პარასკევი, ივნისი 6, 2025

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 103 წლისაა

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 103 წლისაა- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო იმერეთი” ავრცელებს
,,ის გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორია.
უხუცესი ქალბატონი 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა.
ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი;
აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში- ვკითხულობთ ,,ინფო იმერეთის”- ვებ-გვერდზე.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები