ორშაბათი, ივნისი 23, 2025

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და კვარაცხელიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.

შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით პსჟ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

პარიზელთა მოგებით გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ საქმეც გააკეთა – მომავალ სეზონში ლიონელები კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ იმყოფებიან, ან ცხოვრობენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაზარდოს.„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

,,წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბევრს გაახსენდა მისი საშიში წინასწარმეტყველება, რომელიც 2025 წელს შეეხება, წერს The Mirror.ვანგამ იწინასწარმეტყველა "დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. „როცა სირია დაეცემა — მაშინ დაელოდეთ დიდ ომს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გაზაფხულზე ომი დაიწყება აღმოსავლეთში და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთის ომი გაანადგურებს დასავლეთს.“.ვანგას სხვა წინასწარმეტყველებებს შორის 2025 წლისთვის მოიაზრება ადამიანის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ასევე ტელეპათიის განვითარება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის კომუნიკაციის გზებს.ბევრის აზრით, ვანგამ მართლაც იწინასწარმეტყველა რიგი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისი წინასწარმეტყველება იყო აფროამერიკელის გამოჩენა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის პოსტზე — წინასწარმეტყველება, რომელიც მან ბევრად ადრე გააჟღერა, ვიდრე ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობას გადაწყვეტდა.

„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება…“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია „ახალ და მძიმე“ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„ეს შეეხება საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მამა, მლოცველი, ყველას მამას და მშობელს 2026 წელს დავკარგავთ. მას ყველა ვიცნობთ და ამაზე წინა წინასწარმეტყველებებშიც ვსაუბრობდი.რუსეთში - მთავარსარდლის თავდასხმით გარდაცვალებას გავიგებთ აუცილებლად. მეორე მთავარსარდალი - მის გარდაცვალებასაც მალე გავიგებთ და რუსეთში ძალიან დიდი შიდა არეულობის მომსწრენი და მნახველები გავხდებით.რაც შეეხება ამერიკას, გაგიკვირდებათ და მსოფლიოში იქნება მსგავსი საკითხი და თემა, სადაც დონალდ ტრამპი იცვლება - სათავეში სულ სხვა მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ მასზე, როგორც წინაზე მოხდა თავდასხმა, მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდება. იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ, მაგრამ სავარაუდოდ, ტრამპს დავკარგავთ...ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, პოპ ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობთ, დავკარგავთ. ეს იქნება სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერების ზედოზირება. 25/26 წელს მოხდება.ძალიან ბევრი გარდაცვალების მომსწრეები გავხდებით მთავარ ფიგურებთან დაკავშირებით...“ - ამბობს ეზოტერიკოსი.ვრცლად ↓

ისტორიაში პირველად, საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე კანოეს სპრინტისა და პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა პარასპორტსმენმა KL3 კატეგორიაში 200 მეტრი 39.965 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.ამ გამარჯვებით საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.სერჰი იემელიანოვმა საქართველოს პირველი მედალი ცოტა ხნის წინ გამართულ მსოფლიო თასზეც მოუტანა. მან ასევე ისტორიული მედალი პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე მოიპოვა.

ბოლო სიახლეები