ორშაბათი, ივნისი 9, 2025

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს.

Geo Team-ის ინფორმაციით, კანში დასვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები… როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ.საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვეს – ცნობილია, ვინ არის მომღერლის რჩეული

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვეს. ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში წერს:"მე ვთქვი კი. Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუუუუპერ აგენტი! 🙌🏻 მას შემდეგ რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა.მაგრამ რაც დროთა განმავლობაში შევნიშნე, იყო უფრო ღრმა და ნამდვილი, მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს✨თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, სიმართლეზე და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული❤️ ის გახდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი.როცა ლოს ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული🥹✨❤️ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე  შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი ✨🥹ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით  ვამბობ: დიახ. ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince",- წერს ნუცა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, აჭარის პოლიციამ ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული მ.ა. და ბელარუსის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული კ.ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს", - ამის შესახებ ინრომაციას უწყება ავრცელებს.შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც მ.ა. და კ.ჰ. ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა.წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს", -აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ახალი დეტალებია ცნობილი ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი,  დავით ჩიქოვანი ჯერჯერობით ვერ საუბრობს რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა- შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი. შეგახსენებთ, ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კმარა რაც იტანჯეთ-გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს ↓ვრცლად ↓

6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

8 ივნისს, კოლუმბიაში, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილით, 8:08 საათზე, დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 116 კილომეტრის მანძილზე მოხდა.გერმანიის გეოლოგიურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის (GFZ) ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო.

ბოლო სიახლეები