ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

“ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის” – ბექა ლილუაშვილი

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება – “ნაციონალური მოძრაობა” სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “გახარია საქართველოსთვის” წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს – ვინ არის რეალურად ოპოზიცია.

გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის.

“ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიცვლის, მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. თვითონ რაში გადავიდნენ – თავდაცვიდან თავდასხმაში თუ პირიქით, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო.

ვიღაცას თავის წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება რაღაც. ერთი პარტიის ჩამოყალიბებაც, სადაც იქნება პარტია “გახარია საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ესეთი რამ ბუნებაშიც ვერ იარსებებს”, – აცხადებს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კოორდინაციით ევროპელ ლიდერებთან გაიგზავნება ერთობლივი წერილი, რათა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევიდეს

ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ამ დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა.„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში – ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა, გაფართოება. ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე, შემდეგ კი იმაზე, რომ არის ხელისუფლება, დღევანდელი მმართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა.ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება, საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაძლიერდეს. შავ ზღვაზე დღევანდელი „ქართული ოცნება“ აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული.ასევე, როცა ლაპარაკია, რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა ისეთი გამოწვევა არსებობდეს დღეს, რომელიც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი წერილის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.„ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭო, რომელიც ჩატარდება ალბათ ივნისში, დღის წესრიგში უშუალოდ ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი. მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ, დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უკრანიანმ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს 175-175 სამხედრო ტყვე გადასცეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშობლოში დამატებით 22 სამხედრო მოსამსახურე ბრუნდება, რომლთა შორისაც მძიმედ დაჭრილები არიან

როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული “კასანდრა” დღეს – “ინფლუენსერი” კორაიმა ტორესის პირადი, კარიერა და დაძლეული მძიმე სენი

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ალ­ბათ ბევრ ქარ­თველს ეც­ნო­ბა, თუმ­ცა თუ გე­ტყვი, რომ კა­სან­დრა­ზე ვწერთ, ყვე­ლა­ფე­რი უფრო მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა, რად­გან წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სე­რი­ა­ლი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა "კა­სან­დრას" წყა­ლო­ბით გახ­და. სე­რი­ა­ლი მსოფ­ლი­ოს ასზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს და დღემ­დე 32 ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. ამის გამო, სე­რი­ა­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც კი მოხ­ვდა.კო­რა­ი­მა ალე­ხან­დრა ტო­რეს დი­ა­სი 1973 წლის 6 ივ­ნისს ვე­ნე­სუ­ე­ლის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში და­ი­ბა­და. ის იყო მე­ო­თხე შვი­ლი ოჯახ­ში. გო­გო­ნა იუ­რის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ცხრა წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­და თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, რა­მაც მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტაახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს არ უყ­ვარ­და სწავ­ლა და ხში­რად აც­დენ­და გაკ­ვე­თი­ლებს. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან უკვე ზუს­ტად იცო­და, თუ რისი გა­კე­თე­ბა სურ­და."მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გულ­მოდ­გი­ნე მოს­წავ­ლე, სა­მა­გი­ე­როდ - ვი­ყა­ვი აგ­რე­სი­უ­ლი და მო­ძა­ლა­დე და ხში­რად გავ­რბო­დი", - აღი­ა­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა.კო­რა­ი­მამ კა­რა­კა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ლუის ლა­მა­ტე გა­იც­ნო, რო­მელ­მაც იგი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა.სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა1989 წელს კო­რა­ი­მა ტო­რეს­მა მი­ი­ღო პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში The Lark. ერთი წლის შემ­დეგ მან ითა­მა­შა სე­რი­ალ Gardenia-ში.კო­რა­ი­მა ტო­რე­სის მე­სა­მე ნა­მუ­შე­ვარ­მა მსა­ხი­ობს მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. სე­რი­ა­ლი „კა­სან­დრა“, რო­მელ­შიც მან პუ­ერ­ტო რი­კო­ელ მსა­ხი­ობ ოს­ვალ­დო რი­ოს­თან ერ­თად ითა­მა­შა. თუმ­ცა, დიდ­მა წარ­მა­ტე­ბა კო­რა­ი­მას ცხოვ­რე­ბა­ში დე­დის ავად­მყო­ფო­ბამ და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ დაჩ­რდი­ლა. ეს ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვის, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და."კა­სან­დრას" პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი კი­დევ ორ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს, რის შემ­დე­გაც და­ო­ჯახ­და და ამის გამო კა­რი­ე­რა­ში შეს­ვე­ნე­ბა დას­ჭირ­და. შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დაბ­რუნ­და და კი­დევ უამ­რავ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს.2001 წელს წელს კო­რა­ი­მა ტო­რე­სის შეს­რუ­ლე­ბით კი­დევ ერთი ახა­ლი სე­რი­ა­ლი გა­მო­ვი­და. „სო­ლე­დად­ში“ მას პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ლერ­მო პე­რე­სი უწევ­და. მალე ქალ­მა გა­ი­გო, რომ სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. კო­რა­ი­მას ვე­რა­გი სე­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად ორი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა1994 წელს, სე­რი­ა­ლის „სიზ­მრე­ბი და სარ­კე­ე­ბის“ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, კო­რა­ი­მამ კო­ლუმ­ბი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნი­კო­ლას მონ­ტე­რო გა­იც­ნო. პარტნი­ო­რებს შო­რის რო­მა­ნი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. 1996 წელს, გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ. იმა­ვე წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ერ­თა­დერ­თი შვი­ლი - მანუ ნიკო.კო­რა­ი­მა ტო­რე­სი ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წლე­ბის შემ­დე­გაც ამ­ბობ­და: "მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დღე­საც ჯერ კი­დევ თაფ­ლო­ბის თვე­ში ვართ, შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ ხში­რად ცალკ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ".49 წლის მსა­ხი­ო­ბი ამ­ჟა­მად ვაჟ­თან ერ­თად ბო­გო­ტა­ში ცხოვ­რობს. მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უსა­უბ­რია. რო­დე­საც ინ­სტაგ­რამ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კი­თხვა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ და­უს­ვეს, თქვა, რომ რა­ღა­ცე­ბი მთავ­რდე­ბა და მათ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 328 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ხა­ლი­სით ადევ­ნე­ბენ თვალს მის ვი­დე­ო­ებს, სა­დაც მათ ვარ­ჯი­ში­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ რჩე­ვებს აძ­ლევს. თა­ვი­სუ­ფალ დროს უყ­ვარს ცურ­ვა, ცეკ­ვა, ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში და ფეხ­ბურ­თი. ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მისი ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბაა.

ცნობილია ვინ შეცვლის დისკვალიფიცირებულ კვარაცხელიას სომხეთთან მატჩში

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის გასამართ პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვილი სანიოლი ჩვეულ ტაქტიკას არ უღალატებს და კვლავ 5-3-2 ტაქტიკით ითამაშებს.ამავე ინფორმაციის თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდოდ ბუდუ ზივზივაძე შეცვლის და შემტევ ხაზში ის გიორგი მიქაუტაძეს შეუწყვილდება.

ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი მშვიდობის პროგრესს შეუწყობს ხელს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბარი მშვიდობის პროგრესს შეუწყობს ხელს.„ამ საშინელი ომის შედეგი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობა უნდა იყოს. გვჯერა, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბარი ამ მიმართულებით პროგრესს შეუწყობს ხელს. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში შეუდრეკელნი ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.

ბოლო სიახლეები