვნამდე ლონდონის კოლეჯის მეცნიერები მივიდნენ. კვლევის შედეგებით,  ხილის ჩაის ხშირი მიღება კბილების ეროზიას იწვევს. ადამიანები, ვინც მსგავს სასმელებს დღეში ორჯერ მაინც იღებენ, კბილის ემალის დაზიანების საფრთხის ქვეშ 11-ჯერ უფრო მეტად დგანან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი

რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები.„ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არდაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ამ დროს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს, ასევე სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა, რომელშიც საერთო ჯამში სტუ-ის 11 ფაკულტეტის 140-მა სტუდენტმა იასპარეზა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო ტურნირი მკლავჭიდში ჩატარდა 60, 70, 80, 90, 100 და 100+ კგ წონით კატეგორიებში როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით.ტურნირში მოასპარეზე სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გულშემატკივრობდნენ. ტურნირის მსვლელობისას თითოეულ წონით კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ახალგაზრდები გამოვლინდნენ.ტურნირის მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაძაბულ ორთაბრძოლებში ოქროს მედლები მოიპოვეს სტუდენტებმა: 60 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას - ბექა ჯიშკარიანმა; 70 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით - გიორგი ხაბულიანმა, ხოლო მარჯვენა ხელით - ირაკლი იჭირაულმა; 80 კგ - მარცხენა და მარჯვენა ხელით – ნოდარ შანყულაშვილმა; 90 კგ - მარცხენა ხელით გიორგი ხიზანიშვილმა, მარჯვენა ხელით კი – ლაშა მაისურაძე; 100 კგ - მარცხენა და მარჯვენა ხელით - ნოდარ შანყულაშვილმა და 100+ კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობის გამარჯვებული თაზო მეკოკიშვილი გახდა. ამასთან ერთად, ტურნირის გუნდურ ასპარეზობაში უპირობო გამარჯვება და ოქროს თასი მსაჯთა კოლეგიამ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს მიაკუთვნა.მკლავჭიდში საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს ფაკულტეტების დეკანებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა.სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მისი თქმით, სტუდენტების აქტიური ჩართულობთ მასშტაბური საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და სტუდენტების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას.

„პირველად ვიტყვი ამას…“ – მაია ასათიანის უახლესი ინტერვიუ

მაია ასათიანი ნანკა გვარის გადაცემაში იყო სტუმრად. მაიამ სხვა თემებთან ერთად, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ ახურავთ მგლოვიარე ქალებს თავზე შავი თავსაფარი:- პირველად ვიტყვი ამას - რატომ ახურავთ მგლოვიარე ქალებს თავზე... მეც მეფარა თავზე პირველ დღეებში... გარეთ რომ გავდიოდი... ეგეთი არავის არ ვუნახივარ. ემალები სამყაროს ამ დროს, არ გინდა, რომ სამყარომ შეგამჩნიოს... და პირველი სამი დღე გრძელი შავი რაღაც მეფარა თავზე... მერე ჩემს თავს ვუთხარი, აბა ახლა ეს მოიხსენი, შავი გაიხადე და დაიწყე ცხოვრება ისევ თავიდან-მეთქი და დავიწყე...რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო, სულ სხვა მზერა რომ მაქვს და სხვანაირად გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს რომელიმე ქალბატონი ან ქალბატონების გუნდი, კედელზე ქმარ-შვილთან ჩახუტებული ფოტოებით, და აუცილებლად უნდა დამიწერონ, "რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა..." ქალბატონო, დედამიწაზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის შუალედით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. მეორე - ამ ათი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა, და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს დებთ სოციალურ ქსელში, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად და უფრო სასტიკად როგორ აგიხსნათ? ზუსტად თქვენნაირი ქალები იმ ათი წლის წინანდელ ფოტოებზეც მიწერდნენ, რას ჰგავხარო. ამიტომ, თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა თქვენშია. მიდით ფსიქოლოგთან და კარგად ჩაიხედეთ სარკეში, დაჯექით დიეტაზე, იმუშავეთ საკუთარ თავზე... 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველის“ და „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველისა“ და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ამის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განმარტებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ტელეკომპანია „TV პირველმა“ - გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ - ეთერში გაუშვა ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და აღნიშნულ ფაქტთან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პირდაპირ თუ ირიბ კავშირზე დაუსაბუთებელ მინიშნებებს.როგორც სტუ-ში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლება სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, ეს გადაცემის წამყვანს ან ჟურნალისტს უფლებას არ აძლევს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, გაავრცელოს დაუდასტურებელი ფაქტობრივი ინფორმაცია ან გააკეთოს ისეთი ინტერპრეტაციები, რომლებიც პირდაპირ დააზიანებს ინსტიტუციის ან მისი ხელმძღვანელის, ან თანამშრომლების რეპუტაციას და დაარღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეფასებით, გადაცემაში - „ნოდარ მელაძის შაბათი“ - მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასული სიუჟეტის შინაარსი და სულისკვეთება სცდება სიტყვის თავისუფლების კანონიერ ფარგლებს და გადადის ცილისწამების კატეგორიაში, რაც უნივერსიტეტის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების საფუძველს ქმნის.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველის“ და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. უნივერსიტეტის სარჩელი უკავშირდება მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ტელეკომპანიის ეთერში მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასულ სიუჟეტს, რომელიც გამოირჩეოდა ფაქტობრივი მონაცემების დამახინჯებით, ცალმხრივი ინტერპრეტაციებით, მიკერძოებული შეხედულებებითა და არაპირირდაპირი ფორმით მიზანმიმართული რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობით, რაც სცდება სიტყვის თავისუფლების სამართლებრივად დასაშვებ ფარგლებს. სიუჟეტი არ შეესაბამებოდა ობიექტურ და პროფესიულ სტანდარტებს, რადგან უმეტესად ეფუძნებოდა ნაწილობრივ დამონტაჟებულ და კონტექსტიდან ამოვარდნილ მასალებს; გარდა ამისა, სიუჟეტი ქმნიდა უნივერსიტეტის კანონიერ ქონებრივ ოპერაციებსა და რექტორის პირად ქონებას შორის შესაძლო კავშირის არსებობის თაობაზე ცრუ ასოციაციას. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი კატეგორიულად უარყოფენ და ემიჯნებიან სიუჟეტში გამოთქმულ ნებისმიერ ისეთ ვარაუდს, რომელიც შესაძლოა კორუფციული ინტერესების არსებობაზე მიანიშნებდეს. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 41, საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ (მუხლი 13, ცილისწამება) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე და 19-ე მუხლები პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად იცავს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპურაციის ხელშეუხებლობას. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, სიუჟეტის შინაარსი და მისში მოცემული მიზნობრივი ინტერპრეტაციები წარმოადგენს ცილისწამების, ფაქტების დამახინჯებისა და რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას. ამასთან, სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია ცალსახად ვერ აკმაყოფილებს ჟურნალისტური ეთიკისა და სამართლებრივ სტანდარტებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისება განხორციელდა კანონისა და ყველა ადმინისტრაციული პროცედურის სრული დაცვით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებით. სიუჟეტში გაჟღერებული მინიშნებები, თითქოს უნივერსიტეტის რექტორის პირადი ქონებრივი საკითხები კავშირშია საუნივერსიტეტო ქონების მართვის პროცესებთან, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და მანიპულაცია იმ მიზნით, რომ შეილახოს კონკრეტული ინსტიტუციის რეპუტაცია და საზოგადოებას შეექმნას არა მხოლოდ მცდარი წარმოდგენა, არამედ მკვეთრად უარყოფითი განწყობაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის მიმართ.აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები: მზადდება სარჩელი, რომელიც უახლოეს დღეებში სასამართლოს წარედგინება. ამასთან, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საკუთარი მისია, ასევე რექტორსაც აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკადემიური და სამეცნიერო წრეების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა თაობების წინაშე. ამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის არსი ასევე თანხვედრაშია უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების შესაძლო უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებული უსამართლო პრაქტიკის აღმოფხვრისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი უსამართლო ქმედებების გამოსწორებისა და სამართლიანობის აღდგენის უდიდეს სურვილთან. საზოგადოებას აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდზე, რომელიც ბევრ ოჯახს შეეხო, როდესაც ცილისწამებისა და რევანშიზმის მსხვერპლი მრავალი ჩვენი თანამემამულე გახდა - მათ შორის იყვნენ უსამართლოდ დახვრეტილი, დაპატიმრებული თუ შევიწროებული რექტორები, მეცნიერები, პედაგოგები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები და იმ შემზარავი პერიოდის ანალოგი საზოგადოებაში აღარასოდეს უნდა წახალისდეს.შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სტუ კიდევ ერთხელ აცხადებს: მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნების საკითხი პირველად 2020 წელს, ახლადარჩეული რექტორის - დავით გურგენიძის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნა ინიცირებული. რექტორის მოხსენება შეეხებოდა უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების - 2004–2012 წლებში უკანონოდ გასხვისებული ობიექტების სამართლებრივად აღდგენის პროცესის წამოწყებას. უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების აღდგენის კანონიერი პროცესის დაწყებას აკადემიურმა საბჭომ მკაფიოდ დაუჭირა მხარი.აღნიშნული საკითხის საჯაროდ გახმოვანებას საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. რადიკალურად განწყობილი მედიასაშუალებების მოულოდნელი დაინტერესება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით იმ პირობებში, როდესაც მანამდე აღნიშნული მედია, პრაქტიკულად, არ გამოხატავდა რაიმე სახის პროფესიულ ინტერესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიას რეგულარულად იწვევდა როგორც აკადემიური საბჭოს სხდომებზე, ასევე, რექტორის არჩევნების პროცესზე, კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებსა და სხვა საჯარო აქტივობებზე დასასწრებად.უნივერსიტეტის შეფასებით, ქონებრივი დავის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებასთან ერთად „რადიკალურად განწყობილი მედიის“ მოულოდნელი გააქტიურება ქმნის სათანადო სამართლებრივ ეჭვს, რომ კონკრეტული მედიააქტორი მიზანმიმართულად ცდილობს პროცესების პოლიტიზებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის დისკრედიტაციას და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კანონმორჩილი და საჯარო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, მოითხოვს, რომ მედიასაშუალებებმა დაიცვან სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, უტყუარი ფაქტების მოძიება-გადამოწმების და პროფესიული ეთიკის პრინციპები. უნივერსიტეტი დაუშვებლად მიიჩნევს იმგვარი ბუნდოვანი მასალის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიად აცხადებს, რომ ახლაც და მომავალშიც მხოლოდ სამართლებრივი გზებით იმოქმედებს, მათ შორის მიიჩნევს, რომ ცილისწამების, ინსტიტუციური და პირადი რეპუტაციის შელახვისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა ასევე კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ე.წ. კორუფციის მკვლევრებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

ბოლო სიახლეები