სამშაბათი, მაისი 13, 2025

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

კობა ლურსმანაშვილი ევროპის ვიცე – ჩემპიონს , ევსემ შველიძეს შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა. მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა და აღნიშნა, რომ ევსემ შველიძე წარმატებული ასპარეზობისთვის და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ევსემ შველიძე , ევროპის ჩემპიონატზე ხარაგაულის და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებს. ჩვენ ასეთივე ყურადღება გამოვხატეთ მის მიმართ , როდესაც მან თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვფიქრობ, ევსემის მსგავს ახალგაზრდა და წარმატებულ სპორტსმენებს ჩვენგან ნამდვილად სათანადო ყურადღება და მხარდაჭერა ეკუთვნით.“

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,, მეამაყება და ვუერთდები იმ სასიხარულო განწყობას, რაც საზოგადოებაში ევსემის წარმატებას მოჰყვა. ჩვენი საქმიანობის ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარაგაულში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება და წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერაა. მადლობა იმ ადამიანებს ვინც ასეთი სპორტსმენების აღზრდა – განვითარებაში მონაწილეობას იღებენ და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ევსემის ოჯახს.“

ევსემ შველიძე, ვიცე-ჩემპიონი: ,, მადლობა ხარაგაულის მერს გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის. მადლობა ჩემს მწვრთნელს, რევაზ შერგელაშვილს, რომელთან ერთადაც გავიარე მომზადების ეტაპი, მადლობა ანზორ მაღრაძეს, რომელმაც პირველი და მთავარი წვლილი შეიტანა ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში. ვეცდები ჩემი გულშემატკივრები გავახარო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროთი დაგიბრუნდეთ.“

შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის” დირექტორთან გია ჭიპაშვილთან ერთად სპორტსმენების მხარდაჭერასა და მწვრთნელებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე იმსჯელა. ,,ევსემის გამარჯვებას ნამდვილად დადებითი გავლენა ექნება იმ ახალგაზრდა სპორტსმენებზე, რომლებიც ხარაგაულში სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობენ. ფაქტია, რომ შედეგი შესაძლებელია დაიდოს, რასაც სჭირდება შრომა და ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი თანხვედრილი გეგმები, რომელიც მორგებული იქნება სპორტსმენების ხელშეწყობაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისევე გარკვეული წამახალისებელი პროგრამების შეთავაზება იმ სპორტსმენების მიმართ , რომლებიც ნაკრების წევრები არიან”- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ნაკრების კალენდარი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპზე ცნობილია

კატარში 2027 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.ევროპის ზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალეკსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მეორე რაუნდში B ჯგუფის სამ საუკუეთესო გუნდთან გაერთიანდება.A ჯგუფი:D კვალიფიკაციის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია) 2. საქართველო 3. A კვალიფიკაციის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა) 4. ესპანეთიასევე ცნობილი გახდა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისში დაიწყებს, ხოლო 2026 წლის 5 ივლისს ასევე თბილისში ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს.27 ნოემბერი, 2025 – საქართველო VS უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი30 ნოემბერი, 2025 – ესპანეთი VS საქართველო 27 თებერვალი, 2026 – ხორვატია/დანია/ნორვეგია VS საქართველო 2 მარტი, 2026 – საქართველო VS ხორვატია/დანია/ნორვეგია 2 ივლისი, 2026 – უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი VS საქართველო 5 ივლისი, 2026 – საქართველო VS ესპანეთიმეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა, სადაც B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ჩრდ/მაკედონია/რუმინეთი/უნგრეთი) სამ გუნდს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს.მსოფლიო პირველობა კალათბურთში 2027 წლის აგვსტო-სექტემბერში კატარში ჩატარდება.

„7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ძიძას 7 თვის ბავშვის გაუფრთხილებლობით მოკვლის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ბავშვი დიფენჰიდრამინის (ბენადრილში არსებული ანტიჰისტამინური საშუალება) ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.„ეს პრეპარატი არასდროს არ უნდა მიეცეს 6 წლამდე ასაკის ბავშვს ექიმის დანიშნულების გარეშე“,- თქვა პროკურორმა სასამართლოზე.სასამართლო პროცესის დროს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ პრეპარატის მიცემა ბავშვისთვის სხვებსაც შეეძლოთ. ასევე, პრეპარატი შესაძლოა, ყოფილიყო დედის ორგანიზმში და ძუძუთი კვების დროს ბავშვს გადასცემოდა.გამოცემის ცნობით, ვილა 2019 წლიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა ნოემბერში გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მისი გირაოს ოდენობა 500 000 დოლარამდე გაიზარდა. იგი მალევე დააკავეს.

ლევან იოსელიანი – თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, დიდი გამოწვევაა ოკუპაციის თანმდევი პრობლემები

თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„დიდი გამოწვევაა ამ ოკუპაციის თანმდევი პრობლემები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, დაწყებული უკანონო დაკავებებით და დამთავრებული ჩვენი მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების პრაქტიკულად, ჩამორთმევით. ამავე დროს, მათი გადაადგილების მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებით. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჩვენს ანგარიშში და ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში გამოვდივარ, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ მნიშვნელობას იმ 83 სოფლის, დასახლებული პუნქტის, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, იქ არსებულ მდგომარეობას და იმ აუცილებლობას, რომ იქ ადამიანებმა ცხოვრება გააგრძელონ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ თავიანთ სახლ-კარში განაგრძონ ცხოვრება, საქმიანობა და არ დატოვონ ეს ადგილები“, – განაცხადა იოსელიანმა.როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, არის მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს იქ მცხოვრებ ადამიანებს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სწავლის კუთხით შეღავათებს და ა.შ. თუმცა მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს ჰქონდეს გააზრებული სტრატეგია, როგორ უქმნის მოტივაციას აღნიშნულ 83 სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ მათ იქ გააგრძელონ ცხოვრება.ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ გასული წელი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევით, ეს ეხება აქციებსა და მანიფესტაციებს და აქციებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებულ, ნაცემ ადამიანებს.„ჩვენ ყველა შემთხვევაზე რეაგირება გაკეთებული გვაქვს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართული გვაქვს და ველოდებით მათ მიერ ეფექტურ გამოძიებას. შესაბამისად, შეფასებულიც გვაქვს ანგარიშში მათი საქმიანობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვიღაცამ დაარღვია კანონი და ამისთვის სახელმწიფომ მისცა პასუხისგებაში ერთ მხარეს, ეს მიდგომა არ იყოს ცალმხრივი და აუცილებელია, მეორე მხარესაც, ვინც კანონი დაარღვია, ვგულისხმობ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მათ მიმართაც დადგეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სხვანაირად, ცალმხრივად, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ნდობას არ იწვევს და ვერ იქნება ობიექტური. ჩემ ანგარიშში ამაზეც არის საუბარი, რომ ეს მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევებში თანაბარი“, – განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა უამრავი ნაცემი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ნახა ფაქტები, როდესაც ნაცემი იყვნენ არა მხოლოდ სამართალდამცველების მხრიდან, არამედ საერთოდ რაღაც არაფორმალური ჯგუფის მხრიდან, რომლის შესახებაც დღემდე არ არის ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ ისინი.„ეს საკითხი იყო და რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც საჭიროებს სამომავლოდ გააზრება-გადააზრებას, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენების კონტროლს“, – განაცხადა იოსელიანმა.ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ აქციები დღესაც იმართება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ძალადობრივ ინციდენტებს ადგილი აღარ აქვს, არცერთი მხრიდან.„ჩვენ ვნახეთ ფაქტები ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გაცდომის. ასე რომ, მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადსაღებია ჩვენი ანგარიშის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ, მაგრამ პოლიციის რეაგირება უნდა იყოს მაქსიმალურად რეგლამენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოში. ის არ უნდა გასცდეს იმ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რასაც პოლიციას პოლიციის შესახებ კანონი უწესებს. ამის გადაცდომა იწვევს იმ შედეგებს, რაც ჩვენ ვნახეთ, უამრავი ნაცემი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა იოსელიანმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სარგებლობენ თუ არა დაკავებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს პროცესს.„ცალკეულ პროცესებს ვესწრებით და ვუყურებთ ამ ყველაფერს. როდესაც ადგილი აქვს პროცესზე საპროცესო უფლებაში რამე ტიპის შეზღუდვას, ან ჩარევას, ამაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს რეაგირება. უშუალოდ საქმის შინაარსზე გამიჭირდება საუბარი, ვინაიდან თვითონ საქმის ნაწილზე და შინაარსზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვიცნობთ საქმის მასალებს, წვდომა არ გვაქვს საგამოძიებო მასალებზე. რამდენიმე დაზარალებულმა მოიტანა თვითონ საქმის მასალები, მსჯავრდებულის ოჯახმა და იმის შესწავლის პროცესი მიდის, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ რომ გავაკეთოთ ანალიზი, სასამართლოს მიერ რამდენად სრულყოფილად იქნა საქმე გამოძიებული და გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში მიღებული, ამას სჭირდება არსებითად საქმის შესწავლა, რისი საშუალებაც გვექნება, როცა დასრულდება სასამართლო პროცესები და ალბათ, შემდეგ შევძლებთ ცალკეული საქმეების მიმართ ჩვენი მოსაზრების გამოთქმას“, – განაცხადა იოსელიანმა.

ავარია სურამთან – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

სურამთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სატვირთო, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები გადაჰქონდა, გზიდან გადავარდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბერების მიერ წალკოტად ქცეული მზოვრეთის მონასტერი

სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე.ის X საუკუნეში ძამელი მთავრის, ადარნასეს რეზიდენცია იყო.XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს.XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად".XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას.მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა.2008 წლის 20 მაისს მზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი მზოვრეთის მონასტრის შესახებ ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს."წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს. ახლა აქ 3 ტაძარია.ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა",- წერს გოგა ჩანადირი და მის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.             

ბოლო სიახლეები