სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ხათუნა სამნიძე: ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებიც არის ადამიანების უფლებები და ნახსენები უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში

ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც ადამიანის უფლებების ნაწილში ნახსენებია 5-6 ივლისის დანაშაულები – ძალადობა სწორედ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ და ხაზგასმულია, რომ ეს ადამიანები [ძალადობის ჩამდენი პირები] დასჯილი არ არიან, მეტიც, ეს ადამიანები აგრძელებენ აგრესიულ და ძალადობრივ მოწოდებებს. კიდევ უფრო სახიფათოა, რომ ამაზე საუბრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და გარდა ამისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სულ ახლახან გააკეთა განცხადება, რომ ის იქნება წინააღმდეგი და იბრძოლებს იმის წინააღმდეგ ლგბტ პროპაგანდას ვინც ეწევა და ეკლესიის წინააღმდეგ ვინც იბრძვისო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რუსული პროპაგანდის იდენტურია და ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩვას.

მისივე თქმით სექსუალური უმცირესობების უფლებები ნახსენები უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში და ამისკენ მოუწოდებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ორგანიზაციები და ჯგუფები, ვინც ამ ადამიანების უფლებებს იცავს.

„დოკუმენტებში ღიად წერია შინაარსობრივი შენიშვნები და წერია, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დოკუმენტში არ უნდა გაქრეს ფრაზები, როგორიცაა: „გენდერული ინდეტობა“, „სექსუალური უმცირესობები“, „ლგბტ უფლებები“ – ამ ფრაზების გამეორებაც კი გიჭირთ, ეს არის იმდენად სახიფათო, იმდენად საშიში, რომ არც კი ვიცი, როგორ შევაფასო. იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა შეფასების დროს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ავიწყდება, რომ ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე, ამ ქვეყანაში, დგანან სწორედ ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მათ ეკრძალებათ შეკრების უფლებაც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს, რომ ის იბრძოლებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ილაპარაკებს ლგბტ უფლებებზე.“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს და ქვეყნის ევროპულ გზაზე საფრთხეს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 რეკომენდაციაშიც საუბარია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვაზე.

„თუ სახელმწიფო დონეზე, პრემიერის აპარატი, პრემიერი და „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ადამიანის უფლებების ნაწილია ლგბტ ადამიანების უფლებები და ეს საკითხი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არის პრობლემა, რომ არ არის ნახსენები [დამიანის უფლებათა სტრატეგიაში], არამედ ჩვენი პარტნიორებიც გვახსენებენ, 12 პუნქტის ნაწილიცაა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამას გვეუბნება – ანუ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ. ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში, ევროპულ გზაზე, ევროპული სტატუსის მისაღებად, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა იყოს დაცული სექსუალური უმცირესობების უფლებები.“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ბოლო სიახლეები